ჰელსინკიში Super Six-ის მორიგი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც პარალელურად WBA-ის ვერსიით ვაკანტური ტიტული თამაშდებოდა

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში საშუალოწონოსანთა ტურნირის - Super Six-ის მორიგი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც პარალელურად WBA-ის ვერსიით ვაკანტური ტიტული თამაშდებოდა. რინგზე ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ გერმანელი არტურ აბრაჰამი და ინგლისელი კარლ ფროჩი.

ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად "მეფე არტურს" ასახელებდნენ, რომლის მოგებაზე კოეფიციენტი 1.45-ს უდრიდა, ფროჩისა - 2.65-ს. თუმცა ბრიტანელს ბრძოლის წინ ძალთა თანაფარდობა ნაკლებად აღელვებდა და შეხვედრის ვადაზე ადრე დასრულებით იმუქრებოდა. ვალში არც სომხური წარმოშობის გერმანელი რჩებოდა.

სიტყვიერი დუელის მიუხედავად, ბრძოლის დასაწყისი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. მოკრივეები ნელ ტემპში მოქმედებდნენ და დაცვაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდნენ. ფროჩი ასე თუ ის ცდილობდა კონტრშეტევაზე წასვლას, აბრაჰამი კი მთლიანად "ჩაიკეტა".

მაგრამ ბრძოლის სურათი მეხუთე რაუნდის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა. ტემპმა და აქტიურობამ იმატა და ამ სიტუაციაში თავს უფრო კომფორტულად ფროჩი გრძნობდა. მისი მოქმედებები უფრო გააზრებული და სახიფათო იყო.

მეცხრე რაუნდისთვის აბრაჰამი უკვე ძალიან აგებდა ქულებით. გერმანელი ხვდებოდა ამას და საერთოდ დაივიწყა დაცვა. თუმცა ფროჩმა ბოლო ორ რაუნდში გაძლო, რამდენიმე უსიამოვნო შეტევა მოიგერია და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. გამარჯვება უდავო იყო - ორმა მსაჯმა 120:108 დააფიქსირა, მესამემ ერთით მეტი ქულა გაიმატა აბრაჰამისთვის - 120:109.

ზედიზედ 31 გამარჯვების შემდეგ, აბრაჰამმა პროფესიულ რინგზე ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო. ამა წლის მარტში მას წესების დარღვევისთვის წაგება ჩაუთვალეს ანდრე დირელთან შეხვედრაში.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა