მერიბელში მომხდარი ინციდენტის შედეგად ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო
მთელი სპორტული სამყაროს მთავარი განსახილველი თემა იყო ალპურ კურორტ მერიბელში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა.

ფრანგული რადიოსადგურის, Europe 1-ის ინფორმაციით, შუმი ვერტმფრენით საფრანგეთის ქალაქ გრენბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ის ვერტმფრენით იქნა ევაკუირებული. ამჟამად პოლიცია გამოძიებას ატარებს მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით", - განაცხადა მერიბელის ტურისტული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კრისტოფ გერინიონ-ლეკომმა.

რადიოსადგურის ცნობით, შუმახერი გონზეა და მისი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ის მერიბელის ტრასის მიღმა 11 საათსა და 7 წუთზე დაეცა, - დაამატა გერინიონ-ლეკომმა. - მას ჩაფხუტი ეხურა და როგორც თავად ამბობს, თავი კლდეზე დაარტყა. მაშველებმა ოპერატიულად იმუშავეს.

ის შოკურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო, მაგრამ ნაკლებად სერიოზული".

მოგვიანებით პრესისთვის კომენტარი გააკეთა მერიბელის პოლიციამ. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 11-დან 11.15 საათამდე მოხდა. თავდაპირველად მიხაელი დაბა მუტიეს ჰოსპიტალში მიიყვანეს, მაგრამ დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა და საჭირო გახდა გრენბოლის მთავარ კლინიკაში გადაყვანა.

"მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ორი სხვადასხვა სირთულის ტრასის გადაკვეთაზე დაეცა. ის მარტო მოძრაობდა და მართლაც ეხურა ჩაფხუტი, მაგრამ დაცემას უკვალოდ არ ჩაუვლია: მიხაელმა თავის ტრავმა მიიღო. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაცემა გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ", - განაცხადეს პოლიციაში.

ამას მოჰყვა მიხაელ შუმახერის პრეს-მდივნის, საბინა კემის ოფიციალური განცხადება: "მიხაელი იმყოფებოდა ფრანგულ ალპებში, სადაც სამთო თხილამურებით სრიალებდა. მან თავის ტრავმა მიიღო და ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც პროფესიული სამედიცინო შემოწმება უტარდება. მინდა გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ ჯერ არ არსებობს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

იმავე Europe 1-ის ინფორმაციით, მიხაელი მერიბელში თავის 14 წლის ვაჟთან ერთად ჩავიდა, მაგრამ ის არ ყოფილა დილის ინციდენტის მონაწილე.

ცნობილი მიმომხილველი ჯეიმს ალენი ფრანგ ჟურნალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ გერმანელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიხაელის ჯანმრთელობაზე პირადად იზრუნებს აღიარებული სპეციალისტი ნეიროქირურგიაში ჟერარ სეიანი, რომელიც შუმახერის ახლო მეგობარია, ხოლო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და "ფერარის" ყოფილი შეფი ჟან ტოდტი პირად კონტროლზე აიყვანს შექმნილ სიტუაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ᓛᓘᓮᓐᓔᓚ ᓨᓣᓛᓐᓮᓔᓠᓘᓡ ᓐᓕᓐᓓᓛᓧᓝᓤᓝᓑᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ ᓛᓝᓘᓞᓐᓠᓔᓡ
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ᓛᓘᓮ
ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება
ᓛᕘᓮᓐ
ბერნი ექლსტოუნმა არ იცის, რა არის ბედნიერება
ᓐᓕ
მიხაელ შუმახერს სიარული შეუძლია? ავტომრბოლელის მენეჯერის განცხადება
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
ფორმულა 1: სიმკაცრე მიხაელ შუმახერისგან
ფორმულა 1-ში ხარჯები უნდა შემცირდეს
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია
ფორმულა 1: ფედერაციამ წესი შეცვალა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობას თითქმის ყველა სპონსორი აგრძელებს
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია