ქობულეთის გუნდის მიზანი პირველ ლიგაში პოზიციის გამყარება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა
ქობულეთის "შუქურას" იანვრიდან ახალი მთავარი მწვრთნელი - ბესიკ შეროზია გაწვრთნის. საქმეს მისი წინამორბედი ვალერიან ჩხარტიშვილიც კარგად უძღვებოდა: გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდმა პირველი ლიგის A ზონაში საშემოდგომო ეტაპი 29 ქულითა და მეორე ადგილით დაასრულა.

ახლა ქობულეთელები ლიდერ ფოთის "კოლხეთს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ჩხარტიშვილის ჩანაცვლების მიზეზი მისი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა - ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. "შუქურას" პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ კი კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა - როგორც მან თქვა, გამოცდილი სპეციალისტი კლუბს სხვა როლში დაეხმარება.

ახალმა მწვრთნელმა "შუქურას" ფეხბურთელები უკვე შეკრიბა და მეორე წრისთვის მზადებას შეუდგა. 52 წლის სპეციალისტს უმაღლესი ლიგის გუნდებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე, შეროზია თბილისის "სპარტაკს", ზუგდიდის "მგლებსა" და "ბაიას", ასევე, ფოთისა და ხობის "კოლხეთს" ავარჯიშებდა.

2013 წლის შემოდგომიდან შეროზიამ II ლიგის დასავლეთ ზონაში მოასპარეზე ზუგდიდის "ლაზიკა" ჩაიბარა. პირველი წრის შემდეგ ეს გუნდი 31 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტ სენაკის "ეგრისს" 4 ქულით უსწრებს.

შეროზიამ ახალწვეულთა ვინაობა გაგვიმხილა: "შუქურამ" "სამტრედიიდან" დაიმატა შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე, ხოლო "გაგრადან" ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა კალანდაძე და 19-წლამდელთა ნაკრების ექსშემტევი ნახევარმცველი ნიკა ჭკუასელი.

კლუბში ვარჯიშობს ლეგენდარული სერგო კოტრიკაძის შვილიშვილი ბუთა კოტრიკაძე, რომელიც აქამდე II ლიგის "მარკ სტარში" თამაშობდა.

ქობულეთში ორი ლეგიონერიც მიიწვიეს და ორივე - რუსეთიდან: "ხიმკის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი მარკ გოლიხინია და ოსი თავდამსხმელი რუსტან ხუდიევი. ორივე 1994 წელსაა დაბადებული. ხუდიევი ბოლო პერიოდში კიშინიოვის "დაჩიაში" თამაშობდა.

რაც შეეხება მოსამზადებელი ეტაპის გეგმებს: შეროზიას თქმით, შეკრება ქობულეთში დაიწყო. 19 იანვრიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა, ხოლო ამის შემდეგ ქობულეთის სასტუმრო "პანორამაში" დაბანაკდებიან და სრულფასოვან შეკრებას დაიწყებენ.

"რევაზ ჩელებაძემ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პირველი ლიგის კვალობაზე, მშვენიერი სამუშაო პირობები შეგვიქმნეს. ჩვენი მიზანი პირველ ლიგაში პოზიციის გამყარება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული", - გვითხრა შეროზიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fani
სად პოულობთ ამ ხალხს?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓔᓠᓗ-ᓔᓠᓗᓘ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓒᓐᓛᓝᓪᓓᓘᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓕᓐᓚᓔᓠᓘᓐᓜ ᓩᓮᓐᓠᓢᓘᓨᓕᓘᓚᓘ ᓒᓐᓠᓓᓐᓘᓪᓕᓐᓚᓐ
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
I ლიგა. I წრის შეჯამება. A ზონა: ზღვისპირელთა დომინაცია
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: მივიწყებული პოკერ(ებ)ი
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ
პორტრეტი: ლაშა კალანდაძე - კაპიტანი, რომელმაც თავისი გზა უნდა იპოვოს
რევაზ ჩელებაძე: ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა