მცირე საშობაო-საახალწლო შესვენების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატიც განახლდა
მცირე საშობაო-საახალწლო შესვენების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატიც განახლდა. მორიგი ტურის მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის "დონეცკმა", რომელმაც "კრივბასს" უმასპინძლა და 77:69 დაამარცხა. ამ გამარჯვებით დონეცკელები გაუთანაბრდნენ ჩემპიონატის ლიდერ "ხიმიკს", რომელთანაც წინა ტურში დამარცხდნენ. ახლა ორივე გუნდს 11 მოგება და 2 მარცხი გააჩნია და 1-2 ადგილებს იყოფს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველი გამთამაშებელი საკმაოდ შედეგიანი იყო. ცინცაძე შეტევაზე იყო ორიენტირებული და გარღვევებს ახორციელებდა, რასაც კრივბასელები ჯარიმებს უპირისპირებდნენ. გიორგიმ მთლიანობაში 9 საჯარიმო შეასრულა, საიდანაც 7 გამოიყენა. მის ანგარიშზე იყო ასევე 3 ცდიდან ჩაგდებული 1 ორქულინი, რამაც მთლიანობაში 9 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, ქართველ კალათბურთელს 2 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.

დონეცკელთა ძირითად გამთამაშებლად ქცეულმა დარელ მიჩელმა 12 ქულა ისე შეაგროვა, შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. კრივბასელთა ძირითადი გამთამაშებელი ამერიკელი ნეით ბოუი გახლდათ, რომელმაც წინა სეზონი საქართველოს სუპერლიგის გუნდ "რუსთავში" გაატარა. ბოუიმ 24 წუთში 9 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა დააგროვა.

უკრაინის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს "დონეცკი" 22 იანვარს, დედაქალაქურ "ბკ კიევთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა