საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების წევრს ინგლისური კლუბი, სავარაუდოდ, ევროპის რომელიმე ლიგის გუნდში გაანათხოვრებს
ოქტომბერში ლაშა დვალმა ინგლისურ "რედინგთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი ინგლისელებს 2012 წელს, სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მოეწონათ.

თავიდან ის რიგის "სკონტოში" გაუშვეს. შარშან დვალი 18 წლის გახდა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშა და "რედინგმა" ქართველისადმი ინტერესი ოფიციალური შეთანხმებით დაადასტურა.

შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სანაკრებო მატჩები გამოტოვა, თუმცა ახლა ინგლისშია და "რედინგის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს. რაც მთავარია, ტრავმა უკვე წარსულს ჩააბარა და იმედიანადაა განწყობილი.

- როგორც შევიტყვეთ, ინგლისში უკვე ჩახვედით...

- დიახ, უკვე ერთი თვეა, რაც ვარჯიში დავიწყე და "რედინგის" დუბლშემადგენლობას შევუერთდი. 6 იანვარს პირველი ლიგის ლიდერ "ლუთონთან" ამხანაგურ შეხვედრაში 15 წუთიც ვითამაშე. მწვრთნელმა საყრდენ ნახევარმცველად დამაყენა. მანამდე 18-წლამდელების გუნდში ვითამაშე, 10 იანვარს კი "ჩელსის" დუბლებს ვხვდებით.

ჯერჯერობით "რედინგის" მთავარ გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს.

- შრომის უფლება ხომ მიიღეთ?

- მივიღე, მაგრამ დეტალებია მოსაგვარებელი. 14 იანვარს კიდევ ერთი საკონტროლო მატჩია და ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.

- რა დარჩა გადასაწყვეტი?

- გადასაწყვეტია, სად მათამაშებენ. დიდი ალბათობაა, რომ "რედინგმა" ისევ გამანათხოვროს, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მივიღო. მაგალითად, "სკონტოში" გატარებულმა პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა. გუნდში ლატვიის ნაკრების 6 მოთამაშე იყო და მე სულ ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი. თამაზ პერტიასა და ირაკლი კლიმიაშვილისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- რომელ გუნდში გიშვებენ?

- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ რამდენიმე ვარიანტი უკვე არის.

- "სკონტოში" ხომ არ ბრუნდებით?

- ეს ჩემთვის მისაღები და კარგი ვარიანტია, მაგრამ არა მგონია, ისევ "სკონტოში" დამაბრუნონ. მითხრეს, ევროპაში უკეთეს ლიგასა და გუნდში ითამაშებო. კარგი იქნება, ბელგიაში ან ჰოლანდიაში გამიშვან. იქ ჩემი ასაკის ფეხბურთელი მართლაც ბევრს ისწავლის და გაიზრდება.

- ტრავმა საბოლოოდ მოირჩინეთ?

- ამის გამო თითქმის 4 თვე გამიცდა, მაგრამ ახლა მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილები მაწუხებს. სერიოზული კი არაფერია და თავს კარგად ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
"ბაიერნი" ინგლისელ მცველს დაიმატებს
ლაშა დვალი: სხვა გზა თუ არ არის, "რედინგს" ამაზე უნდა დავთანხმდე...
"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელზე ძებნაა გამოცხადებული
ფეხბურთელია თუ ყასაბი? - სახეზე დარჩა იარა, ტაირონ მინგსმა გადაუარა
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
"სანდერლენდის" 17 წლის ფანმა "რედინგთან" მატჩისას ტრიბუნაზე მოისაქმა
ლეგენდარული იაპ სტამი "რედინგიდან" გაათავისუფლეს
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ზურაბ ჯაფიაშვილი და "სკონტო": რა იქნება ხვალ?
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ᓠᓘᓒᓘᓡ "ᓡᓙᓝᓜᓢᓝᓛ" ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓚᓘᓛᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓚᓐᓨᓐ ᓓᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓝᓚᓔᓑᓘᓗ ᓛᓝᓘᓒᓝ
თამაზ პერტიამ ლატვიაში იჩხუბა, მისი "სკონტო" კი ჩემპიონატიდან მოკვეთეს
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
თამაზ პერტია რიგის "სკონტოს" ერთგულია
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
"არსენალმა" "იუნაიტედს" ბოლო წუთზე მოუგო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა