ბოლივიიდან ჩილეში
დაკარის მერვე ეტაპი საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა: არ ყოფილა სპორტული დრამები, ლიდერებს შორის სერიოზული გარჩევები... სხვათა შორის, ასე გრძელდება ბოლო სამი ეტაპია და შესაბამისად, გენერალურ კლასიფიკაციაშიც არაფერი იცვლება.

მოტომრბოლელებმა მერვე ეტაპის მსვლელობისას 462 კილომეტრი დაფარეს და ბოლივიიდან ჩილეში გადავიდნენ.

წინ ნაცნობი სახეები ვიხილეთ: სირილ დეპრემ გაიმარჯვა, ხოან ბარედა ბორტმა მასთან ორი წუთი წააგო და მხოლოდ ექვსი წამით გაუსწრო საერთო ჩათვლის ლიდერს მარკ კომას. ასე რომ, ამ უკანასკნელს გენერალურ კლასიფიკაციაში თავის უახლოეს მდევართან თითქმის არაფერი დაუკარგავს. დეპრეს კი ისღა დარჩენია, რომ სპეცმონაკვეთებზე გაიმარჯვოს და ამით გადაარჩინოს ჩაგდებული დაკარი. კომასა და ბარედა ბორტს შორის სხვაობა 38 წუთია, დეპრე კი მეცხრე ადგილზე იმყოფება და რეალური შანსი აქვს ოთხეულში შესასვლელად.

ავტომრბოლელები არც ისე საინტერესო 302-კილომეტრიან დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომაც სხვაობა პილოტებს შორის დიდი არ იყო. გამარჯვება ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ მოიპოვა, რომელმაც მხოლოდ წუთი მოუგო სტეფან პეტერანსელს და ორნახევარი წუთი - კარლოს საინსს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ხოან ნანი რომამ ყატარელთან ცხრა წუთი წააგო (შესაბამისად, პეტერანსელთან - რვა).

ალ-ატიია რომასგან დიდი მანძილით არის დაშორებული, პეტერანსელს კი მოტივაცია მოემატა: ახლა ლეგენდარული ფრანგი რომასთან 24 წუთს აგებს და თუ ტემპს შეინარჩუნებს, ყველაფერია შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაკარი 2014: უმსხვერპლო დაკარი არ არსებობს

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
რალი: დრამატული ფინიში ჩილეში
დაკარი 2014: ინტრიგა უდაბნოში დაბრუნდა
დაკარი 2014: დაკარის მეფეს ორი წუთი დარჩა
დაკარი 2017: ახალი გადატრიალებები
ფორმულა 1: კარლოს საინსი - ყველაზე დაჩაგრული
დაკარი 2014: ახლა კარლოს საინსის ჯერია
"ᓞᓔ
დაკარი 2016: ლოებს საინსი მიჰყვა
დაკარი 2014: უიღბლო ლეგენდა
დაკარი 2017: მეცამეტად პეტერანსელი!
დაკარის მეფე ლიდერია
დაკარი 2016: 50 წლის ტრიუმფატორი