ფეხბურთელის სკანდალური განცხადება

ძალიან რთულია დღეს იმაზე საუბარი თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ანტონიო კასანომ... ყველაზე უფრო ხშირად "ინტერზე" საუბრობენ, რომელიც ზამთარში მაღალკვალიფიციური შემტევის დამეტებას აპირებს. ამის შესახებ თვით "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა და მას შემდეგ, მუდმივად იწერება კასანოს მილანურ გრანდში შესაძლო გადასვლაზე. დაახლოებით ერთ თვეში, ანტონიო თავისუფალი აგენტი გახდება და მასში მილანელებს ერთი ცენტის გადახდაც კი არ მოუწევთ. თუმცა, არის ერთი უარყოფითი ფაქტორიც - კასანომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამპდორიას" შემადგენლობაში იასპარეზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე "ინტერის" ღირსებას ვერ დაიცავს. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს შემაკავებელი ფაქტორი მასიმო მორატისა და რაფაელ ბენიტესისთვის, რომლებიც დიდ არიან მოწადინებულნი ანტონიოს გადაბირებით.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კასანოს გადაბირების სურვილი ინგლისურმა გუნდებმა: "ლივერპულმა" და "ასტონ ვილამ" გამოთქვეს. განსაკუთრებით თურმე მერსისაიდელები აქტიურობენ, რომლებიც მზად არიან იტალიის ნაკრების შემტევს ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა, თავად კასანო უცხოეთში გადაცხოვრების სურვილით არ იწვის. მეტიც, მას სურს, რომ გენუაში დარჩეს საცხოვრებლად და ახალ კლუბსაც სადმე ახლომახლო მონახავს. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"გენუაში ძალიან კარგად მოვეწყვე და არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ სახლი გამოვიცვალო. მეც და ჩემი მეუღლეც ამ ქალაქში თავს საუცხოოდ ვგრძნობთ, რაც ახალი კლუბის არჩევაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. მას შემდეგ, რაც ცოლი მოვიყვანე, ყველაფერს ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ვწყვეტ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას "სამპდორიაში" გავაგრძელებდი, მაგრამ როგორც ვხვდები ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კლუბის პრეზიდენტმა გუნდიდან მომკვეთა და როგორც ვხვდები, გადაწყვეტილებას არასდროს შეცვლის. ამიტომ, ისღა დამრჩენია კარიერა სხვაგან გავაგრძელო. გამომდინარე იქიდან, რომ გენუიდან აბარგებას არ ვაპირებ, გუნდსაც ახლოს მოვძებნი. არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა "ჯენოაში" გავაგრძელო, ასევე, ვფიქრობ მილანურ და ტურინულ ვარიანტებზე, არც "ფიორენტინას" და "პარმას" გამოვრიცხავ. დეკემბრის მეორე ნახევარში ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ და ყველაფერი ნათელი გახდება".

სკანდალური გამოდგა კასანოს განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა "ჯენოაში" გააგრძელოს კარიერა. მართალია, ის თავისი ნებით არ წასულა "სამპდორიადან" და დღემდე გაიძახის ამ გუნდში მსურს დარჩენაო, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმით, "სამპას" ტიფოზებს სამტროდ გადაიკიდებს. გენუური დერბი ცნობილია თავისი უკომპრომისო ხასიათით, გუნდების გულშემატკივრებისთვის კი მთავარი სწორედ თანაქალაქელის დამარცხებაა. თუ კასანომ მართლაც გადადგა ეს ნაბიჯი და "ჯენოაში" ჩაირიცხა, მომდევნო დერბიზე დიდი ამბები დატრიალდება. ანტონიოს ისეთ წნეხში მოუწევს თამაში, ელ კლასიკო, ლუიშ ფიგუ და მისთვის ნასროლი გოჭის თავი მონაგონი იქნება. გამომდინარე აქედან, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კასანომ "ჯენოაში" გააგრძელოს კარიერა და თავი ასეთ დღეში ჩაიგდოს.

ამასობაში, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ანტონიოს საკუთარ გუნდში ხილვის სურვილი რობერტო დონადონიმ გამოთქვა, ვინც ამჟამად "კალიარის" თავკაცობს. დონი თავის დროზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში და მისი ფორმაციის "აძურაში" ანტონიოს ხშირად იძახებდა. გემახსოვრებათ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზეც იახლა და გამართული ოთხი პაექრობიდან, ორჯერ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დონადონის ჟურნალისტები შეეხმიანენ და ჰკითხეს, რამდენად მართალია გავრცელებული ცნობა - აქვე, "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პასუხი: "კასანო? - ვერაფერს გეტყვით, მე მეგონა, რომ დღე დღეზე ლიონელ მესის გავიფორმებდით და სიმართლე გითხრათ, ანტონიოს შესახებ არაფერი მსმენია. თუ სერიოზულად მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ კასანო მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მეეჭვება, რომ ჩვენთან მოისურვოს კარიერის გაგრძელება. ამასთან, საკმაოდ კარგი ფორვარდები გვყავს და ვფიქრობ, ამ რესურსითაც შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა. მიზანი კი ამ სეზონში ერთი გვაქვს: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება".

აი ასეთი მოკრძალებული კომენტარი გააკეთა სარდინიული გუნდის თავკაცმა და ალბათ მართალიც არის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანტონიომ "კალიარიში" მოისურვოს კარიერის გაგრძელება. მით უმეტეს, სარდინია საკმაოდ შორსაა გენუიდან. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გადავცეთ სიტყვა თავად ფეხბურთელს, რომელიც სანაკრებო პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩეზარე პრანდელიმ კასანო რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის განაცხადს მიღმა დატოვა, რითაც ეჭვები გააჩინა, რომ ანტონიომ კიდევ ერთხელ მოიჭრა გზა ეროვნული გუნდისკენ. მოვუსმინოთ ანტონიოს: "პრანდელიმ დამირეკა, კარგა ხანს მესაუბრა და ყველაფერი ამიხსნა. გუნდიდან მოკვეთილი ვარ და სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს, ასეთ მდგომარეობაში კი "აძურას" ვერაფერში გამოვადგებოდი. მითხრა, დაუბრუნდები თუ არა ფეხბურთს, ეროვნულ გუნდში აუცილებლად გამოგიძახებო. პრანდელი სიტყვის კაცია და ვიცი, რომ დანაპირებს შეასრულებს. თუმცა, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ამისთვის მაღალ დონეზე ასპარეზობაა საჭირო და თავის დაზოგვას ნამდვილად არ ვაპირებ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა