ტრაგიკული შემთხვევა ფლორიდას შტატში მდებარე გოლფ-კლუბ "მეიფეირში" მოხდა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ფლორიდას შტატში მდებარე გოლფ-კლუბ "მეიფეირში". სპორტსმენის მიერ დარტყმულმა ბურთმა 30 მეტრი იფრინა და თავში მოხვდა სპორტული პარკის თანამშრომელს, რომელიც იმ მომენტში მინდორს რწყავდა. 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

დარტყმის მომენტში 45-გრამიანი ბურთის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევდა. ქალაქ სენფორდის შერიფმა დევიდ მორგენსტერნმა განაცხადა, რომ არ აპირებს "მკვლელისთვის" - 35 წლის გოლფისტს ბრაიან დონაჰიუსთვის ბრალდების წაყენებას.

"ეს უბედური შემთხვევა იყო და ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა, - ამბობს პოლიციელი. - კლუბის თანამშრომელი არ იმყოფებოდა გოლფისტის თვალთახედვის არეში და თავადაც ვერ ხედავდა მისკენ წასულ ბურთს". მორგენსტერნის თქმით, დონაჰიუ შოკში იმყოფება.

ახლა "მეიფეირის" ყველა თანამშრომელი შეშფოთებულია იმით, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სულ რაღაც 5-სანტიმეტრი დიამეტრის ბურთი. "ასეთი ალბათობა არსებობს, მაგრამ ის ძალიან მცირეა, - ამბობს გოლფ-კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი. - სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მოედანზე ვმუშაობდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა".

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა