"პარი სენ-ჟერმენი" "გენგამთან" მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება
ტური საფრანგეთში "ლილისა" და "რენის" დაპირისპირებით დაიწყო.

რენე ჟირარის შეგირდებმა 34-ე წუთზე გატანილი სალომონ კალუს გოლით კი გაიხარეს, მაგრამ დიდხანს ვერა - ბრეტონელებმა გათანაბრება ტაიმის დასრულებამდე მოასწრეს. თავი აბდულაიე დუკურემ გამოიჩინა და სტუმრებს ქულა მოუტანა.

რაც შეეხება შაბათ-კვირის შეხვედრებს: "გენგამს" არ გაუმართლა, საფრანგეთის თასზე წაგებით გაბრაზებული "პარი-სენ ჟერმენი" სწორედ ამ შეხვედრაში შეეცდება რეაბილიტაციას.

ეს ფეხბურთელებსაც სჭირდებათ, გულშემატკივრებსაც და ლორან ბლანსაც, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო "მონპელიესთან" მოულოდნელი მარცხით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, "სტად დუ რუდურუზე" ბურთაობა ადვილი საქმე არ არის და ეს კი არა, პირველ წრეში პარიზელებმა შინაც ძლივს მოუგეს "გენგამს". მატჩი 2:0-ით კი დასრულდა, მაგრამ დედაქალაქელებმა ორივე ბურთი ბოლო წუთზე გაიტანეს.

"სენტ ეტიენს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჟირონდაში "ბორდოსთან" და თუ "მწვანეები" უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერიოზულად აპირებენ ბრძოლას, სასურველია, ეს თამაში მოიგონ, სულ მცირე კი, არ უნდა წააგონ.

თავისი საზრუნავი აქვს "ბორდოს", რომელიც ხუთეულისთვის იბრძვის და ძალიან კარგი სერიის მერე თამაში კვლავაც აერია. ფრანსის ჟიიოს გუნდს ლიგა ერთში ზედიზედ ორი წაგება აქვს და პარალელურად, ჟირონდელებმა ორივე თასზე ფიასკო განიცადეს.

მხოლოდ ჩემპიონატის შემყურე დარჩა კრისტოფ გალტიეს გუნდიც. ასე რომ, "ჟაკ შაბან-დელმაზე" ნამდვილი ომი იქნება.

"ნიცასთან" ცხრაგოლიან თრილერში წაგების შემდეგ ორივე თასის მიღმა დარჩა "მარსელიც", რომელიც "ლუი მეორეს" სტუმრობს.

რადამელ ფალკაოს გარეშე დარჩენილი "მონაკოს" თავკაცი კლაუდიო რანიერი წინა ხაზზე გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს და გადაწყვეტს, თუ ვინ შეუამხანაგოს ემანუელ რივიერს. მარსელელებს ამ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, აქედან სამ დღეში "ვალანსიენთან" წინა ტურის გადადებული მატჩის მოგებაზე უნდა იფიქრონ.

დანარჩენები

დანარჩენ შეხვედრებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს "ნანტი"-"რეიმსი" იწვევს. ორივე კარგ სეზონს ატარებს, ორივეს 32 ქულა აქვს და ორივე ინარჩუნებს ევროსაგზურის მოპოვების შანსს.

"რეიმსმა" უკვე რამდენგზის დაგვიმტკიცა, რომ სერიოზული სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია, მათ შორის, მეტოქეთა მოედანზეც. ამ გუნდს პსჟ-ისა და "მონაკოს" მერე, "ლილთან" ერთად, ყველაზე ცოტა (5) მარცხი აქვს.

რეიმსელთა წაქცევა ადვილი მართლაც არ არის, მაგრამ უფრო შემტევი სტილის "იადონები" საკუთარი გულშემატკივრებისა და გოლეადორის, ფილიპ ჯორჯევიჩის დახმარებით შეეცდებიან ამის გაკეთებას.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლიონი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ევიანი" ისევე ახლოს დარჩეს გასავარდნ ზონასთან, როგორც ახლაა. თავად "ოლიმპიკს" კი ხუთეულში შესვლა სწადია. აი, მერე კი, თუ გუნდი ასე გააგრძელებს, ვინ იცის, არც ის იყოს შეუსრულებელი მისია, რაც აქამდე კოშმარული სტარტის გამო შეუძლებელი ჩანდა - ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაბრძოლება.

თუ ლიონელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს, "ვალანსიენმა" კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა უნდა სცადოს წინ. არიელ იაკობსის ხელში გუნდს ისევ შეენიშნება სიცოცხლის ნიშნები და თუ ბოლომდე გადარჩენა უნდა, ასეთი მატჩები მოსაგებია.

სხვა აზრზე იქნება "ლორიანი" და კერძოდ, მისი ფორვარდი ვენსან აბუბაქარი, რომელიც ზაფხულში უფასოდ წამოვიდა "ვალანსიენიდან", დღეს კი ბრეტონელთა რიგებში უფრო დაფასებულია და ბომბარდირთა დავაში მესამე საპატიო პოზიციაზეა.

"მონპელიესა" და "ნიცას" დაპირისპირება გმირების ან დავითების დუელად შეიძლება მოვნათლოთ. ორივე მათგანმა გოლიათი დაამარცხა. რასაკვირველია, "მონპელიეს" მოგება პარიზში უფრო დიდი სენსაცია იყო, მაგრამ არც ნიცელთა "ველოდრომული" 4:5-ია ნაკლებად შთამბეჭდავი.

საქმენი საგმირონი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ცხრილს დავხედოთ. ამ წუთას ლიგა ერთში ქულები "მონპელიეს" ბევრად უფრო ესაჭიროება...

უინტერესო არც "ტულუზი"-"ბასტიაა", ხოლო წყალწაღებულთა დაპირისპირებაში "აიაჩო" ან ბოლომდე თავისთან ერთად დაძირავს "სოშოს", ანდაც ილუზიისოდენა შანსებს მაინც დაუტოვებს მონბელიარელებს.

საფრანგეთი. ლიგა. 1. XXII ტური

24 იანვარი

ლილი-რენი 1:1

გოლები: 1:0 კალუ (34), 1:1 დუკურე (41)

25 იანვარი

გენგამი-პსჟ 20:00

აიაჩო-სოშო 23:00

მონპელიე-ნიცა 23:00

ტულუზი-ბასტია 23:00

ნანტი-რეიმსი 23:00

ვალანსიენი-ლორიანი 23:00

26 იანვარი

ლიონი-ევიანი 17:00

ბორდო-სტ. ეტიენი 20:00

მონაკო-მარსელი 00:00

ბომბარდირები:

17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ᓘᓢᓐᓚᓘᓐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. VIII ᓢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓨᓔᓠᓪᓮᓕᓔᓜᓘᓚᓘ ᓚᓘᓓᓔᓠᓔᓑᓘ
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ დაწყევლა კუპერი?
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური: ენიეამას მშრალი კანონი
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
ბუნდესლიგა. XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: თითქმის გერდ მიულერი
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტურის წინ: კლასიკური ფრანგული დუელი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი კოტ დ'იუვარში ქალაქის მერად აირჩიეს
სალომონ კალუ: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მესის ოლიმპიური მაისურაა
ᓡᕐ
საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური: ჩაო, რავანელი
სერია A. XXXVII ტური: "რომა" ლიგაზე, "ლაციო" შარში [VIDEO]
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ვენსან აბუბაქარი: ზლატანისა და კავანის მდევარი
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓚᕐᕜᓓᓠᓝ ᓓᕐ ᓠᓝᕛᓐ ᓓᓐᓒᕕᓔᓛᓨᓕᓘᕓᓝᓑᓜᓔᓜ
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
ᓑᓠᓐᕖᓘᕚᕘᓐ 2014-ᓘᓡ ᓛᕝᓜᓐᓬᕘᓚᕔᓗᓐ ᓬᓐᓠᕓᓒᓔᕜᓐ: C ᓯᓒᓣᕤᓘ - ᓙᓝᕢ ᕓ’ᕘᓕᓣᓐᕠᓘ
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია [VIDEO]
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
ფელიპე ანდერსონი: შანსები თანაბარია, "ბაიერთან" "ლაციოს" კოზირი კი ტიფოზებია