გერმანელ პილოტს მდგომარეობა დაუმძიმდა
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ტრავმამ, რომელიც მან საფრანგეთის კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო, შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს გერმანელის ჯანმრთელობაზე, ვიდრე ამას უფრო ადრე ვარაუდობდნენ.

თუ თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ დაცემისას მიღებული თავის ქალის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, გვიან ღამისთვის სიტუაცია კარდინალურად უარესობისკენ შეიცვალა.

როგორც გაზეთი Le Dauphine Libere, აგრეთვე რამდენიმე ფრანგული გაზეთი წერს, გრენბოლის საავადმყოფოში მოთავსებულ მიხაელ შუმახერს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაუდგინეს, ასე რომ, ყოფილი პილოტის სიცოცხლის საფრთხე სერიოზულად გაიზარდა.

ყოველ წუთს ვრცელდებოდა დაუდასტურებელი თუ ოფიციალური ინფორმაციები "ფერერის" ყოფილი პილოტის ჯანმრთელობის შესახებ. მოგვიანებით, შუმის მენეჯმენტის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: მიხაელი კომაში ჩავარდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის დროით დაახლოებით 18 საათზე, გრენობლის კლინიკაში გაიმართა ექიმების პრესკონფერენცია. მათ დაადასტურეს, რომ გერმანელი კომაში იყო, როცა ის საავადმყოფოში მიიყვანეს. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჰემატომის მოშორება მოხერხდა, მაგრამ შუმის სხვა დაზიანებებიც აღმოაჩნდა. ლეგენდარული პილოტი ინტენსიური თერაპიის ცალკე პალატაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, საჭირო გახდა გერმანელის ხელოვნური კომაში შეყვანა. ამ მომენტისთვის, პილოტის სხეულის ტემპერატურა 34-დან 35 გრადუსამდე მერყეობს.

ექიმებმა უარყვეს ადრე გავრცელებული ინფორმაცია ღამით ჩატარებული მეორე ოპერაციის შესახებ. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ შუმახერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგან გერმანელის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ექიმების თქმით, მიხაელს დაცემის მომენტში ჩაფხუტის გარეშე რომ ყოფილიყო, გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდა.

ველოდებით მოვლენათა განვითარებას და მხოლოდ კარგ ამბებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია