დაბა ჩაქვში "ოაზისის" საცურაო აუზმა ვლადიმერ მამჩინისა და გიორგი კალანდაძის მემორიალს უმასპინძლა
დაბა ჩაქვში "ოაზისის" საცურაო აუზმა ღვაწლმოსილი მწვრთნელების - ვლადიმერ მამჩინისა და გიორგი კალანდაძის მემორიალს უმასპინძლა. მთავარი პრიზებისთვის 9 გუნდი იბრძოდა წრიული სისტემით.

უმცროსებში (1997-1998 წლებში დაბადებულნი) 4 გუნდი მონაწილეობდა. ყველას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსის" წყალბურთელებმა (ჯემალ ზამბახიძე, აკაკი კეჟარაშვილი, ირაკლი რაზმაძე, ილია გიგაური, გოჩა ვადაჭკორია, გუგა ბერიშვილი, ლაშა ბერიშვილი, ნიკოლოზ კორძაია, გიორგი ჭედია, რევაზ იმნაიშვილი, ალექსი ფირცხალავა, მამუკა თუხარელი, ილია დუმბაძე, ვიქტორ გვიმრაძე, მწვრთნელი სოსო მაისურაძე) აჯობეს. მათ ზედიზედ სძლიეს "ტონუსს" (11:3), "დელფინს" (10:7), ბათუმის სპორტსკოლის გუნდს (11:5) და 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ბათუმი და "ტონუსი" გავიდნენ.

უფროს ასაკშიც (1995-1996 წლებში დაბადებულნი) ლიგამუსელებმა იყოჩაღეს, ოღონდ მეორე გუნდმა (ზურაბ ალანია, მამუკა დავლიანიძე, ვახტანგ კუცია, ლუკა გელაძე, ზურაბ კვირკველია, ლევან მოსაშვილი, ერეკლე წამალაშვილი, გიორგი ჩახნაშვილი, დიმიტრი ვაჩაძე, მიხეილ კიტბაბიკოვი, გიორგი ტოტოღაშვილი, გიორგი ედილაშვილი, მიხეილ მებაღიშვილი, ლაშა კოჩიაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, თორნიკე შენგელია, მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილი), რომელმაც "ლიგამუსის" პირველ გუნდს 11:9 აჯობა, "ტონუსს" 15:2 მოუგო, ბათუმს - 14:5, ქუთაისს - 9:1. მეორე-მესამე ადგილები "ლიგამუს-1"-ს და "ბათუმს" ხვდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დავით თავართქილაძემ და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ დააჯილდოვეს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად