ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რიჩი დიქსონი: მსოფლიო თასზე ელიტასთან ბრძოლა მოგვიწევს

რიჩი დიქსონი: მსოფლიო თასზე ელიტასთან ბრძოლა მოგვიწევს

ბევრი შრომა დაგვჭირდება, რომ მათთვის იოლად დასამარცხებელი გუნდი არ ვიყოთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნომბრის ტესტებზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. "ბორჯღალოსნებს" მწვრთნელთა ახალი ჯგუფი ხელმძღვანელობს და ამიტომ ძნელი სავარაუდო იყო, რამდენად იოლად შეძლებდნენ რიჩი დიქსონი და კომპანია მორაგბეებთან კონტაქტის დამყარებას. ცხადია, რაგბის კავშირის ხელმძღვანელების მიერ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის შეცვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, როგორც გამოჩნდა, ეს რისკი გამართლებული აღმოჩნდა.

რიჩი დიქსონს შოტლანდიაში გამგზავრებამდე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" შევხვდით და განვლილი ორი ტესტ მატჩისა და სამომავლო გეგმების თაობაზე ვესუბრეთ.

- საქართველოს ნაკრებმა მწვრთნელთა ახალი შტაბის ხელმძღვანელობით ორი ტესტ მატჩი გამართა. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, მოხერხდა თუ არა დასახული გეგმის განხორციელება?

- მწვრთნელთა ახალი შტაბი ეროვნული გუნდის თბილისში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, როგორ უნდა დავხმარებოდით მორაგბეებს, რათა მათი თამაშის ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. პირველ მატჩამდე, კანადის ნაკრებთან, მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა გვქონდა. მოკლე ვადებში უნდა მოგვესწრო შერკინებისა და უკანა ხაზის შეთამაშება.

ადრე გუნდი ორად იყო გაყოფილი. სამუშაოს ძირითად ნაწილს მორკინალები ასრულებდნენ, უკანახაზელები მათ მხარს ვერ უბამდნენ. ჩვენი მიზანი იყო, ეს ხარვეზი აღმოგვეფხვრა და უზრუნველგვეყო მათი კოორდინირებული მოქმედება. ამიტომ მოთამაშეებს სწორედ იმ ელემენტებში ვავარჯიშებდით, რომელიც ამ მიზნის განხორციელებას ემსხურებოდა.

- შეძლო თუ არა გუნდმა, თუნდაც კანადის ნაკრებთან მატჩში, თამაშის ახალი ელემენტების გამოყენება?

- ცხადია, ნაჩქარევად რაიმე რადიკალური ცვლილების განხორციელბა ძნელია, მაგრამ კანადელებთან მატჩში მორაგბეებმა სცადეს ვარჯიშზე დამუშავებული ახალი ელემენტები თამაშისას გამოეყენებინათ. ეს ჩვენი, მწვრთნელების მოთხოვნაც იყო. ვიცოდით, რომ შეცდომებს დაუშვებდნენ, მაგრამ ამ შეცდომებს დეზორიენტაცია არ უნდა გამოეწვია. შეცდომებზე უნდა ისწავლონ, სწორი გზა დაინახონ, ისწავლონ სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

ეს ორი კვირა საკამოდ ნაყოფიერი გამოდგა. უკვე ვიცით, რაზე უნდა ვიმუშავოთ. ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მოთამაშეებს დავეხმაროთ პროგრესის მიღწევაში.

- კანადის ნაკრებთან მატჩისაგნ განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან "ბორჯღალოსნებმა" ოდნავ უარესად ითამაშეს...

- კანადის ნაკრებთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენმა გუნდმა ამერიკელებთან უკეთესად ითამაშა მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში იმდენად დიდი იყო მოწინააღმდეგისგან ზეწოლა, რომ მორაგბეებმა ძველი სტილით დაიწყეს თამაში.

შესვენებაზე გუნდს დაველაპარაკეთ, ავუხსენით როგორ ეთამაშათ. მორაგბეებმა სწორად გაიგეს, მათგან რას ვითხოვდით. ვუთხარით, რომ ბრძოლა, როგორც სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებითაა საჭირო.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რამაც თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა. კანადასთან მატჩისგან განსხვავებით, ბოლო ათი წუთი სულ ჩვენ ვუტევდით და ყველაფრის საზღაურად დამსახურებული ჯილდო მივიღეთ. აბა გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყო, საქართველოს ნაკრებმა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი და მთლიანად მატჩიც რომ მოიგო. სტატისტიკა ყურადღებით დავათვალიერე და ვნახე, რომ გუნდი მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარს უარესად ატარებდა. თუნდაც კანადასთან - პირველი ტაიმი 15:8 მოვიეგთ, მეორე კი ფრედ - 7:7 დამთავრდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან კი პირიქით მოხდა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა მობილიზება, ძალების მოკრება შეძლო. ძალიან მახარებს, რომ მოთამაშეები ფიზიკურად არ დაღლილან, სათამაშო ფორმა არ დაუკარგავთ.

ჩვენ დიდ ძალისხმევას ვახმართ იმას, რომ მოთამაშეებმა რაგბის გამართულად თამაში ისწავლონ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მიეჩვიონ. ვცდილობთ, გავწვრთნათ ისინი არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭები ყოველივე ამას სწორად აღიქვამენ.

- წინ ერთა თასის მორიგი გათამაშებაა. ამ ტურნირს, ალბათ, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ. ნაკრებში ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ?

- ამ ორი თამაშისთვის მზადებისას საქართველოს A ნაკრების მოთამაშეებიც გვყავდა მოწვეული. ისინი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და იგივეს აკეთებდნენ, რასაც ეროვნული გუნდის მოთამაშეები. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა დეკემბერ-იანვარში მათ საშუალება მიეცეთ მოემზადონ და ერთა თასის მატჩებს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ. ძალიან ბევრი ისეთი მორაგბეა, რომელთაც, ამჯერად, თამაშმა არ მოუწია.

ვნახოთ, ვინ როგორ მზადყოფნაში იქნება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათ მომზადებაში A ნაკრების მწვრთნელები უნდა დაგვეხმარონ. ასევე ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ მწვრთნელების განვითარების პროცესს.

- ახლახან გაირკვა, რომ მსოფლიო თასზე ჩვენი მეოთხე მეტოქე კარგად ნაცნობი რუმინეთის ნაკრები იქნება. თქვენ ამ ქვეყნის ფედერაციას რაგბის განვითარების პროგრამის შექმნაში ეხმარებით და შესაბამისად კარგად იცნობთ, რუმინულ რაგბის.

- დიახ, რუმინულ რაგბის კარგად ვიცნობ, მაგრამ ამ ქვეყნის ერივნულ ნაკრებთან შეხება არ მქონია. განვითარების პროგრამაზე მუშაობისას მეტ დროს საქართველოში ვატარებდი და რუმინეთში მაშინ ჩავდიოდი, თუ ამას IRB მთხოვდა. ასე რომ, ჩემი საქმიანობასა და მათ ეროვნული ნაკრებს შორის კავშირი არ არის.

მსოფლიო თასზე რუმინელები კარგ გუნდს გააგზავნიან. მათ ბევრი გამორჩეული, მაღალი დონის პროფესიონალი მორაგბე ჰყავთ. მოკლედ, რუმინეთის ნაკრებში ბევრი არაფერი შეცვლილა. ქართველი და რუმინელი მორაგბეები ერთმანეთს კარგად იცნობენ და არ მგონია, მათგან რაიმე სიურპრიზი იყოს მოსალოდნელი.

- როგორ შეაფასებდით, ჯგუფურ ტურნირში სხვა მეტოქეებს, ინგლისს, არგენტინას და შოტლანდიას. რას შეიძლება ველოდოთ ჩვენი გუნდისგან მათთან დაპირისპირებისას?

- ვერ ვიტყვი რომ მოვუგებთ, თუმცა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მათთვის იოლად დასამარცხებელი გუნდი არ ვიყოთ. ინგლისი მსოფლიო რეიტინგში მეხუთეა, შოტლანდია მეშვიდე, ხოლო არგენტინა მერვე. ისინი მაღალი დონის გუნდები არიან და ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდება, რომ ჩვენ ნაკრებსა და მათ შორის დონეთა სხვაობა შევამციროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• state

ვერ მოვუგებთ?:)? თამაში არ დაწყებულა და უკვე დანებდი ტო:?) 2011 ჩასატარებელი მატჩები 2010 წააგე უკვე:?) ის მაინც თქვი არაფერს დავთმობთთქო... დამარცხებულის სახელს ნუ მოგვაკერებ აქედანვე... გეტყობა ქართველი რომ არ ხარ....

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!