სანაძის გუნდმა საკმაოდ მძლავრ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში - 65:63 სძლია
"სან დიეგო ტორეროსმა" სტუმრად "პორტლენდი" დაამარცხა. დუდა სანაძის გუნდმა საკმაოდ მძლავრ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში - 65:63 სძლია. ეს ის "პორტლენდია", ლიდერ "გონზაგას" "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში ამ სეზონში ერთადერთი მარცხი რომ აწვნია.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სანდიეგოელებმა გამარჯვება დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთზე მეტი არ გაუტარებია. სანაძემ მთლიანობაში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა და მისი შედარებით მცირე ხნით თამაშის მიზეზიც ეს უნდა იყოს.

არადა, დუდამ შეტევაში შედეგიანობა გამოავლინა და ის 8 ქულა, რაც მთლიანობაში მოაგროვა, 5 წუთის ინტერვალში მიითვალა.

სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად, სამქულიანი არ ააცილა. დიმ 2 დღის წინ "გონზაგასთან" 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად კი პორტლენდელებს 4-დან 4 ჩაუგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა დაგროვდა, მეორე მექულე კი დენის კრამერი გახდა 15 ქულა-10 მოხსნით.

"სან დიეგო" ამ გამარჯვების შემდეგ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 30 იანვარს, სან დიეგოში, კონფერენციაში მეორე ადგილზე მყოფ "სეინთ მერისთან" ელის.

წყარო: gbf.ge

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
გოგას 4 ქულა და 2 მოხსნა 6 წუთში - "ორლანდო" "პორტლენდთან" 3 ქულით დამარცხდა [VIDEO]
"პორტლენდმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა
საუკეთესოთა ჭიდილში კალათბურთმა იმარჯვა! [VIDEO]