ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თორნიკე შენგელია: ნაკრებში 23 ნომერი მაქვს და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი

თორნიკე შენგელია: ნაკრებში 23 ნომერი მაქვს და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი

ქართველი კალათბურთელი მომავალ გუნდზე საუბრობს
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინიდან" "ჩიკაგოში" გადასვლის დეტალებზე უკვე წაიკითხავდით; ასევე - მისი აგენტის, ლევან მიქელაძის საუბარს; აქ კი თავად თორნიკეს მოვუსმინოთ, რომელსაც 19 იანვარს ამერიკაში შევეხმიანეთ.

- ჩიკაგოში სამშაბათს გავემგზავრები. ვფიქრობ, იმავე დღეს მომიწევს გუნდთან შეხვედრა და სავარაუდოდ, ვარჯიშიც.

- ნებისმიერ ტრანსფერს ახლავს დადებითი და უარყოფითი ნიუანსები. ამ შემთხვევაში დადებითი უნდა ჭარბობდეს...

- ნამდვილად კარგია, რომ "ჩიკაგო" გამოჩნდა. ამ გუნდისადმი თავიდანვე სიმპათიით ვიყავი განწყობილი და მიმაჩნია, რომ სათამაშო სტილითაც, ვარჯიშების სისტემითაც სწორედ ისაა, სადაც არ უნდა გამიჭირდეს.

იმედი მაქვს, "ჩიკაგო ბულსს" კარგად შევეწყობი და სწორედ ჩემზე იქნება დამოკიდებული, თამაშებში რა ფუნქცია დამეკისრება.

- "ბრუკლინთან" შედარებით, "ჩიკაგოში" ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენცია არ არის.

- "ნეთსში" მართლაც რთული იყო გამოცდილი ფორვარდების კონკურენციის დაძლევა. "ბულსშიც", რა თქმა უნდა, არის 3-4 კარგი ფორვარდი, როგორც მესამე ნომრის, ასევე მეოთხის ამპლუაში. მეც ამ ორ პოზიციაზე მომიწევს თამაში და ვიმედოვნებ, გუნდს მალე შევეწყობი.

- "ბრუკლინის" დატოვების გამო გული ხომ არ გწყდება?

- აქ წელიწადნახევარი გავატარე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი და ამ მხრივ, მართლაც მენანება ბრუკლინის დატოვება. საპირისპიროდ, ნამდვილად არ ვნანობ გუნდთან განშორებას, როცა ვიხსენებ, რომ თამაში იშვიათად მიწევდა.

- ზაზა ფაჩულიასთანაც ახლოს იქნები - მილუოკი და ჩიკაგო ხომ მეზობელი ქალაქებია.

- ზაზამ რომ გაიგო, "ჩიკაგოში" გადავდიოდი, გაუხარდა, ხშირად შევხვდებითო. თუ თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, ერთმანეთს ტრიბუნებიდანაც ვუქომაგებთ.

- ახალი გუნდის წარმომადგენლებთან მაისურის ნომერზე ხომ არ გისაუბრია?

- ჯერ არა. საქართველოს ნაკრებში 23-ე ნომრად ვთამაშობ და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი, მაგრამ... რაც შეეხება მე-20 ნომერს, უკვე დაკავებულია. ასე რომ, ახალი ნომრის არჩევა მომიწევს.

- "ბრუკლინმა" ბოლო შეხვედრა ლონდონში ჩაატარა. 8 წუთი ითამაშე და "ატლანტა" 127:110 დაამარცხეთ.

- ვფიქრობ, NBA-ს თუნდაც ერთი მატჩის ევროპის კონტინენტზე გადმოტანა კალათბურთის განვითარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია.

გუნდებს ქომაგები ამერიკიდანაც ჩამოჰყვნენ, მათ ევროპელებიც დაემატნენ და ძალიან კარგი სანახაობა გამოვიდა. დადებითი მომენტი იყო ისიც, რომ ლონდონში 5 დღე გავატარეთ და ქალაქის დათვალიერება კარგად მოვასწარით.

- "ჩელსის" ბაზაზე სხვა ბრუკლინელებთან ერთად შენც ლურჯი მაისურა დაგახვედრეს, წარწერით - შენგელია.

- ესპანეთში "ბარსელონას" ვქომაგობ, ინგლისში - "ჩელსის". გუნდის მუზეუმისა და ბაზის დათვალიერება ძალიან საინტერესო იყო. "ჩელსის" მაისურა კი ჩემს სახლში საპატიო ადგილს დაიჭერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შენგელიას აგენტი: ყველაფერი თავად თორნიკეზეა დამოკიდებული

თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" - იქ, სადაც ჯორდანი თამაშობდა

• didi vashlidan

მირიან აბა იმსჯელე-დრაფტზე სხვა გუნმა აირჩია ნიჭიერი ქართველი,რუსი ოლიგარქის-кгб-ეს გოთვერნის გუნდმა გადაიბირა-გამოისყიდა თოკო,მგონი ფილადელფიის გუნდიდან და წელიწად ნახევარი ქართველ ტალანტს არ ათამაშებს ძირითად თავის გუნდში.როგორ გგონია ვისი ხრიკებია?მწვრთნელის?არა რუსული ბარკლაის აღმშენებლის ბრუკლინში,მეორე რუსული იაშკინ-სთრიტის ხელოვნურად შექმნის მცდელობით კაბაკებით და რუსული ზაბეგალოვკებით,ახალი იორკის ამ უბანშიც.თოკოს კი უთამაშობით გასაქანს არ აძლევდა -კრემლის იდეების გამტარებელი-ამერიკაში

• miriani

რუსული ანკესი რა შუაშია შენგელასთან ახლა რო ბჟუტურებ რაღაცას

• სტუმარი

თოკო, მთელი საქართველო შენ გიყურებს. შენ უნდა შეინარჩუნო უწყვეტობა ქართულ კალათბურთში ზაზა, ვიკა და მანო რომ წავლენ. შენ უნდა გაუძღვე წინ ახალ თაობას და საქართველოს ნაკრებს. დიდ წარმატებებს გისურვებ

• mzia

კარქია რომ რუსულ -ნეთს -გააღწია!ეხლ უნდა იყოჩაღოს,თუ რაღაც შეუძლია-აჩვენოს და გაახაროს თავისინებიც და ქვეყანაც

• Michigan aveniudan-

ბრუკლინი კრემლის ინტერესებია-ჩელსიც ,ხდება რუსული იმიჯის აწევა განდიდებაუნიჭიერესი ანალიზია ამილახვარები ყოველთვის დიდი ქართვეოლები იყვნენ,სხვა ბევრ მედროვესთა შედარებაში

• Dadiani-Chicago

ამილახვარი უჭჰვიანესი ქართველია.ვენაცვალე ქართველობაში საექიმო თქვენ ფულის ბედოვლათები ბრძანდებით

• gigo

საქართველოშიც სხვას ქომაგობы?

• aqmilahvari-s

ექიმს მიაკითხო ჯობია ))

• aqmilahvari

ჩელსიც და ბრუკლინიც რუსული კეგბეს ფინანსური ფრთის ვითომ მილიარდერების ,სინამდვილეში კი კრემლის " უჩინარისმუშაკების"გუნდებია და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებიან.ქართველებო ნუ წქამოვეგებით რუსულ ანკესს და ნუ ვითამაშებთ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.ვექაელბერგი,ფროხოროვი,აბრამოვიჩი, დერიფასკა.....და ვითომ ვიტესის მფლბელიც კი ჟორდანია მოსკოვის ქართველი ვითომ ოლიგარქებიც,კრემლის ფულებზე ცეკვავდენ და ცეკვავენ,გავიხედოთ ცოტა შორს და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.გვერჩივნოს თავის უფლება რუსულ მყრალ რუბლებს წერეთლებო,ბოკერია კანდელაკ შევარდნაძე სოფოებო და ქეთა,თამრიკო სტურუებო!

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის

"ბარსელონამ" კევინ დურანტის აღიარებას უპასუხა

კევინ დურანტი: მინდა ბოლო სეზონი "ბარსელონაში" ვითამაშო

კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა

დონოვან მიტჩელმა "ჩიკაგოს" 71 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვების მომტანი ქულა, რაც კი გინახავთ - "ატლანტამ" "ჩიკაგო" ნახევარ წამში დაამარცხა [VIDEO]

ჩიკაგოში დიდი კალათბურთი ბრუნდება! [VIDEO]

ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა

დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია

NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა [VIDEO]

[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია

კაირი ირვინგი: 50 ქულას მაშინ აქვს აზრი, თუ გაიმარჯვებ

შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა

NBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]