თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ ორმაგად მოტივირებული გიორგი ილურიძე
"სლობოდნა დალმაციამ" სპლიტის "ჰაიდუკის" ქართველ ლეგიონერ გიორგი ილურიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ასე იწყება:

"როგო რაჰა" - ქართულად ნიშნავს "როგორ ხარ"? "კარგად" - "კარგად". კარგია, როცა ასეა. გიორგი ილურიძე, რომელსაც "ჰაიდუკში" ყველა გიოს ეძახის, კარგად აცნობიერებს, რომ ჯერაც ბევრი ჰმართებს სპლიტელი პუბლიკის.

- დიახ, ასეა - მე მხოლოდ ორი თამაში ვითამაშე, რასაც კარგად ეთქმის - "ლოკომოტივისა" და "დინამოს" წინააღმდეგ. "ზადარს" გავუტანე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კარგად გავისარჯე ამ შეხვედრაში.

"ნიეტ ჰარაშო", - ამტვრევს ხორვატიულად ილურიძე. მას კარგად ესმის, თუმცა ცოტას ლაპარაკობს ჟურნალისტების წინაშე.

ილურიძე აფრიკელ კუასისთან ერთად არის ოთახში, რათა უფრო ხშირად ისაუბრონ ხორვატიულად. კუასიმ უკვე კარგად აითვისა ენა, გიო კი ცოტას ნერვიულობს.

- ვიცი, როცა კარგად ვთამაშობ და როცა ვერა. ამ სეზონში 2-3-ჯერ მცირე ტრავმამ შემიშალა ხელი, ერთხელაც ტრავმა დავმალე, ვითმენდი.

- როგორც კოპრივნიცაში, როცა სწრაფი შესვლა იყო საჭირო?

- დიახ, ფეხები, უბრალოდ, არ მემორჩილებოდა. საქართველოში კიდევ შესაძლებელია დაბალი ტემპით ფონს გასვლა, აქ სულ სხვა მოთხოვნებია, სულ სხვა ფიზიკური მომზადება, ტაქტიკა და ტემპი.

- ამის მიუხედავად, "დილამ", სადაც თქვენ თამაშობდით, გამოაგდო ევროგათამაშებიდან "ჰაიდუკი"...

- ეს უდიდესი მოტივაციის ხარჯზე მოვახერხეთ, მაგრამ ყოველ თამაშში მოტივაციით ფონს ვერ გახვალ.

ილურიძე დღესასწაულებზე სამშობლოში იყო, მეგობრებსა და ნათესავებს "ჰაიდუკიდან" სუვენირები ჩაუტანა. ქართველი ხორვატიაში მოტივირებული დაბრუნდა, ის მზადაა სამუშაოდ. ახლა ილურიძე აცხადებს, რომ სრულიად ჯანმრთელია.

- მარტო მონდომებაც არ არის. მოხარული ვარ, რომ მარცხენა ფრთაზე გადავყავარ მწვრთნელს, ამ პოზიციაზე თამაში უფრო მიადვილდება. მექნება მეტი სივრცე დრიბლინგისთვის.

ილურიძე ზაფხულს იხსენებს, როცა "დილადან" თბილისის "დინამოში", "ოლბორგსა" და ვენის "რაპიდში" ეძახდნენ, მან კი "ჰაიდუკი" აირჩია.

- მომეწონა თავად ქალაქი სპლიტი, დალმაცია; აქაური სიმღერებიც მომწონს.

პარასკევს ილურიძის გუნდს თბილისის "დინამოსთან" ტესტ-მატჩი მოელის.

- ორმაგი მოტივაცია მაქვს ამ თამაშზე მინდა "ჰაიდუკის" ფანებს ვუჩვენო, რომ გუნდმა ტყუილად არ შემიძინა და მინდა, ეს ჩემი თანამემამულეების წინაშე გავაკეთო.

თურქეთში ილურიძე თავს შესანიშნავად გრძნობს შეკრებაზე, უკვე ერთი გოლიც გაიტანა:

- ჯერ კიდევ "ანჟიში" თამაშისას ბელეკში ჩამოვდიოდით. აქ ყველა სასტუმრო და ყველა მოედანი ზეპირად ვიცი, მასპინძელივით ვარ.

ასევე იხილეთ:

გიორგი ილურიძემ თურქულ შეკრებაზე კორეელებს გაუტანა [VIDEO]

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა