ინგლისი-საქართველოს მატჩი "ენფილდზე" ან "ოლდ ტრაფორდზე"? რატომაც არა!
punditarena.com კიდევ ერთხელ ეხმიანება ექვსი ერის რეორგანიზაციის თემას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: "როგორ გავხადოთ საქართველო საერთაშორისო რაგბის ტოპ-გუნდების წევრი", რომელსაც მცირე ცვლილებებით გთავაზობთ:

"საქართველოს წარმატებებმა ევროპის ერთა თასზე და ფეთქებადმა თამაშმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე, ამ გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ფანი შესძინა, მაგრამ ეს გუნდი განწირულია პრობლემებისთვის, თუ არ ექნება რეგულარული და მნიშვნელოვანი დაპირისპირებები პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან.

მართალია, ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრმა უკვე წამოაყენა იდეა, რომ ექვსი ერი გაიხსნას და დაინიშნოს გადასასვლელი მატჩი, მაგრამ ამ იდეას ექვსი ერის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე ცივი წყალი გადაასხა - ისინი აცხადებენ, რომ მათი ვალდებულება სულაც არ არის რომელიმე სარაგბო ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე ფინანსური და ლოჯისტიკური წინაღობა, რის გამოც საქართველოს ექვს ერში არ იღებენ.

თუ არა ექვსი ერი, მაშ, რა? არის ალტერნატივა? ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იდეას.

1. ჩავრთოთ საქართველო შემოდგომის ტესტების კალენდარში

ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა უკვე ითამაშეს A ნაკრებებით საქართველოსთან ბოლო წლებში, მაგრამ იდეა იმაშია, რომ საქართველო ექვსი ერის მონაწილე ნაკრებს შეხვდეს ტესტებში რეგულარულად.

რატომ არ შეიძლება ეთამაშოს ინგლისი რაგბისთვის ალტერნატიულ სარბიელებზე საქართველოს ნაკრებს "სენტ ჯეიმს პარკზე", "ენფილდზე" ან "ოლდ ტრაფორდზე"? ფრანგებსაც შეუძლიათ შინ ალტერნატიული, "არასარაგბო" სტადიონები გამონახონ მათთან სათამაშოდ.

ასეთ მატჩებში ექვსი ერის წევრი ქვეყნების გუნდების მწვრთნელებს შეეძლებათ ექსპერიმენტების ჩატარება, ხოლო "ლელოებს" ისტორიული შანსი მიეცემათ, მოახდინონ სენსაცია.

სამწუხაროა, რომ ამ დროს წარმოიშობა კლუბიდან მორაგბის გაშვების პრობლემა, თუ ეს მატჩი ტესტების ჩარჩოში არაა. ამიტომ ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მონაწილეობით.

საქართველო ფინანსურად მყარი ვერაა, რომ ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ მოლაპარაკება სხვადასხვა საკითხზე შეიძლება.

2. დავპატიჟოთ საქართველო საკლუბო ჩემპიონატებში

იტალიელთა განვითარების მთავარი მომენტი იყო მათი ორი გუნდის ჩართვა კელტურ ლიგაში, ანუ დღევანდელ პრო 12-ში. იტალიელებმა ნაკლებად გამოიყენეს ეს, მაგრამ ქართველებს შეუძლიათ რეგიონული გუნდის დაარსება და მოთამაშეთა ბაზის განვითარება.

ალტერნატიული გზაა მათი ინგლისისა და საფრანგეთის რანგით მეორე ლიგებში ჩართვა, რომ მათ ელიტაში აღსაზევებლად იბრძოლონ. გეოგრაფიულად უმჯობესია, ეს საფრანგეთის ლიგა იყოს.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ფინანსური საკითხიც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველო იმსახურებს შანსს, დაუახლოვდეს პირველი დონის ქვეყნებს.

სამხრეთელებმა ასე ჩართეს იაპონური და არგენტინული გუნდები მათ პირველობაზე. იქნებ ჩრდილოელებმაც მიბაძონ წინწასულ სამხრეთელებს?

3. ერთა თასის ნაკრების შექმნა

ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" მსგავსად, ერთა თასზე მონაწილე საუკეთესო მორაგბეებისგან რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც ტოპ-ნაკრებებს გაეჯიბრება. ეს იდეა დაიბადა წყნარი ოკეანის ნაკრებისგან, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში რეგულარულად თამაშობდა პირველი დონის ქვეყნებთან.

ერთა თასის ნაკრების შექმნით, ამ ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზრდება რაგბის პოპულარულობა. ასეთ გუნდს ბრიტანელ ან ირლანდიელ "ლომებთან" თამაშიც კი შეუძლიათ, რატომაც არა?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია უკეთესი იდეების მოფიქრებაც. ერთი რამ ცხადია, რაღაცის შეცვლა აუცილებელია საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ ისინი მიუახლოვდნენ პირველი დონის ქვეყნებს.

საქართველოს ნაკრები უკვე სულ სხვა დონეზე თამაშობს. დონეზე, რომელიც აღარ შეეფერება მათ სტანდარტულ მეტოქეებს. პირველი დონის ქვეყნების ექსკლუზიური სია აუცილებლად უნდა შეივსოს "ლელოებით".

დიმიტრი
ეს გეოფრაფიული პრობლემა გამოგონილი მგონია, აბა სამხრეთელებმა რაღა უნდა თქვან როცა ნახევარი მსოფლიოს გადაფრენა უწევთ გინდაც არგენტინელებს, გინდაც სამხრეთ აფრიკელებს და გინდაც კუნძულელებს ერთმანეთს რო ეთამაშონ რას იტყოდით ესეთ ვარიანტზე, მეორე დონის ქვეყნებისგან შეიქმნას 2 ლიგა, ჩრდილოეთის: აშშ, კანადა, იაპონია, საქართველო, რუმინეთი და სამხრეთის: სამოა, ფიჯი, ტონგა, ნამიბია, ურუგვაი მერე ამ ლიგების გამარჯვებულების ერთმანეთში თამაშიც შეიძლება აბსოლიტური ჩემპიონის გამოსავლენად და რავიცი, კიდე ათასი რამის მოფიქრება შეიძლება, ფაქტია რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს
გიო
თუ ავტობუსით იმგზავრებენ, გეოგრაფიულად საფრანგეთი ჯობია, მაგრამ თვითმრინავის შემთხვევაში ბრიტანეთამდე და საფრანგეთამდე თითქმის იგივე დრო ჭირდება.
Temur
MIKE მთლიანად ვიზიარებ შენს აზრს, გეოგრაფიას როგორმე უნდა მოვუაროთ, ბოლო ბოლო სულ 5-6 გტასვლა მოგვიწევს წელიწადში და არ ღირს ამად? არა მგონია დანარჩენმა ქვეყნებმაც უარი თქვან გეოგრაფიული და ფინანსური პრობლემების გამო ამაზე, მთავარია ეს აზრი დღის წესრიგში დადგეს. ამას კაი სამუშაოს გაწევა სჭირდება და უნდა ვიაქტიუროთ!!!!!!
Shota
mashin briliantis liga gaaketon! sadac, australia, akhali zelandia iaponia urugvai samkhret aphrika kanada da saqartvelo gamovlen!!!
misha
ეჰ იდეები ძალიან ბევრია მაგრამ ევროპაში მხოლოდ კომერციას უყურებენ და არა ახალი გუნდების განვითარებას
misha
ეჰ იდეები ძალიან ბევრია მაგრამ ევროპაში მხოლოდ კომერციას უყურებენ და არა ახალი გუნდების განვითარებას
Grigoli
ძამიკოებო, გაისად თუ იტალიამ ისე შეირცხვინა თავი როგორც წელს, თვითონ ბრიტანელები ამოარტყამენ პანღურს.
პაატა
მაქვს კარგი იდეა, თუმცა მას ფინანსები დაჭირდება და კარგი მეცენეტი მოგებულიც დარჩება, ექვსი ერის მსგავსად მივცეთ მსოფლიო რაგბის ბოსებს იდეა, ფინანსები კი თითოეული ნაკრებების სახელმწიფო და კერძო ბიზნესიდან დაფინანნსდეს. 1. საქართველო, 2 ტონგა, 3 ფიჯი, 4. სამოა, 5. რუმინეთი, 5. ესპანეთი ან რუსეთი. ეს იქნება პატარა ექვსი ერის გათამაშება, ამ პირველობაზე პირველ და მეორე ადგილოსნებმა გაეჯიბრონ ექვს ერში ბოლო ორ ადგილოსანს, უძლიერესმა ითამაშოს პირველ ექვს ერში. თუ არდაგვთახმდებიან მაშინ გავეჯიბროთპირველ და მეორე ადგილოსნებმა არგენტინის კანადის და ამერიკის ნაკრებ გუნდებს, ა ნაკრების დონეზე. გმადლობთ წინასწარ.
gg
ყველა იდეა სისულელეა
ფერნანდო
მიკე, გუნდები კარგად შეგირჩევიათ ერთი შესწორებით--არგენტინა გაცილებით ძლიერია ყველა თქვენს ჩამოთვლილ გუნდზე და თავს კარგადაც გრძნობს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ --ოთხთა ტურნირში.
Mike
გეოგრაფიული მდებარეობა არ შეგვიწყობს ხელს თორემ ძალიან მაგარი იქნებოდა ესეთი ლიგა : საქართველო,ამერიკა, კანადა, არგენრინა ა , ურუგვაი, ნამიბია ტონგა, ფიჯი , სამოა , იაპონია რუმინეთიც შეიძლება , მართლა ძალიან მაგარი ტურნირი იქნება
ალეკსანდრე
ერთა ნაკრების შექმნა სისულელეა,რომელი ქვეკნიდან უნდა დავიმატოთ? რუსეთიდან თუ რუმინეთიდან,კველა ძლიერი მორაგბე ჩვენ ნაკრებში თამაშობს
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: რუსებმა ქართველებზე უარი თქვეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის