ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ფალავნობის ოცნება ავიხდინე

ფალავნობის ოცნება ავიხდინე

პაატა ღვინიაშვილი ქართული საჭიდაო სამყაროსთვის ცნობილი ადამიანია. 26 წლის სპორტსმენი შრომისმოყვარეობით და სამივე სახეობის (ძიუდოს, სამბო, ქართული) ჩოხიან ჭიდაობაში ასპარეზობებში ხშირი მონაწილეობით გამოირჩევა. მას განსაკუთრებით ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებზე გამოსვლა ხიბლავს და ყველაზე მეტ წარმატებას სწორედ აქ აღწევს კიდეც. ღვინიაშვილის ბოლო მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს აბსოლუტურ ფალავნის ტიტულის დაუფლება იყო. მასთან ინტერვიუში ძირითადად სწორედ ამას შევეხეთ, თუმცა რესპონდენტთან სხვა

თემებზეც ვისაუბრეთ.

- შარშანდელი წლით, ალბათ, კმაყოფილი ხარ....

- სამბოში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, გავიმარჯვე მსოფლიოს თასზე მოსკოვში, ძიუდოში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატზე ფინალისტი ვიყავი, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში აბსოლიტური ფალავნობის მოპოვება ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატება იყო.

- ფალავნობის ფინალამდე როგორ გაიარე გზა...

- ჯერ 90 კგ-ში გავხდი გამარჯვებული. აბსოლუტური ფალავნობისთვის ბრძოლაში გადართულმა კი თავადაპირველად ინისე ბუღაძეს, შემდეგ გიორგი პაპუნაშვილს მოვუგე. ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი შემხვდა, რომელიც ჩემზე გაცილებით მეტი წონისაა. ვცდილობდი, მასთან მოკლე დისტანციაზე მეჭიდავა და ერთი მომგებიანი ქულა ამეღო. სწორედ ამ გზით შევძელი მოგება. ეს მართლაც მძიმე ბრძოლა იყო.

- მაგრამ, კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ფინალში გიორგი ნოზაძესთან გადაგხდა.

- ნოზაძესთან დასაწყისშივე მომგებიანი გდება შევასრულე, რომელიც, ჩემი აზრით, ორქულიანი იყო, მაგრამ მსაჯებმა ერთი ქულით შეაფასეს. გიორგი დანაკარგის ასანაზღაურებლად შეტევაზე გადმოვიდა. ჩემი მიზანი იყო, კონტრილეთით კიდევ ამეღო ქულა. ამ ვითარებაში არბიტრმა გამაფრთხილა და ქულა მოწინააღმდეგეს მისცა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მომგებიანი ქულა მე მანიჭებდა გამარჯვებას, მაგრამ მაყურებელმა უფრო გამოკვეთილი უპირატესობის დასანახად დამატებით დრო მოითხოვა, რასაც ორგანიზატორთა თანხმობა მოჰყვა, მე კიდევ ერთი, ოქროს ქულა გამოვიმუშავე და საოცნებო გამარჯვება მოვიპოვე!

- ნოზაძე 2013 წელს ნახერხმოყრილ არენაზე გამართულ არაერთ შეჯიბრებაშიც ხომ შენი პრინციპული მეტოქე იყო.

- ოთხჯერ შევხვედით ერთმანეთს, სამჯერ (თბილისში, სამთავისში, კარალეთში) მე მოვიგე, ერთხელ (ფცაში) მან მაჯობა. გიორგისთან ერთად განვლილ სეზონში ძლიერ კონკურენტად ჩამოყალიბდა საჩხერელი ონისე ბუღაძე. ისიც საკმაოდ ძნელად დასამარცხებელი სპორტსმენია, ჩვენ ორივე მარჯვნიდან ვჭიდაობთ. თუმცა ცოტა გამოცდილებით და `გადავლებების~ ხარჯზე ვჯობნი მას.

- ფალავნობაზე გამარჯვებით იმ ლეგენდარულ მოჭიდავეთა რიცხვში მოხვდი, რომლებიც დღემდე ფლობდნენ ტიტულს.

- ეს ჩემი სპორტული კარიერის ერთ-ერთი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე. ფალავნობის სირთულე იმაშიცაა, რომ გაცილებით მძიმე წონის მეტოქესთანაც შეიძლება მოგვიწიოს პაექრობამ, თანაც თუ ის გამოცდილი და ტიტულოვანია, რთულდება მიზნის შესრულება. ახლა, მაგალითად, ადამ ოქრუაშვილი თუ იჭიდავებდა ის იქნებოდა გამოკვეთილი ფავორიტი. მან ხელის ტრავმის გამო ვერ იასპარეზა და ფალავნობაც ბევრად დაძაბული გამოდგა - გამარჯვების შანსი ბევრს მიეცა. ამიტომაც განვლო შეჯიბრებამ ყველასთვის უშეღავათო ბრძოლებში.

- ფიქრობ თუ არა, რომ ამ შეჯიბრებაზე ქართული ჭიდაობისადმი ერთგულება დაგიფასდა. წლეულს თითქმის ყველაგან იჭიდავე ახალი არენების გახსნისას...

- ქართული ძალიან ლამაზი ჭიდაობაა, ტექნიკური და ვაჟკაცური. ბევრის მეტყველია, რომ მოწინააღმდეგის მუხლებზე ჩავარდნისას ბრძოლა აღარ გრძელდება. ახალგაზრდებს, პატარებს, ვურჩევ ხშირად იჭიდაონ ნახერხმოყრილ სარბიელზე, საბედნიეროდ, ქართული ჭიდაობის ფედერაცია ხშირად ატარებს შეჯიბრებებს. შედეგი გამოცდილებას მოაქვს. ტურნირი, სადაც ოთხ-ხუთ შეხვედრას ატარებ, ერთი თვის ვარჯიშის ტოლფასია.

- ადრე, ქართულ ჭიდაობაში შენი პირველი წარმატებების შემდეგ `ლელოში~ დავწერეთ: `ღვინიაშვილი ქართულში დაღვინდა~, ახლა კიდევ უფრო გაამართლე ვარაუდი...

- თქვენი გაზეთის ის ნომერი ახლაც შენახული მაქვს. მიხარია, რომ ქომაგს და ქართული ჭიდაობის სპეციალისტებს იმედები გავუმართლე.

- პირველად სად იჭიდავე?

- ჩემს მშობლიურ სოფელ რუისში ნახერხმოყრილ არენაზე ვიჭიდავე პირველად და დავმარცხდი. ძალიან დამწყდა გული. შინ მისულმა მამას ვუთხარი, რომ ჭიდაობაში უნდა მევარჯიშა და მეორე დღეს წავედი კიდეც გორის ძიუდოს სკოლაში. თუმცა ძალიან სუსტი ვიყავი და ერთ კვირაში ტატამზე ხელი მოვიტეხე. დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოკეთებისთანავე მაინც განვაგრძე ვარჯიში, თანაც გაათმაგებული მონდომებით. შედეგი კი წლეულსაც გამოჩნდა.

- ფალავნობაზე სამეულში შენი თანასოფლელი და მოგვარე ბექა ღვინიაშვილი მოხვდა. ის ქართული საჭიდაო სამყაროს დიდი იმედია. ძიუდოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ყველა უმაღლეს საერთაშორისო ტიტულს ფლობს...

- ბექა ღმერთმა დააჯილდოვა საოცარი ფიზიკური ძალით, ენერგიით, ფლობს მრავალფეროვან ტექნიკურ არსენალს. სანახაობრივად ლამაზად ჭიდაობს და ამის გამო მაყურებელი ფალავნობაზეც გამოხატავდა მის მიმართ კეთილგანწყობას.

ბექას ნახევარფინალში რომ არ წაეგო, ფალავნობისთვის გადამწყვეტ პაექრობას ღვინიაშვილები შემოვრჩებოდით. ის ჯერ 18 წლისაა, მაგრამ თუ იჭიდავა, მოსალოდნელია გაისად მაინც გახდეს ფალავანი.

- სამბოს ნაკრების თავკაცმა ჯონდო მუზაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკს მიღმა შენი დარჩენა დიდ მოულოდნელობად შეაფასა.

- კარგად ვიყავი მომზადებული, ჩემპიონობის მოპოვებაც შემეძლო. ვიდრე ნახევარფინალში რუსი მსაჯების გადაწყვეტილებით, მინიმალური უპირატესობით მომიგებდა, ყველა მეტოქეს დიდი ანგარიშით ვძლიე. ვგრძნობდი, რომ ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი მქონდა, მაგრამ მოულოდნელმა მარცხმა ცუდად იმოქმედა და მიუხედავად მწვრთნელის მცდელობისა, ბრინჯაოს მედლისთვის საჭიდაოდ მაინც ვეღარ განვეწყე, საბოლოოდ კი მეხუთზე დავრჩი.

- ზედიზედ ოთხი წელია ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ხდები, სამჯერ ფინალისტი იყავი, როდის გატეხავ ნავსს?

- ოთხიდან სამჯერ ფინალში წაგება გარკვეულწილად უიღბლობის ბრალიცაა, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძიუდოშიც მივაღწევ წარმატებებს. აქ დიდი შრომა მაქვს ჩადებული და არ მინდა, რომ კარიერა მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატების მოპოვების გარეშე დავამთავრო.

ვასილ ბალახაძე

გორიდან

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?