რუსები პირველ შეხვედრას 1-ელ თებერვალს მადრიდში სწორედ ესპანელებთან გამართავენ
ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი ნაკრების მეტოქეებმა, რუსეთისა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა მომავალი ბატალიებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც იანვრის მესამე დეკადაში ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გაემგზავრება საწვრთნელი შეკრების გასამართავად.

რუსები პირველ შეხვედრას 1-ელ თებერვალს მადრიდში სწორედ ესპანელებთან გამართავენ.

რუსთა გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერია. ესენია: ინგლისურ "სეილ შარქსში" მოთამაშე კირილ კულემინი და ანდრეი ოსტრიკოვი. ჯოუნზი ისევ ენდობა ქართული წარმოშობის ძმებს - ვალერი და გრიგორი ცნობილაძეებს. ამჯერად ნაკრებში ვერ მოხვდა მესამეხაზელი ვასილი კვერნაძე.

რუსეთის ნაკრები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და კარგი შანსი აქვს, 2015 წელს ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე იასპარეზოს. მათ საამისოდ ჰაერივით სჭირდებათ კარგი სტარტი.

თუმცა, ცხადია, ეს რუსებისთვის ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება, რადგან ესპანელები არანაკლები მონდომებით და თანაც, ბევრი სიახლით ემზადებიან.

ესპანეთის ნაკრები ამჟამად ბოლო ადგილზეა და ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. შარშან ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო ესპანეთის რაგბის ფედერაციამ მწვრთნელი ბრაის ბევინი თანამდებობიდან გადააყენა და ახლა "ლომებს" სანტიაგო სანტოსი თავკაცობს.

პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა გააკეთა, ის იყო, რომ ნაკრებში ნატურალიზებული ფრანგები დააბრუნა და მათ რამდენიმე ახალიც დაუმატა.

სანტოსმა რუსებთან მატჩისთვის 23 მორაგბეს უხმო. აქედან 19 საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში ასპარეზობს. მაგალითად, ელიტური, პირველი დივიზიონის "ბორდოს" ღირსებას იცავენ ბენატ ოზქუი და გაუტიერ გიბუნი; "ბიარიცში" თამაშობს ჟულიენ გოია, ხოლო "ბაიონში" გილემ რუე ასპარეზობს.

"ლომების" შემადგენლობაში ისევ ითამაშებენ პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა) და სეზარ სემპერე (ელ სალვადორი), რომლებიც ყველაზე გამოცდილი და ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათონი არიან.

"ერთა თასის გადამწყვეტი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრებში ყველა საუკეთესოს მოვუყარეთ თავი.

ჩვენი გუნდი საკმაოდ თავდაჯერებულია. გვყავს მძლავრი შერკინება და მრავალფეროვანი თამაშით გამორჩეული უკანა ხაზი.

ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ტურნემ და იაპონიასთან მატჩმა ნათლად დაგვანახვა ჩვენი პოტენციალი.

მასთან ერთად ვნახეთ, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ვფიქრობ, რეალურად შეგვწევს ძალა, ნებისმიერი სირთულის წინააღმდეგობა დავძლიოთ" - თქვა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა.

რუსეთის ნაკრები

დენის ანტონოვი, სერგეი სუგრუბოვი (ორივე-სლავა), ვასილი არტემევი, ვიქტორ გრესევი, იგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ანდრეი ოტროკოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ვალერი ცნობილაძე, გრიგორი ცნობილაძე, ანტონ რიაბოვი, ალექანდრ ხუდიაკოვი (ყველა-კრასნი იარი), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, აროსლავ რეჩნევი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა-ენისეი), ალექსანდ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი, არტიომ ფატახოვი (ყველა-ვვა), მაგომედ დაუდოვი, იური კუშნარიოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო (სამივე-ყუბანი), სერგეი სეკისოვი, ალექსეი შაკიროვი (ორივე-სტრელა), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე-სეილ შარქსი).

ესპანეთის ნაკრები

მატიო პელუკონი (ალბი), სებასტიან ასკარატი (ოში), ანიბალ ბონანი (ბაგნერე), გილემ რუე (ბაიონი), მარკო პინტო, ჩარლი მალიე (ბეზიე), ჟულიენ გოია (ბიარიცი), ბენატ ოზქუი, გაუტიერ გიბუნი (ორივე-ბორდო), ხესუს მორენო (მონლუსონი), ავგუსტინ ორტისი (ნაფაროა), ხესუს რეკუერდა (ექსი), ფედერიკო ნეგრილიო (ვანი), ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ფაბიენ ფოფესი (ვერმეილი), დავიდ ბარერა (სენ ჟან დანჟელი), დამიენ ელგოიენი (სენ ჟან დე ლუზი), ფრანკ ლაბე, მარკოს პოგი (ორივე-ლორმონი), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), დანიელ სნეე (გეტხო), მეთ კუკი (ტანბრიჯი).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
ეს ლინკი აუცილებლად ნახეთ http://en.wikipedia.org/wiki/2015_Rugby_World_Cup_%E2%80%93_Europe_qualification
GiorgiG83
ესპანეთის ნაკრები ნატურალიზებული ფრანგების გერეშე დიდ ძალას ბოლო წლებია არც არასოდეს წარმოადგენდა ანუ გუნდი კვლავ "ძველი" მეთოდით ძლიერდება და ვნახოთ ვის რას უმზადებს, იმედია ნატურალიზებული ფრანგებისა და ესპანელების ნაზავი ჩვენს ა ნაკრებზე (მზარდი საქართველო) ძლიერი ვერ იქენბა
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს