ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს "ჩიხურა" სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩაატარებს
ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ისე დასრულდა, საჩხერის "ჩიხურას", "ზუგდიდს", ბოლნისის "სიონს", ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანს" საკუთარ სტადიონებზე ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებიათ.

ცხინვალის "სპარტაკზე" არაფერს ვამბობთ, რადგან ამ გუნდის სპეციფიკურობა ისედაც გასაგებია.

ამგვარი ვითარების მიუხედავად, "ჩიხურამ" იმდენი მოახერხა, რომ პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ რეალურია, რომ ეს პრობლემა გუნდს მეორე წრეში მოეხსნას.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს "ჩიხურა" სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩაატარებს.

"გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, საკუთარ სტადიონზე თამაშის საშუალება არ გვქონდა, რაც ხელს ძალიან გვიშლიდა - შინაურ "კედლებში" გუნდი ყოველთვის უკეთ რომ თამაშობს, ეს სადავო არ არის.

ამის მიუხედავად, საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ, შემდგომი ეტაპისთვის კი ივანწმინდის სტადიონზე დავბრუნდებით.

შარშან ზაფხულში აქ თამაშის უფლება იმიტომ არ მოგვეცა, რომ VIP და პრესლოჟები არ იყო და სტადიონი სტანდარტებს სხვა პარამეტრებითაც არ პასუხობდა. ახლა ეს საკითხები მოგვარდა, პლუს, გასახდელები გაფართოვდა, სტანდარტებში ჩაჯდა და დიდი საპრესკონფერენციო დარბაზიც კეთილმოეწყო; გაფართოვდა ტრიბუნები და 600 მაყურებლის ნაცვლად, ამიერიდან 1200 კაცს დაიტევს.

ასე რომ, თებერვლიდან საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ. ასეთ პირობებში კი იმედი გვაქვს, მეტი გულშემატკივარი გვეყოლება და ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ", - ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს