"ბორჯღალოსნებმა" სტუმრები დრამატული მატჩის უკანასკნელ წამებზე დაამარცხეს
დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" ამერიკის მორაგბეთა ეროვნულ გუნდთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი ჩაატარეს და უკანასკნელ წამებზე დადებული ლელოსა და რეალიზაციის წყალობით გამარჯვება იზეიმეს.

უაღრესად დრამატულ შეხვედრაში თავდაპირველად ქართველი მორაგბეები ლაშა მალაღურაძის ორი ზუსტი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ლელო მალევე დაგვიდეს, ვალენესე მალიფას ზუსტი საჯარიმოთი და არეკნით კი ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ 6:11 დაასრულეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე მალაღურაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა. საპასუხო ჯარიმით მალიფა კვლავ გამოირჩა. ტაიმის ძირითადი დროის ამოწურვამდე არეკნით იხეირა ვაილესმა, რასაც წინ ლევან კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმო უძღოდა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში, როდესაც ანგარიში 12:17 იყო, ჩვენებმა სტუმართა ჩათვლის მოედანთან მეტოქის შერკინებაში იძალეს, რის შემდეგაც კვირიკაშვილმა ბურთი ზუსტად გადააწოდა მარჯვენა ფლანგზე უმეთვალყურეოდ მყოფ ლექსო გუგავას. ამ უკანასკნელს კი ლელოს დადება არ გასჭირვებია. უკანასკნელ წამებზე გამარჯვების მომტანი კვირიკაშვილის ხეირიანი რეალიზაცია გახდა - 19:17.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მე-15 პოზიციაზე აინაცვლა.

ფოტო: გიორგია კაკულია "ინტერპრესნიუსი"

პაატა
სტადიონზე ვიყვი და მიუხედავად ანგარიშისა ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ გავიმარჯვებდით, იმიტომ კი არა რომ სასწაულს ველოდი იმიტომ რომ ბიჭების თავდადეის მჯეროდა!
state
ღმერთმა გაგახაროთ... დალოცვილები ყოფილიყავით... მე მჯეროდა... მადლობა რომ გამიმართლეთ:) თქვენ საქართველოს სპორტის ნათელი წერტილები ხართ... და ამაყი ქართველები.... იცოცხლეთ!!!
barnaba
გაიხარეთ ბიჭებოოო:)))ქართველმა ბორჯღალოსნებმა ნამდვილად მიჟიმეს ეს...
vasasi
გაუმარჯოს საქართველოს გენაცვალეთ ბიჭებო.. მიყვარხართ
intereli
მოვიგებთ... წინ ბორჯგალოოოო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა