15 გუნდის თამაშზე მუდამ ანშლაგია
ჰოკეის მატჩების დასწრების საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა გამოცემა CSN Chicago-მ. ციფრების თანახმად, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაცილებით უფრო ხშირად ფიქსირდება ანშლაგები, ვიდრე NBA-ს თამაშებში.

წლევანდელ სეზონში, NHL-ში ერთბაშად 15 გუნდს აქვს ასპროცენტიანი დასწრება: "დეტროიტს", "ჩიკაგოს", "მონრეალს", "ფილადელფიას", "ტორონტოს", "კალგარის", "ვანკუვერს", "პიტსბურგს", "ვაშინგტონს", "მინესოტას", "ლოს ანჯელესს", "რეინჯერსს", "ბოსტონს", "სან ხოსესა" და "ვინიპეგს". ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კი მხოლოდ რვა გუნდი დაიკვეხნის ასპროცენტიანი დასწრებით და საკალათბურთო რეიტინგში "ჩიკაგო ბულზი" ლიდერობს.

ჰოკეის კლუბებს შორის, დასწრების მხრივ, ლიდერია "დეტროიტი", რომლის არენა 118.5 პროცენტით ივსება (საშუალოდ მატჩში 23 780 მაყურებელი), მაგრამ ეს ციფრი, სავარაუდოდ, ითვალისწინებს "ზამთრის კლასიკას", რომელსაც პირველ იანვარს 100 ათასი მაყურებელი დაესწრო.

რა თქმა უნდა, ჰოკეის ეროვნულ ლიგას ძალიან ეხმარება შვიდი კანადური კლუბი, რადგან ამ ქვეყანაში ჰოკეი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, მაგრამ აღნიშნულ რეიტინგში ათი ამერიკული გუნდის შესვლა აშშ-ში ჰოკეის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებს. ამასთან, NBA-ს სატელევიზიო რეიტინგები კვლავაც უფრო მაღალია ჰოკეის მატჩებზე.

ფილადელფია-მონრეალი 3:1

2:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 კუტური-8 (ლეკავალიე-8, მეზაროში-5), 2:0 რინალდო-1 (ლ. შენი-3, მეზაროში-6), 3:0 რაფლი-3 (მეზაროში-7, ბ. შენი-17), 3:1 პლეკანეცი-14 (ბ. ჯონტა-16).

ჩიკაგო-რეინჯერსი 2:3

0:2, 2:0, 0:1

გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-11 (კელეჰანი-9, მ. სტაალი-3), 0:2 ზუკარელო-11 (დელ ზოტო-8, ლუნდკვისტი-2), 1:2 ტეივზი-16 (შარპი-22, კიტი-40), 2:2 ბოლიგი-4 (კრუგერი-14), 2:3 ჰაგელინი-11 (მ. სტაალი-4, ბ. რიჩარდსი-20).

კოლორადო-ოტავა 4:3 (ო)

2:1, 0:2, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 მაკგინი-10 (ე. ჯონსონი-13, ჰოლდენი-4), 2:0 ჰეიდა-5 (ლანდესკოგი-20, შჩასტნი-19), 2:1 მაკარტური-15 (რაიანი-19), 2:2 სპეცა-12 (მაკარტური-18, ე. კარლსონი-30), 2:3 ტარისი-11 (სტოუნი-1, ე. კარლსონი-31), 3:3 შჩასტნი-13 (ლანდესკოგი-21, ბერი-8), 4:3 ბერი-3 (შჩასტნი-20, ლანდესკოგი-22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა