სსრკ-ის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მცველი ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი და თქმა რად უნდა, რომ ამ ქალაქში განსაკუთრებულად პოპულარულია
ქუთაისის "ტორპედოს" ამბავი მოგეხსენებათ: კომპანია "ვისოლი" აღარ აპირებს კლუბის დაფინანსებას. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ამის შესახებ მილეთმა უკვე იცის.

"ტორპედომ" ეს სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა მერე ჩავარდნა ჰქონდა და სეზონის პირველი ეტაპი მე-9 ადგილზე ჩაამთავრა.

და ვინ უპატრონებს "ტორპედოს"? ცხადია, ეს კითხვა აწუხებს ქუთაისელ გულშემატკივარს და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ქომაგებსაც - "ტორპედო" ხომ ტრადიციული კლუბია, ტრადიციები კი ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს.

კულუარული ინფორმაციით, "ტორპედოს" სვე-ბედი 8-9 იანვარს უნდა გაირკვეს. სავარაუდოდ, "ვისოლი" გუნდს იმ თანხას გამოუყოფს, რაც სეზონის ჩამთავრებისთვის იქნება აუცილებელი და "ტორპედოსთვის" ქუთაისის მერიაც იზრუნებს.

კულუარული ამბები ამით არ მთავრდება: სანდო წყაროს ცნობით, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერიოზულად განიხილება რევაზ ძოძუაშვილის კანდიდატურა. მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე "ტორპედოს" აქამდე ყველასათვის უცნობი ესპანელი მწვრთნელი, ჟერარდ სარაგოსა მულეტი თავკაცობდა.

ძოძუაშვილს კი წარდგენა, ალბათ, არც სჭირდება, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მან რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა მწვრთნელ-სელექციონერად. ძოძუაშვილის ავტორიტეტსა და კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ ვერავინ დააყენებს და თუ ის მართლა დაბრუნდება "ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად, ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი.

ძოძუაშვილი "ტორპედოს" წვრთნიდა 1978 წელს, შემდეგ 1988-89 წლებში, ბოლოს კი 2001-02 წლებში. საბჭოთა კავშირის ნაკრების და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მცველი ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი და თქმა რად უნდა, რომ ამ ქალაქში განსაკუთრებულად პოპულარულია.

ვნახოთ, ყველაფერი დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtandili
რეზო მაგარი კარტველი კაცია სინ და გარეტ იცის ვაჯკაცი ხალხის დაფასება მიდი რეზო გენაცვალე
GIA
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რეზომ იცის თავის საქმე, თან ქუთაისელი კაცია ეს ორმაგად დასაფასებელია. წარმატებას ვუსურვებ.
sandro
ღირსეული გადაწყვეტილება იყო. ამ ადამიანისთვის იმდენი დრო რომ მიეცათ რაც ქეცბაიას მისცეს, დარწუმენბული ვარ როგორც მინიმუმ ევროპაზე მაინც გავიდოდით. იმედია კიდევ შესწევს ძალა მიხიჩს გაახსენოს ქართველ ხალხს ფეხბურთისგან მოგვრილი ბედნიერება.
Tedo
აქამდეც უნდა ექნათ ეგ კარგი საქმე.
dato
მაგარი კაცი და პროფესიონალი
vep1963
ვაი თქვენს პატრონს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია