ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მერებაშვილი სერბეთს კინაღამ სათავეში მოექცა

მერებაშვილი სერბეთს კინაღამ სათავეში მოექცა

იაშვილის ორი და ორიანი

ალპებისპირა ბრეშაში "ჯენოას" მასპინძელთა გუნდთან ერთად თოვლიც დაუხვდა, თუმცა დავიდე ბალარდინის სათამაშოდ კახა კალაძე არ წაუყვანია, რომელსაც წინა დღეებში კუნთების პრობლემა დაუდგინდა და ექიმებმა ამ ტურის გამოტოვება ურჩიეს. სერია B-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ 0:1 დამარცხდა "სასუოლოსთან". ლევანმა მეორე ტაიმში ითამაშა და ორ-სამჯერ სახიფათოდაც დაარტყა სტუმართა კარში. "ემპოლი" 25 ქულით მე-7 ადგილზეა. "დატასპორტმა" ლევანის თამაში 6-იანით და კარგი რეცენზიით შეაფასა: "გუნდში ერთადერთი, რომელიც სერიოზულად დაემუქრა მეტოქის კარს, თუმცა კარგად ვერ ურტყა".

ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგი" ჩემპიონშიპის ცხრილის შუაში "გაიჩხირა". სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი მცველი სათადარიგო იყო, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა სასტარტო შემადგენლობას (დისკვალიფიცირებული მეთ მილსის ნაცვლად) - "როიალსმა", როგორც "რედინგს" ნისლიან ალბიონზე ეძახიან, "ლიდსთან" 0:0 ითამაშა. ქართველმა მცველმა ერთხელ თავურით კინაღამ გაიტანა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ახლო მანძილიდან დაუხვედრა თავი, მაგრამ ააცილა.

II ბუნდესლიგაში მოუკლო ბერლინის "ჰერტამ", გუშინ ლევან კობიაშვილის გუნდი მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა, შინ უშუალო კონკურენტ "დუისბურგთან" 0:2 წააგო. ახლა მათ 29-29 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების შეფარდება "დუისბურგს" უკეთესი აქვს. ლევანმა 90 წუთი ითამაშა. სტუმართა მეორე გოლში ჩვენებურს ადანაშაულებენ, როცა მას სისწრაფით აჯობა თურქმა შაჰან ოლჩაიმ და საგოლე პასიც გააკეთა. ლევანის 57 პასიდან 45 (79%) ზუსტი იყო, კარისკენ ერთხელ დაარტყა. კობიაშვილის თამაში "შპორტალმა" ოთხიანით შეაფასა.

გასავარდნ ზონასთან მიახლოებამ "კარლსრუე" გამოაფხიზლა და ალექსანდრე იაშვილის გუნდმა "ობერჰაუზენს" 4:0 მოუგო. მეორე ტაიმის მეორე წუთზე ქართველმა კაპიტანმა ცენტრფორვარდი ხრიზანტუსი მოძებნა და მანაც ანგარიში 2:0 გახადა. 65-ე წუთზე იაშვილმა სცადა საჯარიმოში ჩაწოდება, პირველ ჯერზე მცველებმა მოიგერიეს, მაგრამ ქართველმა განმეორებით გადაგზავნა ბურთი საჯარიმოში, სადაც ციმერმანმა იყოჩაღა და ანგარიში 3:0 გახადა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა მეორე ფორვარდის პოზიციაზე და ორი საგოლე პასიც მიითვალა (20-დან 18 ზუსტი პასი, 2 დარტყმა კარში). "კარლსრუეს" ჯერაც რთულად აქვს საქმე - 13 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა. იაშვილს სეზონში (13 მატჩი) 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი დაუგროვდა. მან "ობერჰაუზენთან" მატჩში მცველ სებასტიან ლანგკამპთან ერთად ძალზე მაღალი შეფასება მიიღო "შპორტალისგან" - 2.

მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "დე გრააფსხაპს" ეწვია და 1:1 დაუზავდა. გუნდმა ოდნავ ამოისუნთქა - 16 გუნდში მე-14 ადგილზეა. გურამ კაშიამ, ჩვეულებრისამებრ, 90 წუთი გაატარა მოედანზე, პირველ ტაიმში კი ყვითელი ბარათი მიიღო. "ვიტესის" ესპანელმა თავკაცმა ალბერტ ფერერმა აღიარა, რომ ქულა მაქსმიმუმია, რაც მის გუნდს ასეთი თამაშით ეკუთვნოდა.

გადავინაცვლოთ სერბეთში, სადაც დუბლით გაგვახარა გიორგი მერებაშვილმა. ქართველის "ვოივოდინამ" ნოვი სადში 4:1 გაანადგურა "სმედერევო". მე-4 წუთზე მან მარჯვენა ფლანგიდან მიიღო ბურთი და მასპინძლები დააწინაურა, 21-ე წუთზე კი მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. "ვოივოდინა" მხოლოდ ორ გრანდს, "პარტიზანს" და "ცრვენა ზვეზდას" ჩამორჩება 3 ქულით, 14 თამაშში კი სულ 3 გოლი გაუშვა. 21 გატანილიდან კი 6 მერებაშვილის ანგარიშზეა, ბომბარდირთა დავაში მასზე წინ მხოლოდ "სევოინოს" ფორვარდი ნემანია არსენიევიჩია 7 გოლით.

როგორც იქნა, ბერძნულ სუპერლიგაში იმარჯვა გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა", რომელმაც შინ "ლარისას" 2:1 აჯობა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. "ერგოტელისს" 13 ქულა აქვს.

აღთქმული მიწიდან ორი ამბავი გვაქვს, კარგი და ცუდი. ორივეს ერთდროულად გეტყვით - ზურაბ მენთეშაშვილის "ჰაპოელი"

აშკელონში მასპინძლობდა ვლადიმერ დვალიშვილის "მაქაბის". თამაში სტუმრებმა 3:0 მოიგეს, 44-ე წუთზე ანგარიში ლადომ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე ზურაბი გააძევეს. ჩემპიონატში დვალიშვილს ოქტომბრის ბოლოს შემდეგ არ ჰქონდა გატანილი, ეს ქართველის მე-4 გოლია ჩემპიონატში. მენთეშაშვილი კი, მგონი, რეკორდზე მიდის - 11 თამაშში გაძევება და 7 ყვითელი ბარათი დაუგროვდა. "მაქაბი"

25 ქულით მეორეა, ხოლო აშკელონის "ჰაპოელი" 10 ქულით მე-13-ეა.

უკრაინის ჩემპიონატში მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. ვასილ გიგიაძე შეეგუა, რომ "ტავრიას" მთავარი დამრტყმელი ძალა ვეღარ არის და შეცვლაზე შესვლებზეც ყაბულსაა. ქართველი ვეტერანის გუნდი შინ "ვორსკლას" 2:2 დაუზავდა, გიგიაძემ კი 66-ე წუთიდან ითამაშა. დარჩენილ დროში მას თავი არ გამოუჩენია, ხოლო "ვორსკლამ" ბოლო წუთზე ქულის მოპოვება შეძლო. სანდრო გურული ეროვნულ ნაკრებს კი გაუშინაურდა, მაგრამ კლუბში სკამზე დასვეს - "კარპატი"-"ზარიას" მატჩს, რომელიც სანდროს გუნდმა 4:2 მოიგო, ქართველმა სათადარიგოთა სკამიდან უყურა. აქვე ვიტყვით, რომ "შახტარის" დუბლებში 77 წუთი ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა "არსენალის" დუბლებთან მატჩში (3:3).

"ვოლინი"-"მეტალურგის" შეხვედრაში 55-ე წუთზე გამოჩნდა სტუმართა ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი. "დნიპროს" ქართველთაგან მხოლოდ უჩა ლობჟანიძე იყო მატჩის განაცხადში (სათადარიგო)...

რუსეთის მორიგი ჩემპიონატი წარსულს ჩაბარდა. ბოლო ტურში კარპინმა გარისკა და ჯანო ანანიძე მნიშვნელოვან დერბიში სასტარტოში დააყენა. "დინამომ" და "სპარტაკმა" ფრე ითამაშეს (ისევე, როგორც ტურის 8 მატჩიდან 6) - 1:1. ქართველი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს ("ჩემპიონატის" შეფასება - 5,5 ბალი). ჯანოს 30-ე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ "დინამოს" მეკარემ ფეხით აუღო. საბოლოოდ "სპარტაკმა" 49 ქულა დააგროვა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა (მე-4 ადგილი). მოკლედ, ჯანო გაზაფხულიდანაც ევროპის ლიგაზე გადაერთვება და სამომავლო პერსპექტივაშიც ეს შეჯიბრება ელის. დერბის შემდეგ მილიციამ ორივე გუნდის 69 ხულიგანი ფანი დააკავა.

"ანჟი" ბოლო ტურში გადაურჩა დაქვეითებას, როცა ნალჩიკში "სპარტაკს" 3:1 მოუგო. მოკლედ, მთელი სეზონის ნაღვაწი წყალში ჩაეყარა "სპარტაკს", რომლის რიგებშიც ბოლო მატჩი ითამაშა გოგიტა გოგუამ. გოგიტასთვის შეხვედრა ძალიან ცუდად დასრულდა... ჯერ კიდევ 26-ე წუთზე მოედნის ცენტრში მიიღო ტრავმა და მას მერე თამაში ვეღარ შეძლო. აი, დავით სირაძე კი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. სტუმართა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა (6 ბალი), ოთარ ხიზანეიშვილი კი სათადარიგო იყო. საბოლოოდ "ანჟი" 33 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა, "სპარტაკი" 44 ქულით - მე-6-ზე.

"ტერეკი"-"სიბირის" შეხვედრაში (1:1) შეუცვლელად ითამაშა ლევან გვაზავამ. გროზნოელები მე-12 ადგილს დასჯერდნენ. ასევე უსახური გამოდგა "ლოკომოტივისა" და "რუბინის" დაპირისპირება. ქართველი ლეგიონერები (მალხაზ ასათიანი და ლაშა სალუქვაძე) სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. "რუბინი" მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო "ლოკომოტივი" - მეხუთეზე.

• Gubaza

ჰოლანდიაში 18 გუნდი სირცხვილი. გასცორეთ

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის