"მილანი" თასიდან გამოვარდა
იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი "რომა" გახდა, რომელმაც "იუვენტუსი" ჩამოიცილა, დედაქალაქურ გუნდს კი "უდინეზე" შეუერთდა. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა "მილანი" მისსავე მოედანზე დაამარცხა და პატარა სენსაცია გამოაცხო.

მართალია, "როსონერის" დამარცხება აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ, როდესაც ევროსაგზურის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ლომბარდიელებს სწორედ თასზე ჰქონდათ, კიდევ ერთი მარცხი ნაკლებად სავარაუდო იყო. მით უმეტეს, ასევე კრიზისში მყოფ "უდინეზესთან".

"მილანმა" მხოლოდ პირველი 15-20 წუთი ივარგა, კარგად შეუტია და გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ სრულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მარიო ბალოტელიმ მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემა ზუსტი დარტყმით დააბოლოვა და გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმის მიწურულს ლუის მურიელმა თანაფარდობა აღადგინა - სამხრეთამერიკელმა სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

გადამწყვეტი ბურთი მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე გავიდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ნიკო ლოპესმა დრიბლინგი გამოაცხო და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა - 1:2 და "უდინეზემ" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სახიფათო მომენტების უმრავლესობა სწორედ "მილანის" კართან შეიქმნა და სტუმრებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეეხება "მილანს", გუნდმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა - ნათელია, რომ კლარენს ზეედორფს ზღვა სამუშაო აქვს, მაგრამ საკითხავი ისაა, იცის კი ზემ მუშაობა?

კლარენს ზეედორფი (მილანი): "ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ბევრი ხარვეზია, გუნდური მექანიზმი მოშლილია, მე კი სასწაულმოქმედი არ ვარ, რომ ერთ დღეში ყველაფერი გამოვასწორო. მთავარია, რომ პოტენციალი არის და ეს "უდინეზესთან" მატჩმაც გამოაჩინა. დავინახე ის პოზიტივი, რომელსაც უნდა მოვეჭიდოთ და რომლის საფუძველზეც ახალი გუნდი ავაშენოთ".

მილანი-უდინეზე 1:2

გოლები: 1:0 ბალოტელი (6), 1:1 მურიელი (41-პენ.), 1:2 ლოპესი (78).

მილანი (4-3-2-1): აბიატი - დე შილიო, რამი, საპატა (36. მექსე), ემანუელსონი (87. აბატე) - დე იონგი, ბირსა, ნოჩერინო (82. ჰონდა) - კაკა, რობინიო - ბალოტელი.

უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - დომიცი, ვიდმარი, დანილო - გაბრიელ სილვა, ერტო, ლაძარი (90. პინცი), ალანი, ბადუ - ფერნანდესი (69. პერეირა) - მურიელი (75. ლოპესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"სუონსის" სამი ვარიანტი: გიგზი, კოულმენი, გვიდოლინი
იტალიის თასი. 1/2-ფინალი: ფინალისტი ფლორენციაში გაირკვევა
უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
"სევილია": ვიტოლო დარჩა და "ატლეტიკო" გაანაწყენა
"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო აღარ ხუმრობს
ბარსელონა-სამპდორია 3:2 - მესის დუბლი და პასი "ჟოან გამპერის თასზე" [VIDEO]
რონალდოს იტალიაში მინიმუმ 2 ფეხბურთელი ჯობს - "ატალანტას" უკრაინელი ნახევარმცველი
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
სავარაუდო ტრანსფერი: მურიელი გაბიადინის შემცვლელად?
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ
ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?