ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ზაფხულს "მილანის" მესვეურებს გაძლიერებაზე მეტად, შემადგენლობის შენარჩუნებაზე მოუწევთ ზრუნვა. იტალიურ პრესაში
ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ზაფხულს "მილანის" მესვეურებს გაძლიერებაზე მეტად, შემადგენლობის შენარჩუნებაზე მოუწევთ ზრუნვა. იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ალეშანდრე პატუს გადაბირება კვლავაც სურთ ლონდონის "ჩელსის" და მადრიდის "რეალს". ხსენებულ გუნდებს არაერთხელ მოეცარათ ხელი პატუს ტრანსფერზე მუშაობისას, თუმცა თავისას მაინც არ იშლიან და როგორც ჩანს, ბედს ამ ზაფხულსაც ცდიან. ეგ არის, რომ თავად პატუს მილანიდან აბარგების არავითარი სურვილი არ აქვს. აი, რას ამბობს ალეშანდრე:

"გაზეთებს უკვე აღარც ვკითხულობ, რადგან უამრავი სისულელე იწერება. "მილანთან" 2014 წლამდე მაკავშირებს ხელშეკრულება და მის გაწყვეტას არ ვაპირებ. "რეალი" უკვე დიდი ხანია ჩემს მიმართ ინტერესს გამოხატავს, კონკრეტული წინადადებითაც მომმართეს, მაგრამ არც კი განმიხილავს. ვუთხარი მადრიდელებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ "როსონერის", თუ თვითონ კლუბი მოისურვებს ჩემს გაშვებას. ამიტომ, ნებისმიერი კლუბის მესვეურებს ვურჩევდი, რომ ჩემთან საუბარში დრო არ დაკარგონ".

პატუს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიის ასპარეზობასა და სანაკრებო პერსპექტივებზეც მოუხდა საუბარი: "მუნდიალი განსაკუთრებული მოვლენაა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ჩემპიონატით აღფრთოვანებუილი არ ვარ. მხოლოდ რამდენიმე თამაში იყო, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, თამაშის ხარისხი ნორმალური იყო, თუმცა შედეგი ძალიან ცუდი. შესაძლოა, სხვა ნებისმიერი ნაკრებისთვის მეოთხედფინალი წარმატებაა, მაგრამ არა ბრაზილიისთვის. ჰოლანდიასთან მარცხის მიზეზი? - ჩემთვის დღემდე აუხსნელია რატომ გამოიყვანა წყობიდან მთელი გუნდი ფელიპე მელოს ავტოგოლმა. ანგარიში მხოლოდ 1:1 გახდა და თამაშის მშვიდად გაგრძელება იყო საჭირო, დუნგას შეგირდები კი რატომღაც აირივნენ და ბევრი შეცდომა დაუშვეს.

როდესაც ანგარიში საყაიმო იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჰოლანდიელები იგებდნენ და თამაშს მშვიდად აკონტროლებდნენ. ვფიქრობ, რომ აქ მწვრთნელმა დაუშვა შეცდომა, სწორედ მას უნდა დაემსვიდებინა გუნდი, რასაც ვერ გაართვა თავი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დუნგაზე ნაწყენი ვარ, მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. ისე კი, იმედი მაქვს, რომ ახალი მწვრთნელი ყურადღებას მომაქცევს და ეროვნულ გუნდში დამაბრუნებს. ამისთვის "მილანში" სტაბილური ასპარეზობაა საჭირო და თავის დაზოგვას ნამდვილად არ ვაპირებ".

პრესაში იმის შესახებაც იწერება, რომ "მილანის" მესვეურები კვლავაც ვერ მოურიგდნენ რონალდინიოს ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. ამბობენ, ამის ნიადაგზე სერიოზულ უთანხმოებას აქვს ადგილი და არ არის გამორიცხული, გაუჩომ გუნდი გამოიცვალოსო. "როსონერის" სატრანსფერო კონსულტანტი ერნესტო ბრონძეტი ამ ინფორმაციას უარყოფს:

"რონალდინიოს ინტერესებს მისი ძმა იცავს, რომელთანაც სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა. არანაირი უთანხმოება არ გვაქვს და ვერ ვხვდები, საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. გაუჩოს "მილანში" სურს დარჩენა და 20 ივლისს შეკრებაზე აუცილებლად გამოცხადდება. როგორც მისმა ძმამ მითხრა, საზაფხულო შესვენიბისას არც კი დაუსვენია და მუდმივად ვარჯიშობდა. ძალიან უნდა, რომ მომავალი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება".

კიდევ არაერთ "მილანელზე" ვრცელდება ცნობები სხვა გუნდში გადაბარგებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. აქვე, კიდევ ერთ ამბავზე უნდა ვთქვათ, რომელიც უკვე შესაძლო შენაძენს ეხება. "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ უახლოეს დღეებში ადრიანო გალიანი ბარსელონაში ჩავა, რათა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს. სილვიო ბერლუსკონის მარჯვენა ხელი "ასუნგრანას" პრეზიდენტს, სანდრო როსელის შეხვდება და პირადად მასთან გაარკვევს ყველა საკითხს. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, გალიანის 35 მილიონი ევრო აქვს გამზადებული და თუ საჭირო გახდა, ამ თანხას კიდევ ერთ ფეხბურთელს, კლას-იან ჰუნტელაარს დაამატებს. იბრა "ბარსელონაში" ბოლომდე ვერ გაიხსნა და არ არის გამორიცხული, როსელი წინადადებას დათანხმდეს, მაგრამ ჯერ უცნობია, რა პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელს - ზლატანი წლების განმავლობაში ასპარეზობდა "ინტერში" და "მილანში" გადაბარგებით, შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას. ვნახოთ, უახლოეს დღეებში წესით ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა