დიუსელდორფში სხვადასხვა სერიებში უძლიერესთა საავტომობილო შოუ - "ჩემპიონთა რბოლა" გაიმართა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ცნობილი საავტომობილო შოუ - "ჩემპიონთა რბოლა" გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სერიების უძლიერესი პილოტები იღებდნენ მონაწილეობას. ტრადიციულად პირველ დღეს გუნდური პირველობა გათამაშდა და ერთა თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო გერმანიის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ისევ და ისევ სებასტიან ფეტელი და მიხაელ შუმახერი ირიცხებოდნენ.

ფინალში გერმანიას ინგლისის ნაკრები დაუპირისპირდა. გამარჯვების გამოსავლენად სამივე ცდის ჩატარება გახდა საჭირო. პირველ ცდაზე შუმახერმა ბრიტანეთის ტურინგის კლასის ვეტერან ჯეისონ პლეიტოს გაასწრო, მეორაში ფორმულა 1-ის ახალმა ჩემპიონმა ფეტელმა WTCC-ის სამგზის ჩემპიონ ენდი პრიოლთან წააგო. მესამე გადამწყვეტ ცდაზე შუმახერი "ბაგით" პრიოლს ებრძოდა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

"ისევ უძლიერესები გავხდით, მაგრამ თუ წინა წლებში მე ვაგებდი და სებასტიანი შველოდა სიტუაციას, ახლა ყველაფერი პირიქით მოხდა. მთავარი ისაა, რომ გერმანიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა ერთა თასი", - თქვა მიხაელმა.

ნახევარფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას ალენ პროსტისა და სებასტიან ლოების საფრანგეთის ნაკრები, ჰეიკი კოვალაინენის სკანდინავია კი საერთოდ ჯგუფიდან ვერ გავიდა.

მეორე დღეს მაყურებელს უფრო საინტერესო სანახაობა ელოდა. ვარსკვლავების სიუხვის მიუხედავად, "ჩემპიონთა ჩემპიონი" საკმაოდ მოულოდნელად პორტუგალიელი ფილიპე ალბუკერკე გახდა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ფორმულა 1-ისა და რალის მსოფლიოს ჩემპიონები - სებასტიან ფეტელი და სებასტიან ლოები.

მეორე დღეს შეჯიბრი სერიოზული ავარიით დაიწყო - პირველივე ცდაზე თავისი Audi R8 დააზიანა ჰეიკი კოვალაინენმა და იძულებული გახდა რბოლას ჩამოშორებოდა. პირველ წრეში სხვა მოულოდნელობები არ ყოფილა. მეოთხედფინალში კი მაყურებელს მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის დუელი ელოდათ.

თავდაპირველად მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, თავისივე აღიარებით ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა. თუმცა შორს არც ფეტელი წასულა - ნახევარფინალში ფილიპე ალბუკერკესთან დამარცხდა, არადა ისიც ლიდერობდა რბოლას პირველი წრის შემდეგ.

ასე გავიდა 25 წლის პორტუგალიელი ჩემპიონთა რბოლის ფინალში. ალბუკერკე რამდენიმე წლის წინ "ფორმულა რენოს" ევროთასის ჩემპიონი იყო, ამჟამად კი GT-ის იტალიურ სერიაში გამოდის. ფინალში მისი მეტოქე ლოები გახდა. ფრანგმა ნახევარფინალში ენდი პრიოლი დაამარცხა.

პირველი ცდა ალბუკერკეს დარჩა, მეორე ლოებმა მოიგო, მესამეში კი მაყურებელმა ნაცნობი სურათი იხილა - ფრანგი დისტანციის შუამდე ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს დამარცხდა.

"რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ! - განაცხადა ფილიპემ გამარჯვების შემდეგ. - მაგრამ ბოდიში მინდა მოვუხადო გერმანელ გულშემატკივრებს ფეტელის ორჯერ გასწრების გამო. ყველა მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და ამიტომაც უფრო მიხარია ჩემი წარმატება!"

avtuko
ეს რბოლები ყოველთვის საინტერესეოა , კარგია რომ ჩვენც გავეცანით მიმდინარეობას ჩვენს მშობლიურ ენაზე :)
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...