თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამართა NBA-ს განვითარების ლიგაში
თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამართა NBA-ს განვითარების ლიგაში. "ბრუკლინ ნეთსიდან" "სპრინგფილდ არმორში" განათხოვრებულმა ქართველმა ფორვარდმა ზეშედეგიან მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავად ისეთი შედეგიანი არ ყოფილა, როგორსაც მისგან ველოდით.

"სპრინგფილდმა" აიოვაში, "ენერჯისთან" 134:142 წააგო, ქართელმა ფორვარდმა კი 23 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. თორნიკემ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. "სპრინგფილდში" 41 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, დენის ჰორნერმა კი პირად ანგარიშზე 30 ქულა ჩაიწერა.

"სპრინგფილდს" 4 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ დივიზიონის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 12 იანვარს, "დელავერთან" ელის, თუმც შესაძლოა, ის ამ დროისთვის აღარ იყოს "არმორში". დეკემბრის ბოლოს თორნიკემ 2 მატჩი ჩაატარა განვითარების ლიგაში, რის შემდეგაც "ბრუკლინს" დაუბრუნდა. ამჯერად როგორ იქნება, მალე შევიტყობთ.

წყარო: gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
თორნიკე შენგელიას 9 ქულა "სპრინგფილდში" და მარცხი ნევადაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის