აუღებელი ციხესიმაგრე
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რითაც "რეალმა" ისარგებლა და დუეტთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.

კვლავ მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა ბილბაოს "ატლეტიკი", რომელმაც ორშაბათს მძიმე ბრძოლაში "ვალიადოლიდი" დაამარცხა...

აუღებელი ციხესიმაგრე

"ატლეტიკი" საკუთარ მოედანზე, ტრადიციულად, კარგად თამაშობს. ასე იყო "სან მამესზე" და ასეა ახალ "სან მამეს ბარიაზეც". ბასკებმა საკუთარ მოედანზე მე-11 თამაში ჩაატარეს და მე-9 გამარჯვება მოიპოვეს, კიდევ ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მორიგ ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვალიადოლიდს" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში, იბაი გომესის და არიც ადურისის კარგი თამაშის წყალობით, "ბილბაომ" თამაში შემოატრიალა. ადურისმა ორი საგოლე პასი მიითვალა, იბაიმ კი დუბლის შესრულება ზედიზედ მეორე ტურში შეძლო და ახლა 24 წლის ფეხბურთელი 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ბასკებმა ყველა ტურნირზე შინ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილი დაიბრუნეს. აი, "ვალიადოლიდი" კი შავ დღეშია - სატურნირო მდგომარეობის გარდა, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ გუნდს უკვე 9 მატჩია, არ მოუგია.

დაკარგული შანსები

"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" პირველი წრე ერთმანეთში ნათამაშები საყაიმო შედეგით დახურეს და მეორე წრეც ქულების დაკარგვით გახსნეს. კატალონიელებმა მეზობლად, ვალენსიის რეგიონში ვერ იმარჯვეს, "ატლეტიკოს" კი ფეხი სულაც საკუთარ მოედანზე დაუცდა.

მატჩების შემდეგ ორივე გუნდის ბანაკში იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ თუ კატალონიელები უიღბლობას უჩიოდნენ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელები პრეტენზიას მსაჯის მიმართ გამოთქვამდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონემ არბიტრი გაამართლა.

ჯერ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს მოვუსმინოთ:

ხერარდო მარტინო: "ვერავის დავადანაშაულებთ, რადგან შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ ეპიზოდებში აშკარად არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ბურთის კონტროლი და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება გვიჭირდა - "ლევანტეს" ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი იშრომეს და მათ შექება ეკუთვნით. მეორე ნახევარში ჩვენი თამაში კი ვაჩვენეთ, მაგრამ ის მომენტები, რომლებიც შევქმენით, ვერ გამოვიყენეთ".

"როხიბლანკოს" დამრიგებელმა კი "ატლეტიკო"-"სევილიას" მთავარი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი დაიცვა და განაცხადა, რომ მსაჯმა პენალტი მართებულად დანიშნა.

დიეგო სიმეონე: "შეხვედრა ზუსტად ისეთი რთული გამოდგა, როგორიც წარმოგვედგინა - ჩაკეტილი, დაცვითი ფეხბურთი, როდესაც გუნდები მეტოქის შეცდომას ელიან. ზოგადად, თუ სამ ქულას ვერ აიღებ, წაგებას ისევ ფრე სჯობს. მეტოქეები ჩვენთან განსხვავებულ სტილში იწყებენ თამაშს. დღეს "სევილიამ" ტაქტიკა შეცვალა - კარლოს ბაკა და ივან რაკიტიჩი ჩვენს ნახევარმცველებს შეტევის წამოწყებაში ხელს უშლიდნენ. ემერის გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ისე ითამაშა, როგორც ჩვენ "ბარსელონასთან". რაც შეეხება პენალტს, ვფიქრობ, არბიტრი სწორად მოიქცა - როდესაც მსაჯი ნახევარ მოედანს გაირბენს იმისთვის, რომ პენალტი დანიშნოს, ესე იგი, ის მართალია. ეპიზოდის ჩანაწერი ვნახე და კმაყოფილი დავრჩი, რადგან წესების დარღვევა იყო".

კმაყოფილი კარლო

თავისი არგენტინელი კოლეგებისგან განსხვავებით, კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტი, რომლის გუნდმაც ბოლო ადგილზე მყოფ "ბეტისს" 5:0 მოუგო.

"ამჟამად ჩვენთვის ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს - ბევრი გოლი გაგვაქვს და ცოტას ვუშვებთ. შეტევაში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დაცვაც დამაჯერებელი იყოს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბალანსზე ვსაუბრობდი და ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ - "რეალი" ახლა გაცილებით დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს," - განაცხადა ანჩელოტიმ.

"სამეფო კლუბის" ბოსმა ლუკა მოდრიჩიც შეაქო, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა: "დღეს მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ლუკა მოდრიჩი გამოვყო, რომელიც მოედანზე შეუდარებელი იყო. ხორვატი ნელ-ნელა "რეალის" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება".

საინტერესო ფაქტები:

- "ვალენსიამ" "ლა როსალედაზე" ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა.

- "მალაგა" არის ერთადერთი გუნდი პრიმერაში, რომელსაც ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელისგან გოლი არ გაუშვია.

- "რეალმა" წინა სეზონში ანდალუსიაში ოთხივე მატჩი წააგო, ამ სეზონში კი სამიდან სამი მოიგო.

- ხუან კარლოს გარიდომ "რეალთან" მწვრთნელის რანგში ხუთივე მატჩი წააგო.

- პრიმერას ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გუნდს 20 ტურის შემდეგ 11 ქულა ჰქონოდა და ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა.

- "ელჩემ" "რაიო ვალეკანოს" ბოლო 12 მატჩიდან 9 მოუგო და მხოლოდ ერთი წააგო.

- "ესპანიოლმა" "სელტას" შინ ზედიზედ მეოთხედ მოუგო.

- "სევილიას" "ატლეტიკო" 9 მატჩია არ დაუმარცხებია (5 ფრე და 4 მარცხი).

- ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრაში არბიტრებმა ფეხბურთელებს 9 წითელი ბარათი აჩვენეს, აქედან 8 (!) "სევილიას" ფეხბურთელებმა მიიღეს.

- "ბილბაომ" ზედიზედ მეხუთედ მოუგო შინ "ვალიადოლიდს", თანაც ყველა შემთხვევაში ბასკებმა ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.

- 20 ტურის შემდეგ ამდენი ქულა (39) "ატლეტიკს" ბოლოს 1983/84 წლების სეზონში ჰქონდა (თუ 3-ქულიანი სისტემით დავითვლით) და მაშინ ბასკური გუნდი ჩემპიონი გახდა.

ბომბარდირები:

21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)

11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა)

10 - ქარიმ ბენზემა (რეალი)

ასისტენტები:

10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), კარლოს ველა (სოსიედადი)

7 - გარეთ ბეილი (რეალი)

6 - ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), კანი (ვილიარეალი), ივან რაკიტიჩი (სევილია), მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: დიეგო ალვეში (ვალენსია)

მცველები: დ. სუარესი (ელჩე), კოლოტო (ესპანიოლი), მუსაჩიო (ვილიარეალი), მარსელო (რეალი)

ნახევარმცველები: ბეილი (რეალი), მოდრიჩი (რეალი), ანდერ ერერა (ბილბაო), რონალდო (რეალი)

თავდამსხმელები: სერხიო გარსია (ესპანიოლი), ადურისი (ბილბაო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური: იდეალური ტური "რეალისთვის" [VIDEO]

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
როგორ შეხვდნენ გასახდელში ბილბაო-ბარსელონას მატჩის გმირს [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტურის შეჯამება: მესის რეკორდი, "ბილბაოს" მარცხი და ვანდალიზმი
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
მუნდიალი 2018. შესარჩევი ციკლის ფაქტები და ციფრები. ევროთავსატეხი: როგორ დავამარცხოთ იტალია
39 წლის არიც ადურისმა კარიერა დაასრულა
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ადურისი კარიერას თასის ფინალის შემდეგ დაასრულებს
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური: მესი რეკორდსმენია [VIDEO]
ევროპალიგა. IV ტური: გიორგი ქვილითაიას გოლმა "რაპიდს" შანსი დაუტოვა [VIDEO]
ევროპალიგა 2015/16. ციფრებში: 6,5 მილიონი ბონუსი ფინალის მოგებისთვის
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა