პეტერანსელს საბურავებმა ექვსჯერ უღალატეს
დაკარის რალი-რეიდი კვლავაც არგენტინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ლეგენდარული ავტომარათონი მესამე ეტაპით გაგრძელდა, რომლის სიგრძე 1000 კილომეტრს აღემატებოდა.

მნიშვნელოვანი ამბები მოხდა ავტომობილების კლასში, სადაც ყველაზე უიღბლო მონაწილე აღმოჩნდა გენერალური კლასიფიკაციის აწ უკვე ყოფილი ლიდერი, ლეგენდარული ფრანგი სტეფან პეტერანსელი. მთელი დისტანციის განმავლობაში, მას ექვსჯერ (!) მოუწია დაზიანებული საბურავის გამოცვლა, რის გამოც, ეტაპის გამარჯვებულთან 28 წუთი წააგო. რაღაც მომენტში დაკარის 11-გზის გამარჯვებულს სათადარიგო საბურავი აღარ დარჩა და კონკურენტი ორლანდო ტერანოვა დაეხმარა.

პრობლემები ჰქონდათ სხვა ფავორიტებსაც: კარლოს საინსმა ეტაპზე 16 წუთი წააგო, ნასერ ალ-ატიიამ - 10 წუთი. გამარჯვებული კი გახდა "მინიზე" მოასპარეზე ხოან ნანი რომა, რომელმაც წუთი მოუგო პოლონელ კშიშტოფ ჰოლოვჩიკს. რომა საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა და ცხრა წუთს უგებს ტერანოვას. ალ-ატიია და საინსი ესპანელთან, შესაბამისად, 10 და 12 წუთს აგებენ, პეტერანსელის ჩამორჩენა კი 24 წუთს უტოლდება. თუ შემდეგი ეტაპებიც ასეთი გიჟური სცენარით წარიმართება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე რომ, ლეგენდარული ფრანგისთვის ჯერ არაფერია დაკარგული.

მოტოციკლების კლასში სამ დღეში მეორე გამარჯვებას მიაღწია "ჰონდათი" მოასპარეზე ხოან ბარედა ბორტმა, რომელიც ჯერჯერობით, აშკარად აღემატება ტემპით აღიარებულ ფავორიტებს - სირილ დეპრესა და მარკ კომას. გუშინ, ეს დუეტი საპრიზო სამეულში მოხვდა, მაგრამ ბორტთან საკმაოდ ბევრი, შესაბამისად, ოთხი და შვიდი წუთი წააგო.

საერთო ჩათვლაში ბორტმა 13 წუთამდე გაზარდა უპირატესობა მეორე ადგილთან - მოტომრბოლებისთვის ეს სოლიდური უპირატესობაა. მეორე პოზიციაზე სწორედ დეპრე იმყოფება, ხოლო მას მხოლოდ წუთით ჩამორჩება კომა. რაც შეეხება მეორე ეტაპის გამარჯვებულ სემ სანდერლენდს, მან ჩააგდო მესამე ეტაპი, რადგან გამარჯვებულს ორსაათნახევარი ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა