საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში პირველი ევროპული ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ ლიტვას უმასპინძლებს
დასასრულს უახლოვდება ხელბურთელ ვაჟთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

ევროპულ ჯგუფებში 8 იანვარს ბოლოსწინა, მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველი ევროპული ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ ლიტვას უმასპინძლებს სპორტის სასახლეში.

ამ გუნდების პირველი წრის პაექრობა ბალტიისპირელებმა შინ 23:17 მოიგეს, ამიტომ პლეი ოფში გასასვლელად სტუმრებს დღეს ფრეც ხელს აძლევთ. ქართველებმა რევანში თუ აიღეს 7-ბურთიანი სხვაობით, მაშინ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება - ქართველებმა ფინეთში სუომელებს უნდა სძლიონ, ხოლო ლიტვამ შინ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან უნდა წაიფორხილოს (ფრე ან წაგება). არადა, ფინეთიცა და თურქეთიც უმოტივაციოდაა, რადგან ჯგუფში პირველობისა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.

საქართველოს ნაკრები 8 იანვრის მატჩს დანაკლისით ხვდება - წინა ტურში თურქეთთან თითი მოიტეხა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა და იგი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. ამის მიუხედავად, მასპინძლები განმეორებითი ორთაბრძოლის მოსაგებად არაფერს დაიშურებენ.

გუნდები სპორტის სასახლეში 18.00 საათზე, სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობებით გავლენ მოედანზე:

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი გვაზავა, უჩა გამზარდია, ზურაბ აბრამიშვილი, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, ოთარ ამირანაშვილი, უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, ლექსო წითელიშვილი, რევაზ ჭანტურია, რატი მსხვილიძე, ილია გოგალაძე, აკაკი ტალახაძე; მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი.

ლიტვა: არუნას ვასკევიჩუსი, ვილიუს რასიმასი, აისტის პაზემეცკასი, კაროლის სტროპუსი, აუგუსტას სტრაზდასი, პოვილას ბაბარსკასი, ლუკას ფეოკტისტოვასი, ბენას პეტრეიკისი, დარიუს იასინსკასი, ვაიდას დრევინსკასი, გერდას ბაბარსკასი, ვაიდოტას გროსასი, ტადას სტანკევიჩუსი, ანდრიუს გერვე, ედვინას ვორობიოვასი, მინდაუგას დუმჩუსი; მთავარი მწვრთნელი გინტარას სავუკინასი.

მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (რუმინეთი).

დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრაინა).

პირველ ევროპულ ჯგუფში 8 იანვრისთვის ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

ლიტვა 4 3 1 0 90:80 7

საქართველო 4 2 0 2 99:97 4

ფინეთი 4 1 1 2 88:90 3

თურქეთი 4 1 0 3 95:105 2

8 იანვარსვე თურქეთი ფინელებს უმასპინძლებს.

II ჯგუფი

რუმინეთი - 8 / სლოვაკეთი - 6, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.

8 იანვარი. რუმინეთი - იტალია, კვიპროსი - სლოვაკეთი.

III ჯგუფი

უკრაინა - 7 / სლოვენია - 6, შვეიცარია - 3, ლუქსემბურგი - 0 ქულა.

9 იანვარი. უკრაინა - ლუქსემბურგი, შვეიცარია - სლოვენია.

IV ჯგუფი

ისრაელი - 4 (+5)/ ჰოლანდია - 4 (+3), საბერძნეთი - 4 (-3), ბელგია - 4 (-5) ქულა.

8 იანვარი. ჰოლანდია - საბერძნეთი, ისრაელი - ბელგია.

V ჯგუფი

ბოსნია - 8 / პორტუგალია - 4, ლატვია - 4 , ესტონეთი - 0 ქულა.

8 იანვარი. ბოსნია - ესტონეთი, ლატვია - პორტუგალია.

პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა