"როსტოვის" ქართველმა მცველმა გუნდის ბოლო მატჩი და სეზონი შეაფასა

როგორც ჩანს, "როსტოვის" ქართველ მცველ გია გრიგალავას, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, რუსეთში ცხოვრობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს, რუსულ კლიმატთან შეგუება აქამდე უჭირს. გია გრიგალავამ "ტომთან" რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის მატჩის შემდეგ დაიჩივლა, რომ ისეთ დაბალ ტემპერატურაზე თამაში, როგორიც ტომსკში იყო, ძალიან რთულია. ამასთან, ფეხბურთელის თქმით, ამინდს მისი გუნდი მატჩის განმავლობაში მეტნაკლებად მიეჩვია.

- სეზონი დასრულდა. რა შეგიძლია თქვა ბოლო მატჩის შესახებ?

- არცთუ იოლი თამაში იყო. მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ, მაგრამ მალევე გავუშვით.

- ამინდმა მატჩზე ზეგავლენა მოახდინა?

- თავიდან ძალიან რთული იყო ასეთ პირობებში თამაში. შემდეგ ცოტა გაიოლდა.

- რამ შეგიშალათ ხელი მოსაგები ანგარიშის შენარჩუნებაში?

- უბრალოდ, სრულიად არალოგიკური გოლი გავუშვით ჯარიმიდან, რომელსაც მე საეჭვოს დავარქმევდი.

- "ძალიან საეჭვო" პეტაის ბევრ მოქმედებაზე შეიძლება ვიხმაროთ?

- დიახ, მაგრამ თუ პირველ ჯარიმაზე მართლაც შეიძლება დავა, წესების დარღვევა ანჟელკოვიჩის წინააღმდეგ, რომლის შემდეგაც გავიდა მეორე გოლი, აშკარა იყო. ადამიანს კინაღამ ფეხი მოტეხეს. არ მინდა, რომ ყველაფერი მსაჯობას გადავაბრალო, მაგრამ მსაჯის მოქმედებების ახსნა ჩემთვის რთულია.

- 10 ტური გამარჯვების გარეშე - ძალიან ბევრია, იმის მიუხედავად, რომ მიზანი შესრულებულია...

- სრულიად გეთანხმებით. ჩემპიონატის მეორე ნაწილი უბრალოდ ჩავაგდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ დიდი ხანია გულშემატკივრები არ გაგვიხარებია. ისინი სხვაგვარ შედეგს იმსახურებენ.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ახლა შვებულება მაქვს და დასვენებისთვის დრო მაქვს.

- სად გაატარებთ მას?

- საქართველოში, მშობლებთან.

- რას იტყოდით თქვენს მომავალ კარიერაზე?

- სკა-ს ვეკუთვნი, რომელთანაც კონტრაქტი წელს მიმთავრდება. იჯარა დასასრულს უახლოვდება და მერე ვნახოთ.

მომზადებულია fk-rostselmash.ru-ს მიხედვით

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის