"ტორო როსომ" მოასწრო
2014 წლის ჩემპიონატისთვის ახალი ბოლიდების პრეზენტაციების რიგი "ზაუბერმა" გააგრძელა: შვეიცარიელებმა ონლაინ რეჟიმში წარმოადგინეს სიახლე - C33. ალბათ, ეს არის ყველაზე კონსერვატული მანქანა 2014 წლის ჩემპიონატის პელოტონიდან.

მომავალ სეზონში "ზაუბერის" მანქანით გამოსვლა მოუწევთ გერმანელ ადრიან სუტილსა და მექსიკელ ესტებან გუტიერესს.

გუნდის მთავარი კონსტრუქტორი ერიკ განდელენი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ავტომობილი, რომელიც "ფერარის" ძრავით არის აღჭურვილი, კარგ შედეგებს მოიტანს.

"2014 წელს, წესების რადიკალური ცვლილებების მიზეზით, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, - განაცხადა მან. - ვიცით, რა შეუძლია ჩვენს ავტომობილს და კმაყოფილები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ რთულია თქვა, რამდენად სწრაფები ვიქნებით კონკურენტების ფონზე".

"ტორო როსომ" მოასწრო

27 იანვარსვე თავისი ახალი ბოლიდის რეალური პრეზენტაცია მოაწყო "ტორო როსომ" და მის ქმნილებას - STR9-ს უკვე 28 იანვარს ვნახავთ საქმეში, როცა ესპანეთის ხერესში დაიწყება წინასასეზონო ტესტების პირველი სერია.

მანქანის დიზაინი გუნდის ტექნიკური შეფის, ჯეიმს კის ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ბოლიდის "ცხვირის" ფორმა დაახლოებით იგივეა, რაც "უილიამსის" შემთხვევაში ვიხილეთ.

"ახალი სეზონი ბევრი ასპექტის გამო იქნება საინტერესო, - განაცხადა პრეზენტაციის დროს იტალიური გუნდის ბოსმა ფრანც ტოსტმა. - მე 2014-ს ახალი სტრატეგიებისა და იდეების წელს დავარქმევდი. ადრე არასოდეს გვიმუშავია ახალ მანქანაზე ასე სერიოზულად. ბაზის თანამშრომლები ღამის ორ საათამდე არ ტოვებდნენ შენობას, მაგრამ ყველაფერი მოვასწარით".

დღეს "რენოს" ძრავით აღჭურვილ STR9-ს ტრასაზე გაიყვანს ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი, ოთხშაბათს კი ბოლიდზე იმუშავებს რუსი დებიუტანტი დანიილ კვიატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფორმულა 1-ში რუსი პილოტი შეიძლება წელსაც ვნახოთ
"ზაუბერში" რუსს მექსიკელი ამჯობინეს
ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ მარშალს თავზე გადაუარა [VIDEO]
ფორმულა 1: "დიდი ცირკი" ყოველთვის სახიფათო იყო
"რედ ბული" ჯერ ვერ დადის
ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ᓐᓕ
უნგრეთის გრან პრი ფეტელის დუბლით დაიწყო
"ზაუბერმა" ადრიან სუტილი აირჩია
უნგრეთის გრანპრი ციფრებში