მინსკში, რესპუბლიკის 2014 წლის თასის ღია გათამაშებაზე, საქართველოს სახელით პირველად გამოდიოდა ვარვარა ივანოვა
თანამედროვე ხუთჭიდი უფრო დახვეწილი, სრულყოფილი და, რაც მთავარია, მართლაც რომ კარგი სანახავი ხდება.

აქამდე თუ სპორტის ხუთივე სახეობა დროში გაწელილი იყო და 4-5 დღეს გრძელდებოდა, ახლა მიდგომა შეიცვალა.

ოლიმპიური პრინციპია, თამაშებში შემავალი პროგრამა რაც შეიძლება დინამიკური და სანახავად საინტერესო იყოს.

რამდენიმე დღეზე განაწილებული ერთი პროგრამა კი მოუხერხებელია მაყურებლისთვისაც და ტელეკომპანიებისთვისაც, რომლებიც სოლიდურ შემოსავალს აძლევენ ოლიმპიურ მოძრაობას.

ამ დღეებში ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, რესპუბლიკის 2014 წლის თასის ღია გათამაშებაზე, მაყურებელმა პირველად იხილა ის სიახლეები, რამაც საერთაშორისო ფედერაციის ნებართვით, სრულიად ახლებურად წარმოაჩინა სპორტის ეს რაინდული სახეობა.

მაგალითად, შეიცვალა ფარიკაობაში შეჯიბრების ჩატარების სისტემა, რამაც სანახაობრივად უფრო მიმზიდველი გახადა იგი. ასპარეზობის მასპინძლებმა, ასევე, ცხენოსნურ მანეჟში სროლა და რბენაშიც ჩაატარეს შეჯიბრება. გამოვიდა, რომ ერთი ტრიბუნიდან მაყურებელმა თვალი მიადევნა თანამედროვე ხუთჭიდის ოთხი სახეობის ასპარეზობას. ეს სიახლე კი ყველას მოეწონა და ყველა აღაფრთოვანა.

თასი გათამაშდა როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. მონაწილეობდნენ ბელორუსის, რუსეთის, ლიტვის, გერმანიის და საქართველოს სპორტსმენები.

ქალთა შეჯიბრებაში საქართველოს სახელით პირველად გამოდიოდა ვარვარა ივანოვა, რომელიც ფინალში 27 სპორტსმენს შორის მე-7 ადგილს დასჯერდა. ვარვარა ახლა მსოფლიოს თასისთვის ემზადება, რომელიც აკაპულკოში (მექსიკა) გაიმართება თებერვლის ბოლოს.

"სეზონის დასაწყისისათვის ურიგოდ არ გამოვსულვარ. განსაკუთრებით კარგი შედეგი ცურვაში მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რთულად სამართავი ცხენი შემხვდა, კონკურსის მარშრუტი სუფთად გავიარე. კომპლექსურ ვარჯიშს ახლა ვიწყებ და მომავალში უკეთესი შედეგის იმედი მაქვს," - აცხადებს ჩვენი სპორტსმენი.

თორნიკე გაჩეჩილაძე

maia
ამიხსენით რა კავშირშია ხუთჭიდი მძლეოსნობასტან?
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა