ოცნების გუნდის კონტურები
კევინ დურანტმა კიდევ ერთი ვირტუალური ქულა ჩაიწერა სეზონის MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში. 22 იანვრის ცენტრალურ მატჩში მან 36 ქულა დააგროვა და თავის გუნდს "სან ანტონიოსთან" გამარჯვება გაუნაღდა - 111:105 (კევინი ზედიზედ მეცხრე მატჩია მინიმუმ 30 ქულას აგროვებს).

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს "დურანტულამ" 46 ქულა მიითვალა "პორტლენდის" წინააღმდეგ და ამით "ოკლაჰომამ" "ბლეიზერსს" ლიდერობა წაართვა ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში. გუშინდელი მოგების შემდეგ კი "თანდერი" უკვე მთლიანად დასავლეთში იკავებს პირველ ადგილს.

დურანტს ტექსასში დიდი დახმარება გაუწია რასელ უესტბრუკის ტრავმის პერიოდში გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე რეჯი ჯექსონმა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. "სან ანტონიოში" კი ვერ მოინახა ღირსეული შემცვლელი ტიაგუ სპლიტერისთვის, დენი გრინისთვისა და კავაი ლეონარდისთვის. ეს უკანასკნელი თავიდან კარგად მეურვებოდა ჯექსონს, მაგრამ მეორე მეოთხედში იძულებით დატოვა მოედანი თითის მოტეხვის გამო.

"სპურსის" რიგებში მხოლოდ ტონი პარკერს გამოვყოფთ, რომელმაც შედეგიანობით აჯობა დურანტს (ფრანგმა 37 ქულა დააგროვა), მაგრამ მისი მონდომება მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ მასპინძლებს სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ოთხ ქულამდე შეემცირებინათ სხვაობა. მაგრამ ამას მოჰყვა ორი სამქულიანი დურანტისგან, რამაც საბოლოოდ დაასამარა ტექსასელთა იმედები.

მთლიანად ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ინდიანამ" რეგულარული ჩემპიონატის პირველი ნაწილი "ფინიქსთან" გამანადგურებელი წაგებით დაასრულა - 100:124. "ინდიანას" ვერც ერთმა ვარსკვლავმა ვერ შეძლო არიზონელთა სწრაფი კალათბურთისთვის გამკლავება. განსაკუთრებით აქტიურობდნენ გორან დრაგიჩი (22 ქულა 21 წუთში) და ჯერალდ გრინი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა დაემტკიცებინა "ინდიანასთვის", რომ შარშან მისი სხვა გუნდში გაშვება შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "პეისერსმა" გრინი "სანზში" მაილზ პლამლისთან ერთად გაუშვა, სანაცვლოდ კი ლუის სკოლა მიიღო. 22 იანვრის შედეგების მიხედვით, ეს გარიგება "ინდიანასთვის" გაუმართლებელი იყო: პლამლიმ გრინის 23 ქულას თავისი 11 დაუმატა, სკოლამ კი ეს მატჩი ჩააგდო. ასე რომ, "ფინიქსმა", რომელიც თავიდან უიმედო აუტსაიდერად მიიჩნეოდა, ისევ დაადასტურა სეზონის პირველი ნახევრის აღმოჩენის სტატუსი (24 მოგებით ჯეფ ჰორნაჩეკის გუნდი მეშვიდე ადგილზეა დასავლეთში).

ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს ნიუიორკელმა კალათბურთელებმა, სულ კი "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსის" ანგარიშზე 15-დან მხოლოდ შვიდი მოგება მოდის. ამჯერად მაიკ ვუდსონის შეგირდებმა "ფილადელფიასთან" შეირცხვინეს თავი, რასაც, ალბათ, არავინ ელოდა, რადგან "სიქსერსისგან" ამ სეზონში მოგება იშვიათი რამაა. ეს გამარჯვება ევან ტერნერის დამსახურებაა, რომელმაც შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, ახალბედა მაიკლ კარტერ-უილიამსს კი სამი შედეგიანი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე.

22 იანვრის სათამაშო დღეს სამმაგი დუბლი მაინც შედგა, რომლის ავტორი გახდა "ვაშინგტონის" გამთამაშებელი ჯონ უოლი. თუმცა ამან დედაქალაქურ კლუბს ვერ უშველა. "უიზარდსს" მეხუთედ ჰქონდა ამ სეზონში შანსი, დაეფიქსირებინა მოგება-წაგების 50-პროცენტიანი მაჩვენებელი და ისევ ვერ გადალახა ეს ზღვარი. ასეთი რამ "ვაშინგტონს" 2009 წლის შემოდგომის შემდეგ არ ჰქონია.

"ბოსტონისგან" 22 იანვარს ნაწვნევი მარცხი განსაკუთრებით დასანანი იყო, რადგან მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს "სელტიქსის" რიგებში რაჟონ რონდოს არყოფნა (მწვრთნელებმა გამთამაშებელს დასვენების საშუალება მისცეს). გარდა ამისა, "უიზარდსმა" ვერ შეინარჩუნა ბოლო წამებზე სამქულიანი უპირატესობა, ოვერტაიმში კი თანაბარ ანგარიშზე, 2.2 წამით ადრე ჩააგდებინა ორქულიანი ჯერალდ უოლასს. სხვათა შორის, ანგარიში თანაბარი იმიტომ იყო, რომ საჯარიმო ვერ გამოიყენა დედაქალაქელთა ცენტრმა მარცინ გორტატმა.

შარლოტი-კლიპერსი 95:91

26:25, 22:24, 24:21, 23:21

შ: ჯეფერსონი (24+10 მოხსნა).

კ: გრიფინი (27), ჯამ. კროუფორდი (20), რედიკი (15), ჯორდანი (4+20 მოხსნა).

კლივლენდი-ჩიკაგო 87:98

17:23, 27:20, 18:28, 25:27

კ: ირვინგი (26), უეიტერსი (15), ვარეჟაო (10+11 მოხსნა).

ჩ: ოგასტინი (27), ტ. გიბსონი (26), დანლივი (22), ნოა (9+18 მოხსნა).

მილუოკი-დეტროიტი 104:101

25:28, 25:28, 31:29, 23:16

მ: კ. ბატლერი (30), ნაითი (16).

დ: ჯენინგსი (30), სტაკი (23), მონრო (18), დრამონდი (11+12 მოხსნა).

ორლანდო-ატლანტა 109:112

21:29, 35:31, 24:28, 29:24

ო: ოლადიპო (24), ტ. ჰარისი (19+12 მოხსნა), ჯ. ნელსონი (17).

ა: მილსეპი (24), ტიგი (23), კეროლი (17), ანტიჩი (10+12 მოხსნა).

ტორონტო-დალასი 93:85

15:34, 31:17, 22:22, 25:12

ტ: დეროზანი (40), გ. ვასკესი (17), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა).

დ: ელისი (21).

ვაშინგტონი-ბოსტონი 111:113 (ო)

22:32, 21:29, 30:15, 26:23, 12:14

ვ: უოლი (28+11 მოხსნა+10 პასი), ნენე (17), გორტატი (11+13 მოხსნა).

ბ: ჯეფ გრინი (39), პრესი (20), სალინჯერი (14+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ფილადელფია 106:110

26:33, 30:28, 24:23, 26:26

ნ-ი: ენტონი (28), ბარნიანი (20), შამპერტი (19), ტ. ჩენდლერი (10+14 მოხსნა).

ფ: ტერნერი (34+11 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (19+12 მოხსნა), ტ. იანგი (19), ჯ. ანდერსონი (18).

ჰიუსტონი-საკრამენტო 119:98

29:22, 26:22, 33:29, 31:25

ჰ: ჰოვარდი (26+13 მოხსნა), ჰარდენი (24), კასპი (20+12 მოხსნა), პარსონსი (19).

ს: უილიამსი (22+11 მოხსნა), ა. ტომასი (20).

სან ანტონიო-ოკლაჰომა 105:111

24:30, 29:25, 22:21, 30:25

ს-ა: ტ. პარკერი (37), დანკანი (14+13 მოხსნა).

ო: დურანტი (36), ს. ჯექსონი (27).

ფინიქსი-ინდიანა 124:100

30:29, 32:20, 34:30, 28:21

ფ: ჯერ. გრინი (23), გ. დრაგიჩი (21), მორისი (20).

ი: ჯორჯი (26), ჯორჯ ჯოლი (16).

ოცნების გუნდის კონტურები

23 იანვარს აშშ-ის კალათბურთის ფედერაცია დაასახელებს მოთამაშეთა გაფართოებულ სიას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვისა და 2016 წლის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად.

სიაში შეიყვანენ 25-30 კალათბურთელს და მათგან შეარჩევენ 12 მოთამაშეს ესპანეთში პლანეტის პირველობაზე და რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის.

ამერიკული გაზეთები ეჯიბრებიან ერთმანეთს რაც შეიძლება ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში. უკვე დღეს არის ცნობილი, რომ სიაში ნამდვილად შევლენ NBA-ს ახალგაზრდა ვარსკვლავები - სტივენ კარი, დემარკუს კაზინსი, დამიან ლილარდი, პოლ ჯორჯი.

ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა ESPN-ის მიმომხილველი მარკ სტეინი, რომელმაც სიის თავისი ვერსია შემოგვთავაზა:

მცველები: ბრედლი ბილი, სტივენ კარი, კაირი ირვინგი, ჯეიმს ჰარდენი, გორდონ ჰეივორდი, დამიენ ლილარდი, კრის პოლი, დერიკ როუზი, კლეი ტომპსონი, რასელ უესტბრუკი, დერონ უილიამსი.

ფორვარდები: კარმელო ენტონი, ანდრე იგუოდალა, ლებრონ ჯეიმსი, კაილ კორვერი, კავაი ლეონარდი, კევინ დურანტი, პოლ ჯორჯი, ბლეიკ გრიფინი, კევინ ლავი.

ცენტრები: დამარკუს ოლდრიჯი, ტაისონ ჩენდლერი, დემარკუს კაზინსი, ენტონი დევისი, დუაიტ ჰოვარდი, დევიდ ლი, ანდრე დრამონდი, კენეტ ფარიდი.

Yahoo!Sports-ის მიმომხილველის, ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, კრის პოლი, კარმელო ენტონი და ლებრონ ჯეიმსი გამოტოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატს ესპანეთში, მაგრამ ითამაშებენ 2016 წელს, ზაფხულის ოლიმპიადაზე. ნაკრებში აღარ იქნება კობი ბრაიანტი. როგორც უკვე ვწერდით, "ლეიკერსის" ლიდერმა დაასრულა სანაკრებო კარიერა.

გარდა ამისა, ვოინაროვსკიმ ახსნა ამ სიაში დუაიტ ჰოვარდის გამოჩენა, რომელსაც 2008 წლის შემდეგ არ უთამაშია ეროვნულ გუნდში. როგორც ირკვევა, "ჰიუსტონის" ცენტრმა თავად გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილი.

აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ნაკრებს ესპანეთშიც და რიო-დე-ჟანეიროშიც ტიტულის დაცვა მოუწევს.

იტალიური გაზეთის, "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ჩინეთი, ბრაზილია და საბერძნეთი მიიღებენ ოთხიდან სამ "უაილდ-ქარდს" მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. მეოთხე საგზურზე პრეტენზიას რუსეთი, იტალია და თურქეთი აცხადებენ.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას მილიონი ევრო შესთავაზა "უაილდ-ქარდის" სანაცვლოდ. რაც შეეხება დარჩენილ ერთ ვაკანსიას, მისი მიღების ფავორიტია თურქეთი, რადგან მას ზურგს უმაგრებენ მძლავრი სპონსორები - Turkish Airlines-ი და BEKO.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]