იტალია შფოთავს და ბობოქრობს, ინგლისში სიძულვილი დაითვალეს...

იტალია

დერბინო დელა მადონინა

იცით თუ არა, რომ გასულ უქმეებზე მილანური დერბი შედგა? რა გაცინებთ? ნამდვილად არ გაგვიკვირდება, თუ არ გეცოდინებათ ან, უბრალოდ, არ გეხსომებათ. იმიტომ, რომ ეს მილანური დერბი "ის" მილანური დერბი აღარაა.

ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელებმა ერთ დროს მილანურ ჯახს "დერბი დელა მადონინა" უწოდეს - ძალიან ლამაზად ჟღერს, არ გვეთანხმებით? მას მერე "მადონინას" გადასარევი სპექტაკლებიც უხვად შემოუთავაზებია და უინტერესო დუელებიც, ამჯერად კი მილანური დერბის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ იტალიელმა ჟურნალისტებმა ამ ღვთაებრივ დერბის დასცინეს - გაზეთები “დერბინო დელა მადონინაზე" წერდნენ, პატარა დერბიზე.

აი, სადამდე მივიდა საქმე!

მილანის რიგით 162-ე დერბის მთელი საფეხბურთო იტალია იუმორით მიუდგა და ეს იყო მართლაც პირველი შემთხვევა სერია A-ს დაარსებიდან (1929) დღემდე. ეს "მადონინა" სპორტული თვალსაზრისით იმდენად უმოტივაციო იყო, ჩვენი იტალიელი კოლეგები იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი "მადონინა", როცა მილანისტები და ინტერისტები სტადიონზე მეტროთი ვერ მივიდოდნენ.

დიახ, მომდევნო სეზონში მილანის მეტრო ტიფოზებს ზედ "სან სიროს" მთავარ შესასვლელამდე მიიყვანს.

მთელ ამ ორომტრიალს კი მოჰყვა შესაბამისი ფეხბურთი და 0:0, საიდანაც ყველას ის დაამახსოვრდა, რომ "ინტერს" პენალტი არ დაუნიშნეს.

იყო დრო, როცა "სან სიროს" ევროპაში ჩემპიონთა ლიგის მისაღებ ოთახს ეძახდნენ, დღეს კი "მილანი" და "ინტერი" ევროპისგან ისე შორს არიან, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკა და ბოლო 60 წელიწადში ალბათ პირველად მოხდება ისე, რომ მომდევნო ევროტურნირები მილანური კლუბების გარეშე ჩაივლის.

თუმცა მილანურ დერბის მაინც ჰქონდა თავისი "ჰაილაითები" - ოღონდ, სამწუხაროდ, მოედანს მიღმა. ასე, მაგალითად, როცა რეჟისორმა "ინტერის" გასახდელი გვიჩვენა, კომენტატორი გაჰკიოდა, ნახეთ, ნემანია ვიდიჩის წვივსაფარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგო ამშვენებსო.

ამ დროს "სკაი იტალიას" რეჟისორმა "მილანის" გასახდელი გვიჩვენა, სადაც მეორე რეპორტიორმა ჟერემი მენეზის წვივსაფარს მიაქცია ყურადღება - მილანის კათედრალი ახატიაო. ისტორიული "დუომო" მენეზის ფეხებზე...

ცემა-ტყეპანი და ლანძღვა-გინებანი

იტალიაში ულტრასობა განსაკუთრებული ამბავია - რაშიც დაგვეთანხმება ყველა, ვინც იტალიის ჩემპიონატის მატჩს (ხეირიან მატჩს) დასწრებია. აგერ, მაგალითად, კალიარიში 30 ტიფოზი გუნდის გასახდელში შეიჭრა, ფეხბურთელებს მისდგნენ, ერთი-ორს შემოულაწუნეს კიდეც და ემუქრებოდნენ, თუ მოედანზე სისხლს არ ანთხევთ, ჩვენ დავღვრით თქვენს სისხლსო.

მესამელიგელ "იშიას" მწვრთნელი და ფეხბურთელები პოლიციაში გამოცხადდნენ და ჩივიან, ფანების ერთი დაჯგუფება (ნეტა რამდენი დაჯგუფება ჰყავთ?!) ჩვენს ოჯახებს ემუქრებაო.

მილანში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სარდაფში მთელი არტილერია უპოვეს: ერთი ტყვიამფრქვევი, სამი ხელყუმბარა, შვიდი პისტოლეტი, სამი რევოლვერი და ერთი ჯავშანჟილეტი. როგორც გაირკვა, ეს კაცი "მილანის" ერთ-ერთი ულტრა-დაჯგუფების წევრი ყოფილა და "კარაბინიერები" იმასაც ამბობენ, ეგ არსენალი მილანური დერბისთვის სჭირდებოდაო.

ახლა გადავინაცვლოთ ლომბარდიულ ვარეზეში, სადაც ულტრასები სტადიონზე ღამით შეიჭრნენ, კარის ძელები გადახერხეს, სათადარიგოთა სკამები დალეწეს და მინდორზე ასეთი სიტყვები წააწერეს: "ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ კლუბის ხელმძღვანელობა აზრზე არ მოვა, ომი გარდაუვალია!"

ახლა უკვე აღარ გვიკვირს, რატომ უწოდა "რომას" პრეზიდენტმა პალოტამ ძალადობის მოყვარულ ულტრასებს "დამპალი იდიოტები"...

ჯარიმა 50 ევრო და ბურთის კონფისკაცია

თუმცა ყველაფერი არც ისე შავადაა, როგორც გგონიათ: იტალიაში მომავალ ტალანტებზეც ზრუნავენ. ტოსკანურ ქალაქუნა სერავეცაში მერმა 11 წლამდე ბავშვებს ქალაქის ცენტრალურ პიაცაზე ფეხბურთის თამაში აუკრძალა. ჯარიმა: ბურთის ან ბურთის როლის შემსრულებელი საგნის კონფისკაცია და 50 ევრო...

არივედერჩი!

ინგლისი

წმინდა ესტებანის დღე

ცხადია, ინგლისშიც იარსებებს ერთი-ორი ისეთი ფანი, რომელსაც სამსახურში წასვლას სახლში, დივანზე წამოგორება და ფეხბურთის ცქერა ურჩევნია. ერთი ეგაა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ინგლისში გაცილებით რთულია, ვიდრე სახელდობრ, იმავე იტალიაში.

თუმცა, თუ კაცს ფანტაზია გივარგა, ასეთ რამესაც კი მოიფიქრებ...

"ლესტერ სიტის" თავგადაკლულმა ფანმა თავისი სამსახურის კადრების განყოფილებას მისწერა წერილი, სადაც იუწყებოდა, წარმოშობით არგენტინელი ვარ და ამა და ამ დღეს გათავისუფლებას ვითხოვ, რადგან ამ დღეს ჩვენთან, არგენტინაში "კამბიასოს" დღესასწაულს ზეიმობენ, ეს კი ისეთი რელიგიური დღესასწაულია, რომლის დროსაც მუშაობა კატეგორიულად არ შეიძლებაო.

კადრების განყოფილება, რა თქმა უნდა, გაგებით მოეკიდა ამ ამბავს და უპასუხა, ნამდვილად არ შეგიშლით ხელს თქვენი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში, ოღონდ ჩვენ "კამბიასოს" დღესასწაულზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ და თუ შეიძლება, ლინკი მაინც გამოგვიგზავნეთ - ძალიან გვაინტერესებსო.

სამწუხაროდ, ცნობილი არაა, გაუგზავნა თუ არა რამე იმ ჭკვიანმა გულშემატკივარმა, მაგრამ რაკი არანაირი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ან დანებდა და კადრების განყოფილებას აღარაფერი უპასუხა, ანაც ესტებან კამბიასოს სიფათის ფოტო გაუგზავნა წარწერით: "წმინდა ესტებანი"...

დე ხეას გოლი ეგონა

ამ ბურთის ამბავი ხომ იცით, ხან ასე გაფრინდება, ხან - ისე, ხან კარის ბადეს გარედან მოხვდება, ხანაც - გარედან შიგნით აღმოჩნდება ხოლმე. გვინახავს, ფეხბურთის მოყვარულებს ბევრი უცნაურობა გვინახავს.

"ჩელსისთან" ტოპ-მატჩში "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას უეინ რუნის დარტყმის შემდეგ კარგა ხანს გოლი ეგონა, ხელები ცისკენ აღაპყრო და "ვამოსიც" აღმოხდა, მაგრამ როცა თვალები გაახილა და დაინახა, რომ ტრიბუნებზე არც "ჩელსის" ფანები იცრემლებოდნენ და არც "იუნაიტედის" ქომაგები ხტოდნენ, დარწმუნდა, რომ რამდენიმე წამის წინ ტყუილად უხაროდა.

მართალია, დე ხეა დარტყმის მომენტიდან ისე შორს იყო, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ ტრიბუნებზე მაინც დასცინეს...

სიძულვილი კუნძულზე

ფირმა "ქიქ ით აუთმა" ძალიან მაგარი და მართლა საინტერესო კვლევა ჩაატარა - გამოიკვლია რა სოციალური მედია და გამოავლინა, რომ სეზონის დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში 130 000-ზე მეტი უკიდურესად შეურაცხმყოფელი პოსტია გამოქვეყნებული.

ცხადია, ფირმამ უფრო დეტალური ცნობებიც გაავრცელა.

მაგალითად, ყველაზე მეტი სალანძღავი პოსტი კლუბებიდან "ჩელსის" მისამართითაა გაკეთებული (20 000), მეორე ადგილზეა - "ლივერპული" (19 000).

რაც შეეხებათ კონკრეტულად ფეხბურთელებს: ყველაზე ხშირად ლანძღავდნენ მარიო ბალოტელის (8 000). მეორე ადგილზეა, მაგრამ ბალოტელის მაგრად ჩამორჩება დენი უელბეკი (1700). ვულოცავთ!

ესპანეთი

კორექტული კროოსი

ტონი კროოსი ესპანეთში უკვე ძალიან შეუყვარდათ. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ ხოლმე, საოცრად კრეატიული ნახევარმცველიაო.

ახლა კი საფეხბურთო ესპანეთმა ისიც აღმოაჩინა, რომ კროოსი ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია.

გასულ კვირაში ტონის ინტერვიუ გაზეთმა AS-მა გამოაქვეყნა, სადაც კროოსი ღმერთსა და მსოფლიოზე საუბრობს. გერმანელს ისიც ჰკითხეს, კრიშტიანო რონალდოს საიუბილეო წვეულებაზე რატომ არ მიხვედიო, რაზეც კროოსმა ასე უპასუხა:

"ატლეტიკოსთან" 0:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ საზეიმო განწყობა არ მქონდა. სხვათა შორის, კრიშტიანოს წინა დღეს შევახსენე, რომ მეორე დღეს "ატლეტიკოსთან" ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, მაგრამ წვეულება მაინც არ გადადო.

უმჯობესი იქნება, თუ მომავალში საიუბილეო წვეულებებს თამაშებს არ დაამთხვევს."

ტონი პროფია.

გერმანია

ახალი კლოპი

იურგენ კლოპი "დორტმუნდს" დატოვებს. ამით "ბორუსიაში" და ზოგადად, გერმანულ ფეხბურთში ერთი ეპოქა მთავრდება - ეპოქა, რომლისგანაც მეტს ველოდით.

როცა კლოპმა "დორტმუნდი" ზედიზედ ორჯერ გააჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, იმ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ 2015 წელი "ბორუსიისთვის" ასეთი სამარცხვინო იქნებოდა და იურგენიც წავიდოდა.

კლოპმა დორტმუნდში ერა შექმნა, მაგრამ ეს ერა ისე დაასრულა, რომ დორტმუნდში ყველა უკმარისობის გრძნობით დარჩა. ახლა საკითხავი ისაა, სად მიდის კლოპი - არა გვგონია, სუპერგრანდზე ნაკლები გუნდი იკადროს.

"ბორუსია" კი ყველაფერს თავიდან დაიწყებს - "ახალი კლოპით", თომას ტუხელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
დიდი მადლობა ავტორს, ძალიან კარგი სტატია იყო
მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
"შევალიე საფონოვზე ნიჭიერია, მაგრამ..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ მოსაზრება დააფიქსირა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
"ბაიერნთან" მომავალი მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓛᓘᓓᓘ-ᓛᓝᓓᓘ: ᓡᓐᓜᓐᓛ ᓡᓔᓖᓝᓜᓘ ᓒᓐᓮᓣᓠᓓᓔᓑᓐ
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე - კროოსმა კომენტარი გააკეთა
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
ნემანია ვიდიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
"ინტერის" ახალი ბოსი ფეხბურთთან "თქვენობითაა"
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
მასიმო მორატის ეპოქის დასარული
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
ნემანია ვიდიჩი შესაძლოა "ოლდ ტრაფორზე" დაბრუნდეს
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
"ᓘᓜᓢᓔᓠᓛᓐ" "ᓠᓝᓛᓐ" ᓓᓐᓐᓛᓐᓠᓪᓮᓐ, ᓕᓘᓓᓘᓩᓘ ᓛᓝᓬᓝᓓᓔᓑᓘᓡ ᓡᓘᓛᓐᓦᓚეზᓔᓐ [VIDEO]
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ესტებან კამბიასო: რონალდო და ლეო მესი მოტივაციას სძენენ ერთმანეთს
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნემანია ვიდიჩმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 22 ივლისი