აბუბაქარის დაფასებული შრომა
გასულ ზაფხულს ვენსან აბუბაქარს "ვალანსიენთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლორიანში" ჩაირიცხა. დღეს 21 წლის კამერუნელი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ედინსონ კავანის შემდეგ მოდის ბომბარდირთა დავაში და არაერთი საგოლე პასიც აქვს გაკეთებული - "ლორიანი" ათეულშია, ხოლო "ვალანსიენი" გასავარდნ ზონაში. მის ანგარიშზე უკვე 11 გოლია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე წინა სამი სეზონის ჯამში. იგი თავისი კლუბის გოლების დაახლოებით ნახევარში მონაწილეობს.

შრომისმოყვარეობა

აბუბაქარმა თანაგუნდელები, უპირველეს ყოვლისა, თავდაუზოგავი შრომით მოხიბლა. მას ძალიან წყნარ, მშვიდ და უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებენ. კამერუნელი სულ ვარჯიშობს, მუდამ საქმითაა დაკავებული და საბოლოოდ ეს უფასდება. იგი მინდორზე ბოლომდე კონცენტრირებულია და თავისი სისწრაფით მეტოქის მცველებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ აბუბაქარი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, იგი არც ტექნიკასთანაა მწყრალად. თუმცა მისი მთავარი ძალა სისწრაფე და მეურვეებისგან თავის დაღწევის საოცარი უნარია.

ვენსან აბუბაქარი: "ბევრი რამ სამშობლოში, კამერუნში ვისწავლე. ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობდი, რადგან სხვადასხვა ასპექტში დავხვეწილიყავი. შრომა საბოლოოდ ყოველთვის ფასდება".

"მაშინაც კი, როდესაც გუნდს ძალიან უჭირდა, პირადად იგი ჩინებულად თამაშობდა. ახლა კი ჩვენი საქმეები უკეთ მიდის და ეს ვენსანის დიდი დამსახურებაა" - განაცხადა ლორიანელთა ბურკინაფასოელმა ლეგიონერმა ალენ ტრაორემ.

სწორ დროს, სწორ ადგილას

სხვათა შორის, აბუბაქარი ლორიანელებს პირველად 3 წლის წინ შეუნიშნავთ, მაგრამ ფეხბურთელების აღმოჩენის, გახსნისა და მათი საუკეთესო თვისებების წინ წამოწევის ოსტატმა კრისტიან გურკუფმა მაშინ მიიჩნია, რომ ჯერ ადრე იყო...

"ჩვენ იგი დაახლოებით სამი წლის წინ შევამჩნიეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ადრე იყო ვენსანის მოყვანა და მისთვის კევინ გამეიროს შეცვლის დავალება. მიხარია, რომ ამ ზაფხულს ის "ლორიანში" მოვიდა" - ამბობს გურკუფი.

თავად აბუბაქარი კი ბრეტონული გუნდის ატმოსფეროთია აღფრთოვანებული: "როგორც კი აქ მოვედი, მივხვდი, რომ ეს ძალიან მეგობრული გუნდია. ერთმანეთთან ყველა ახლოსაა და კლუბში ოჯახური გარემოა".

"ვენსანისთვის თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. იგი იმ ტიპის ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ მხარდაჭერას გრძნობდეს. მას აქ ენდობიან და გარდა ამისა, ვფიქრობ, მას ჩვენი სათამაშო სტილიც შეეფერება. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია და "ლორიანში" ზუსტად იმას იღებს, რაც სჭირდება" - დასძინა ბრეტონელთა თავკაცმა.

მომავალი და მიზანი

აბუბაქარი, რომლის კუმირიც ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოა, ჯერ კიდევ ძალიან პატარა გახლდათ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, ანუ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში. მისი ოცნება და მიზანი 2014 წლის მუნდიალზე გოლის გატანა და კამერუნის ნაკრებთან ერთად წარმატებით გამოსვლაა.

"ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკაში ჩატარდა. გამიმართლა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. მეტიც, დანიასთან შეხვედრაში კინაღამ გოლიც გავიტანე და ეს დიდი მიღწევა იქნებოდა. ნაკრების რიგებში ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები" - ამბობს ახალგაზრდა ფორვარდი.

მინიმუმ სეზონის ბოლომდე აბუბაქარი "ლორიანის" ფეხბურთელია, მაგრამ რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. მას უკვე არაერთი მსურველი ჰყავს, ხოლო მოკრძალებული ბრეტონული გუნდი თავის გამორჩეულ ტალანტებს ვერ ინარჩუნებს ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᕘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᕢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓤᓠᓗᓮᓘᓚᓘ "ᓚᓘᓚᓘ"
ლონდონის "ჩელსიმ" 18 წლის ბურკინაფასოელი ტალანტი აიყვანა
ᓡᕐ
ბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტურის წინ: კლასიკური ფრანგული დუელი
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ
"რენის" მწვრთნელად საბრი ლამუში დანიშნეს
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ დაწყევლა კუპერი?
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
ᓐᓚᓟᓘᓠᓔᓚᓔᓑᓘ ᓤᓔᓓᓔᓠᓐᓪᓘᓐᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓨᓘ ᓕᓐᓰᓘᓓ ᓰᓐᓚᓘᓚᓰᓝᓯᓘᓩᓘᓡ ᓓᓐᓢᓝᓕᓔᓑᓐᓡ ᓐᓘᓫᓣᓚᓔᓑᓔᓜ
"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე