ენდი გარსია, ნაიარევი სახე და ბებერი კაცები
თანამედროვე კლუბებსა და მათ ხელმძღვანელებს რას გაუგებ. ჰოდა, მეც ვეცადე, ისეთი 22 გამორჩეული ფეხბურთელი ამომერჩია, რომლებსაც ზაფხულში თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი უმთავრდებათ, შესაძლოა ნავსაყუდელი გამოიცვალონ, თუნდაც იანვარშივე ან კლუბთან ახალი შეთანხმება გააფორმონ ანდა სულაც კარიერის დასრულება გაიფიქრონ.

როგორც წესი, ამ კატეგორიაში 30-წელს გადაცილებული ფეხბურთელები ხვდებიან, მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისიც. ისე, ამ 22 მოთამაშიდან, რომელთაგანაც 2 ძალიან კარგი გუნდი გაკეთდებოდა, 4 "ჩელსის" ფეხბურთელია, 3 "მანჩესტერ იუნაიტედის" და 2 "არსენალის".

ანდრეა პირლო (34 წლის. იუვენტუსი) - თავის დროზე პირლო "მილანიდან" იმიტომ წამოვიდა, რომ მოთხოვნილი ორწლიანის ნაცვლად, ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და ამ გენიალურ ფანტაზისტას პატარა დეტალები არ დაუთმეს. თითქოს ისტორია მეორდება - "როსონერიმ" ის ნაბიჯი ინანა, რომლის გადადგმაზეც ტურინელები ფიქრობენ. ახალი "იუვენტუსი" პირლოს გარშემო აშენდა, მაგრამ შესაძლოა ტურინელები მიიჩნევენ, რომ დროა, გზა ახალგაზრდებს დაუთმონ. ფრთხილად "ბებერო ქალბატონო", ბებერი პირლოს რქებიც ხნავენ.

ფრენკ ლამპარდი (35 წლის. ჩელსი) - ლონდონელთა ხელმძღვანელობა ვერაფრით ჩამოყალიბდა. აქაც კონტრაქტის პირობების ამბებია. თორემ ჟოზე მოურინიო, ყოველ შემთხვევაში საჯარო განმოსვლებისას, ამბობს რომ ეს ფეხბურთელი სჭირდება. ფანები ხომ საერთოდ გიჟდებიან მასზე. თავადაც დაფიქრდით, ღირს იმ კაცის გაშვება, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, მაგრამ 208 გოლით კლუბის საუკეთესო და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, სახელად კი ფრენკი ლამპარდია?

ჯონ ტერი (33 წლის. ჩელსი) - მშვიდი და მეოჯახე ლამპარდიდან მის გიჟმაჟ და სკანდალურ თანაკლუბელზე გადავერთეთ. თუმცა რამდენიც და როგორც არ უნდა ამკონ ტერი, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით - მასზე თავდადებული კაცის პოვნა გნებვთ კლუბისთვის და გნებავთ ნაკრებისთვის ძალიან ძნელია, ვიტყოდი შეუძლებელიც.

ჩაბი ალონსო (32 წლის. რეალი) - მადრიდელები გარკვეულ რეორგანიზაციას აპირებენ და ამას შესაძლოა ცოტა ტრავმებისკენ მიდრეკილი ალონსო შეეწიროს. თუმცა ჩაბის ახალი კლუბის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება, ის თავის პოზიციაზე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჟამად ამბობენ, ექსლივერპულელი პრემიერლიგას დაუბრუნდება და კარიერას ქალაქ მანჩესტერში "იუნაიტედის" ან "სიტის" რიგებში გააგრძელებსო.

ბლეზ მატუიდი (26 წლის. პსჟ) - სწორედ მატუიდიმ შეიძლება შეცვალოს ჩაბი ალონსო "რეალში". თავისი დახვეწილი, პროდუქტიული და შთამბეჭდავი თამაშით, მან მადრიდელები მონუსხა, მათ ნუსხაში მოხვდა და თავადაც მოხიბლულია "სამეფო გუნდის" ინტერესით. ამიტომაც, პსჟ-სთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. ვნახოთ, დაველოდოთ.

რობერტ ლევანდოვსკი (25 წლის. დორტმუნდი) - ამ შემთხვევაში თითქოს ყველაფერი ცხადი და ნათელია. პოლონელი ფორვარდი სეზონს ჩაამთავრებს და დორტმუნდელთათვის სამწუხაროდ, უფასოდ მიებარება მიუნხენის "ბაიერნს".

ჯოლეონ ლესკოტი (31 წლის. სიტი) - აღარც პატარა ბიჭია და ბოლო დროს ტრავმებმაც აურიეს საქმე, მაგრამ ვინ უნდა ნახოს "სიტიმ" "ნაიარევ სახეზე" უკეთესი?

ეშლი კოული (33 წლის. ჩელსი) - უცნაურადაა "ლურჯების" საქმე. გაახალგაზრდავებისკენ სწრაფვა კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. ლამპარდი, ტერი, კოული... ასე ერთი ხელისმოსმით მოიშორო და ახალ კონტრაქტზე აწუწუნო, ცოტა უხერხული და მოულოდნელია. თანაც "ჩელსის" დაცვაში ფლანგებზე ისედაც უჭირს.

პატრის ევრა (32 წლის. მანჩესტერი) - "ჩელსის" დარად, "მანჩესტერ იუნაიტედიც" ახალი სისხლის გადასხმას ცდილობს, მაგრამ "წითელი ეშმაკების" დაცვის ხაზი ამას ყველაზე მტკივნეულად იღებს. ისე, თუკი ძველი გვარდიიდან ვინმეს გაშვებაზეა ლაპარაკი, ყველაზე ნაკლებად ევრას კანდიდატურა უნდა განიხილებოდეს. ფრანგმა ისევ მოუმატა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სეზონში უკვე არაერთი საგოლე პასით გამოირჩა.

რიო ფერდინანდი (35 წლის. მანჩესტერი) - როგორც სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა - "სიტისთან" სამარცხვინო 1:6-ისას მიხვდა, რომ ფერდინანდის საუკეთესო წლები უკან დარჩა და ეს ის რიო აღარ არის. ეჰ, რიო, რიო...

ნემანია ვიდიჩი (32 წლის. მანჩესტერი) - კი ბატონო, ვეღარც სერბი აკმაყოფილებს მოთხოვნებს ბოლომდე, მაგრამ ჩნდება კითხვა - ჰყავს კი "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი, ფერდინანდის ღირსეული შემცვლელები? შეძლებენ ამას ჯონი ევანსი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი?

ვიქტორ ვალდესი (31 წლის. ბარსელონა) - "ბარსას" ახალი, უფრო ძლიერი მეკარე უნდა. ვალდესი კი დაიღალა იმის მოსმენით, რომ კატალონიელთა ყველაზე სუსტი წერტილია და მასაც ახალი მოტივაცია სჭირდება. ამიტომაც, მხარეები ზაფხულში ტკბილად დაშორდებიან ერთმანეთს. ვალდესით, რომელიც 14 იანვარს 32 წლის გახდება, ამ წუთისთვის ყველაზე აქტიურად "მონაკო" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი.

ტომაშ როსიცკი (33 წლის. არსენალი) - მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმებით გაწამებული ნიჭიერი ჩეხი ამბობს, რომ დარჩენა უნდა, მაგრამ "მეთოფეების" ხელმძღვანელები ჯერ ფიქრობენ და დიდია შანსი იმისა, რომ მისი გაშვება მოიფიქრონ. ასეთი დონის მოთამაშის უფასოდ ხელში ჩაგდებაზე უარს ცოტა თუ იტყვის.

ჯო კოული (32 წლის. ვესტ ჰემი) - კიდევ ერთი ბოლომდე გაუხსნელი ტალანტი. პირადად ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი ჯოზეფ ჯონ (ჯო) კოული უკვე 32 წლისაა... ძნელი დასაჯერებელია. "პატარა ჯო" ამჟამადაც პრემიერლიგის 10 უმდიდრეს ინგლისელ ფეხბურთელს შორისაა, მაგრამ ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორიც შეუძლია, შესანახად კი ძვირი სიამოვნებაა.

ბაქარი სანია (30 წლის. არსენალი) - სენეგალური ფესვების მქონე ფრანგი 14 თებერვალს 31 წლის გახდება. "არსენალის" პოლიტიკა მოგეხსენებათ, გუნდი 30-წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ერთწლიან კონტრაქტზე მეტს არ სთავაზობს ხოლმე. ასე რომ, ეს ალბათ მაქსიმუმი იქნება რასაც სანიას შესთავაზებენ, თუ საერთოდ შესთავაზეს.

სამუელ ეტოო (32 წლის. ჩელსი) - რუსეთში ოდნავ მიყინულ-მიძინებული "მკვლელის ინსტინქტი" და გოლის ალღო კამერუნელს ნელ-ნელა უბრუნდება. თუმცა ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ის იმის სამყოფს, რომ მოურინიომ უფროსობას ეტოოს შენარჩუნება მოთხოვოს.

დიმიტარ ბერბატოვი (32 წლის. ფულემი) - 30 იანვარს ბულგარელი 33 წლის მოიყრება, მაგრამ თუ ხასიათზეა და თუ თამაში არ ეზარება, "ფებურთის ენდი გარსიას" ყველაფრის გაკეთება შეუძლია მინდორზე და ძალუძს ისევ უაღრესად დახვეწილი და სასარგებლო იყოს. ერთი რამ რაც 90%-ით შეგვიძლია ვივარაუდოთ ესაა - ბერბა "ფულემში" არ დარჩება.

ესტებან კამბიასო (33 წლის. ინტერი) - "ინტერის" გაჭირვების ტალკვესი. მებრძოლი, ჟინიანი, შეუპოვარი და ბოლომდე დაუფასებელი არგენტინელი, როგორც ჩანს, "ნერაძურის" ახალი უფროსობის გეგმებში აღარ შედის. მეტსახელიც ისეთი აქვს... კამბიასოს "კუჩუს" ეძახიან, რაც "ბებერ კაცს" ნიშნავს. გავრცელებული ცნობით, სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

დიეგო (28 წლის. ვოლფსბურგი) - ევროპაში ბრაზილიელმა "ვერდერის" მერე ვერცერთ კლუბში ვერ მოიკიდა მყარად ფეხი და ვერსად გაიბრწყინა. თუ "მგლები" მის გაშვებას გადაწყვეტენ, საინტერესოა სად იქნება დიეგო რიბას და კუნიას მორიგი გაჩერება.

ბაფეტიმბი გომისი (28 წლის. ლიონი) - "სენტ ეტიენის" ექსფორვარდმა თავად გადაწყვიტა, რომ "ლიონიდან" უნდა წავიდეს. ახლახან კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ გომისმა განაცხადა: "დროა გარემო შევიცვალო და სხვა გუნდში გამოვცადო საკუთარი თავი". არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სენეგალური ფესვების მქონე ფრანგით "ნიუკასლია" დაინტერესებული.

ტიმო ჰილდებრანდი (34 წლის. შალკე) - ბოლო წლებში გელზენკირხენულ გუნდში მეკარის პრობლემა აქტუალურია. ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო, ეს საკითხი ამ სეზონშიც დღის წესრიგშია და სწორედ აქ გაგვახსენა თავი ვეტერანმა ჰილდებრანდმა. იგი გუნდს ძალიან დაეხმარა და დაამტკიცა, რომ თუ ხასიათზეა და თუ ფორმაშია, შეუდარებელი გახლავთ. კლასი და ნიჭი არ იკარგება. თუმცა მომავალ ზაფხულს არასტაბილური ტიმო უკვე 35 წლის იქნება. იგი "შალკეს" გადაწყვეტილებას ელოდება.

ფილიპ ჯორჯევიჩი (26 წლის. ნანტი) - "იადონების" მთავარმეგოლე კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. ასე, თავისუფალ აგენტად ის ზაფხულში უფრო მიმზიდველი იქნება მსურველებისთვის, რომლებიც იტალიის სერია A-დან და ინგლისის პრემიერლიგიდან ჰყავს. თუმცა იქამდე სერბმა გოლების გატანაც უნდა გააგრძელოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
ქართველებისთვის ნაცნობ ვან'ტ სხიპს ყაზახეთის ნაკრები ჩააბარეს
პსჟ საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უფრო რეალური ხდება - რაზე ესაუბრა ქართველი კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ᓓᕘᕔ
სისხლისღვრა ლაზეთში: თურქეთის ჩემპიონატი გაჩერდება?
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
დრიბლინგი: დერბი კი არა, დერბინო!
დიეგო ამტკიცებს: "არსენალს" ვუნდივარ!
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
ნემანია ვიდიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დიეგო სიმეონე: დღეს "ატლეტიკოს" შემართება მომეწონა
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
ნემანია ვიდიჩი შესაძლოა "ოლდ ტრაფორზე" დაბრუნდეს
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
"ᓘᓜᓢᓔᓠᓛᓐ" "ᓠᓝᓛᓐ" ᓓᓐᓐᓛᓐᓠᓪᓮᓐ, ᓕᓘᓓᓘᓩᓘ ᓛᓝᓬᓝᓓᓔᓑᓘᓡ ᓡᓘᓛᓐᓦᓚეზᓔᓐ [VIDEO]
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ნემანია ვიდიჩმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
ᓐᓛ "ᓐᓢᓚᓔᓢᓘᓙᓝᓡ" ᓓᓐᓨᓚᓐ ᓔᓛᓣᕥᓠᓔᓑᓐ - ᓛᓐᕓᓠᓘᓓᓔᓚᓗᓐ ᓡᓐᓡᓢᓐᓠᓢᓝ ᓨᓔᓛᓐᓓᓒᓔᕜᓚᓝᓑᓐᕡ ᓓᓐᓘᓢᓐᓪᓔᓑᓔᕜ
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
ᓑ