აშშ-ში 30 წელია, ყველაზე პოპულარული სპორტი ამერიკული ფეხბურთია
ზედიზედ 30 წელია, ამერიკული ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისი გამოკვლევა ჩაატარა კომპანია Harris Poll-მა.

2014 წელს გამოკითხულთა 35-მა პროცენტმა საყვარელ ლიგად NFL (ფეხბურთის ეროვნული ლიგა) დაასახელა, მეორე ადგილზე გავიდა MLB (ბეისბოლის მთავარი ლიგა) - მას ხმა მისცა რესპონდენტთა 14-მა პროცენტმა. შემდეგ მოდიან - ამერიკული ფეხბურთის სტუდენტური ლიგა (11 პროცენტი), ავტოსპორტი (7 პროცენტი), საკალათბურთო NBA (6 პროცენტი), ჰოკეის NHL (5 პროცენტი) და სტუდენტური კალათბურთი (3 პროცენტი).

მსგავსი გამოკითხვა პირველად 1985 წელს ჩატარდა. მაშინ NFL-მ MLB-სთან მხოლოდ ერთი პროცენტი წააგო, მაგრამ მას შემდეგ ამერიკული ფეხბურთის პოპულარობა იზრდება, იმ დროს, როცა ბეისბოლი სულ უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ამერიკელებში. გარდამტეხი მომენტი გახდა 1994 წლის ლოკაუტი. სწორედ მაშინ გაჩერდა ბეისბოლის პოპულარობის ზრდა.

ძლიერი ვარდნა განიცადა გოლფმა. ტაიგერ ვუდსის პროფესიული კარიერის განმავლობაში, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო, აშშ-ის მოსახლეობის ოთხი პროცენტი ასახელებდა გოლფს სპორტის საყვარელ სახეობად, მაგრამ 2010 წლიდან, როცა ვუდსი სექსუალური სკანდალის გმირი გახდა, გოლფს საყვარელ სპორტად მხოლოდ ორი პროცენტი ასახელებს.

სპორტის სახეობის პოპულარობა აგრეთვე დამოკიდებულია დემოგრაფიულ მონაცემებზე. ასე მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც აღმოსავლეთ სანაპიროზე სოფლის დასახლებებში ცხოვრობენ, უპირატესობას ამერიკულ ფეხბურთს ანიჭებენ. ისინი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას დოლარს აღემატება, უფრო ბეისბოლისკენ იხრებიან. ამავდროულად, აფროამერიკელებს სპორტის ამ სახეობაში წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი აქვთ, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების პრიორიტეტი ავტოსპორტია, - წერს ESPN-ი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კრიშტიანო რონალდო გაცილებით ძვირფასი ბრენდია, ვიდრე - ლიონელ მესი
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ტაიგერ ვუდსი სკანდალში გაეხვია
ტაიგერ ვუდსი მეძავებს ვერ ელევა
ლინდსი ვონი - ქალი, ვისთანაც მამაკაცებს გაჯიბრების ეშინიათ [PHOTO]
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება