თამაშამდე რომის ქუჩებში ორი ფანი დაჭრეს
"იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომა" იასპარეზებს. აი, "ლაციომ" კი ძალიან გაირთულა ვითარება და საიმისოდ, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვოს, სერია A-ს ბოლო ტურში, ნეაპოლში მინიმუმ ქულა უნდა აიღოს, რაც ურთულესი იქნება.

დიახ, განვლილმა რომაულმა დერბიმ ბოლო ტურს უდიდესი ინტრიგა დაუტოვა - "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ლაციოს" დაუხვდება და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორი გუნდის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" იმარჯვა, ხოლო იტალიაში თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, რაფა ბენიტესს შეგირდებს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევთ ხელს...

რომაული დერბის პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა, მეორე ნახევარში კი მეტად მოიცალეს გუნდებმა შეტევებისთვის და სამი გოლიც ვიხილეთ:

73-ე წუთზე, ხუან იტურბემ ვიკტორ იბარბოს შესანიშნავი პასით ისარგებლა და გახსნა ანგარიში, რასაც ფილიპ ჯორჯევიჩის შედეგიანი თავური მოჰყვა, მისი ასისტენტი კი მიროსლავ კლოზე გახლდათ. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, რაც მეტნაკლებად ორივე გუნდს აძლევდა ხელს, მაგრამ 85-ე წუთზე, იანგა-მბივამ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ შეარხია ფედერიკო მარკეტის კარის ბადე და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

"რომა" მეორეა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, "ლაციოს" კი გადამწყვეტი მატჩი წინ ელის...

P. S. თამაში დღისით გაიმართა, რათა პოლიციას ექსცესები თავიდან აეცილებინა, მაგრამ ტიფოზებს შორის ჩხუბი რომაულ ქუჩებში მაინც მოხვდა. საბოლოოდ, ორი ფანი დაჭრეს.

ლაციო-რომა 1:2

გოლები: 0:1 იტურბე (73), 1:1 ჯორჯევიჩი (81), 1:2 იანგა-მბივა (85)

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, ლულიჩი (55. კავანდა) - პაროლო, ბილია (79. კატალდი) - კანდრევა, მაური (76. ჯორჯევიჩი), ანდერსონი - კლოზე

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - კეიტა (68. პიანიჩი), ნაინგოლანი, დე როსი - ფლორენცი, იტურბე (85. დუმბია), ტოტი (61. იბარბო)

გაფრთხილება: ჯენტილეტი, ბილია, ლულიჩი, კლოზე - ტოროსიდისი, ფლორენცი, ტოტი, იტურბე

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-4 (3-2); ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 65 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური: ჩაო, რავანელი
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ᓘᓢᓐᓚᓘᓐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. VIII ᓢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓨᓔᓠᓪᓮᓕᓔᓜᓘᓚᓘ ᓚᓘᓓᓔᓠᓔᓑᓘ
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
ფელიპე ანდერსონი: შანსები თანაბარია, "ბაიერთან" "ლაციოს" კოზირი კი ტიფოზებია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური: ენიეამას მშრალი კანონი