საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

გათამაშებაში კვლავინდებურად ლიდერობს ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, ამდენივე კი პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს.

A ჯგუფში ისევ წარმატებულად ასპარეზობს შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძისა და არჩილ კობაურის "მასი".

პარიზელებმა ამჯერად შინ დაამარცხეს შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" - 28:3.

დადუნაშვილი და აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ყუფარაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

"მასის" ახლა 47 ქულა აქვს და მას ფეხდაფეხ მიჰყვება "ნევერი", რომელიც ჩვენებურთა გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა", რომელმაც მინიმალური სხვაობით დაამარცხა აუტსაიდერი, ირაკლი ნინიძის "დიჟონი" - 18:17.

ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. სენნაზერელები ახლა 24 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და საპლეიოფო ოთხეულს ცხრა ქულით ჩამორჩებიან.

აუტსაიდერთა შორისაა რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონი", რომელიც სტუმრად დამარცხდა მინიმალური სხვაობით "კონიაკთან" - 12:13.

A ჯგუფი

XII ტური

ლილი-ბობინი 40:21, ნევერი-ვანი 26:6, მასი-სენ ჟან დანჟელი 28:3, კონიაკი-მონლუსონი 13:12, სენ ნაზერი-დიჟონი 18:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 47 ქულა, 2. ნევერი - 46, 3. ლილი - 41, 4. ვანი - 33, 5. სენ ნაზერი - 24, 6. ბობინი - 21, 7. კონიაკი - 21, 8. მონლუსონი - 17, 9. სენ ჟან დანჟელი - 17, 10. დიჟონი - 10.

XIII ტური

ბობინი-მასი, ვანი-სენ ნაზერი, მონლუსონი-ლილი, ნევერი-კონიაკი, სენ ჟან დანჟელი-დიჟონი.

B ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს ავთანდილ კოპალიანის "მაკონი", რომელმაც მე-12 ტურში შინ დაამარცხა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" - 13:6.

მაკონელები ახლა უახლოეს მდევარ "ობენას" ხუთი ქულით უსწრებენ, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი თამაში თადარიგში აქვს, რადგან მისი სტუმრობა "ლა სეინთან" უამინდობის გამო გადაიდო. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ზერო პეტრიაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ვიენმა" შინ წააგო "შამბერისთან" - 11:13.

კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, გუნდს 11 ქულა მოუტანა. მან 57-ე წუთზე ლელო გაიტანა, რომელიც თვითონვე გარდასახა და ორი საჯარიმოც მიაყოლა.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა პეტრიაშვილმაც. "ვიენს" ახლა 13 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. ის ხუთი ქულით უსწრებს გიორგი კუთარაშვილის "ანესის", რომლის შეხვედრაც სტუმრად "ექსთან" გადაიდო.

B ჯგუფი

რომანი-ლა ვულე 14:10, მაკონი-შალონი 13:6, ვიენი-შამბერი 11:13, ექსი-ანესი (გადაიდო), ლა სეინი-ობენა (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. მაკონი - 43 ქულა, 2. ობენა - 38, 3. რომანი - 33, 4. ლა სეინი - 31, 5. შამბერი - 29, 6. ექსი - 29, 7. ლა ვულე - 29, 8. შალონი - 19, 9. ვიენი - 13, 10. ანესი - 8.

XIII ტური

ლა ვულე-ექსი, შალონი-რომანი, ობენა-მაკონი, ლა სეინი-ვიენი, ანესი-შამბერი.

C ჯგუფში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგომ".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "ლავორი" - 21:15. შედეგად, პერიგოელები 29 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ და პლეი ოფში მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ. ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, მაღალდაძე, გაბელია და ნატრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

C ჯგუფი

როდეზი-ლორმონი 15:6, სენ ჟან დე ლუზი-ენდაი 18:12, პერიგო-ლავორი 21:15, ლანჟონი-ტულე 32:17, ლიმოჟი-მონტობანი 9:27.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონტობანი - 57 ქულა, 2. ლანჟონი - 39, 3. პერიგო - 29, 4. სენ ჟან დე ლუზი - 27, 5. როდეზი - 26, 6. ლიმოჟი - 26, 7. ლორმონი - 25, 8. ლავორი - 22, 9. ტულე - 21, 10. ენდაი - 9.

XIII ტური

ენდაი-როდეზი, ლავორი-სენ ჟან დე ლუზი, ტულე-პერიგო, ლანჟონი-ლიმოჟი, ლორმონი-მონტობანი.

D ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ბექა ურჯუკაშვილის, გიორგი მჭედლიშვილისა და ლადო გუნიავას "ბაგნერე", რომელიც მე-12 ტურში სტუმრად დამარცხდა "კასტანესთან" - 12:19.

თორმეტივე ქულა გუნდს მალაღურაძემ შესძინა. მან ოთხი საჯარიმო გაიტანა და თავიდან ბოლომდე ითამაშა. მჭედლიშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო; ურჯუკაშვილი, მაისურაძე და გუნიავა განაცხადში არ იყვნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმო" სტუმრად დამარცხდა "მოლეონთან" - 6:14. გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა.

D ჯგუფი

ლურდი-ბლანიაკი 9:23, ლანამეზანი-ტიროსი 17:14, კასტანე-ბაგნერე 19:12, ვალანსი-ოლორონი 27:8, მოლეონი-აჟეტმო 14:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 42 ქულა, 2. ოლორონი - 40, 3. კასტანე - 34, 4. ლანამეზანი - 34, 5. ვალანსი - 29, 6. ბაგნერე - 28, 7. ბლანიაკი - 26, 8. ლურდი - 17, 9. აჟეტმო - 17, 10. მოლეონი - 13.

XIII ტური

ტიროსი-ლურდი, ბაგნერე-ლანამეზანი, ოლორონი-კასტანე, ვალანსი-მოლეონი, ბლანიაკი-აჟეტმო.

გაირკვა ევროთასების გათამაშების მეოთხედფინალური წყვილები. შეგახსენებთ, რომ "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პლეი ოფში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი გავიდა.

"ჰაინეკენის თასზე" დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ მიიღებს ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს", ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ირლანდიურ "ლენსტერს" უმასპინძლებს, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" კი სტუმრად ითამაშებს ირლანდიაში "მანსტერთან".

"ემლინ ჩელენჯ კაპის" მეოთხედფინალში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" შინ მიიღებს ინგლისურ "ჰარლიქვინზს", ხოლო გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის მეტოქე სტუმრად ინგლისური "ბასი" იქნება.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ეტაპზე გუნდები მხოლოდ თითოჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩები 5 აპრილს გაიმართება.

ჰაინეკენის თასი

მეოთხედფინალი

ალსტერი-სარასენზი, კლერმონი-ლესტერ ტაიგერზი, ტულონი-ლენსტერი, მანსტერი-ტულუზი.

ემლინ ჩელენჯ კაპი

მეოთხედფინალი

ბასი-ბრივი, ვოსფსი-გლოსტერი, სტად ფრანსე-ჰარლიქვინზი, სეილ შარქსი-ნორსჰემპთონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა