საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში ”დიდი მუზარადის” ტურნირზე გაემგზავრა

გუშინ დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გაფრინდა, სადაც, როგორც ადრეც ვწერდით, ჯერ ათდღიან შეკრებას გაივლის, მერე 10-12 დეკემბერს ძიგორო კანოს "დიდი მუზარადის" ტურნირშიც გამოვლენ. დასრულების შემდეგაც იქვე ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩებიან.

ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ბოლო დღეებში შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა - მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მხარი იტკინა და მის ნაცვლად ნოდარ მეტრეველი წაიყვანეს. სხვა წონების შემადგენლობა უცვლელია: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90).

ტრავმის გამო ხანჯალიაშვილმა ვერც ნაკრების კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის მიუხედავად, სპორტსმენს მაინც უნდოდა ტოკიოში წასვლა, მაგრამ ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ ლიპარტელიანმა ნება არ დართო. ისედაც, სამედიცინო შემოწმებისას ზაიზენბახერმა რამდენიმეზე განაცხადა, ვერ გაუძლებენ იქაურ დატვირთვებსო. ეტყობა, მეტრეველის წაყვანაც ფიზიკურმა კონდიციებმა განაპირობა - მან საუკეთესო შედეგები აჩვენა და ზაიზენბახერიც კი გააოცა თავისი ავსტრიელი ექიმებით. აქვე გეტყვით, რომ გუნდს ტოკიოში ზაიზენბახერიც გაჰყვა და ტურნირზეც დააკვირდება ჩვენს ფალავნებს.

იაპონური შემადგენლობა ლიპარტელიანმაც იქაური ვარჯიშების სირთულისა და შეგირდთა მომზადებიდან გამომდინარე აარჩია. ძირითადად გამოცდილ კადრებს დაეყრდნო - ვინ გაუძლებდა იმ უძლიერესი ტურნირის თუ ერთობლივი ვარჯიშების სიმძიმეს, მაგრამ ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონშიც ლიდერებად მათ განიხილავს. თუმცა ამაზე ერთნიშნად ჯერ არაფრის თქმა შეიძლება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა