ლამის სამჯერ ნაკლები ბიუჯეტის მიუხედავად, რუსთავის "მეტალურგმა" რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატა და თურქეთში შეკრებაზეც გაემგზავრება!
სეზონის დაწყებამდე "მეტალურგს" ევროტურნირების საგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მივიჩნევდით და ამის რეალური საფუძველიც გვქონდა: ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, გუნდს არც შემადგენლობა ჰყავდა ურიგო და არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

სამწუხაროდ, მერე და მერე მოვლენები რუსთაველ ქომაგთათვის არცთუ სახარბიელოდ განვითარდა: გუნდის თამაშს სტაბილურობა აკლდა, შემდეგ კი პრობლემები კლუბის მთავარ დამფინანსებელს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას შეეხო.

პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ კი "მეტალურგში" განვითარებული მოვლენების შესახებ უკვე ინფორმირებული ხართ: გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას, ფაქტობრივად, ახალ კონტინგენტთან მოუწია მომზადების დაწყება.

ისე, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ზამთრის პაუზის დროს გუნდიდან 15 ფეხბურთელი წავა! თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "მეტალურგში" საწვრთნელი პროცესი არ შეჩერებულა და პირველ ეტაპთან შედარებით, ლამის სამჯერ ნაკლები ბიუჯეტის მიუხედავად, გუნდმა რამდენიმე ახალწვეულიც დაიმატა და, რაც მთავარია, პირველ თებერვალს თურქეთში შეკრებაზეც მიემგზავრება!

სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ, როცა "მეტალურგის" დირექტორმა ზაზა დოლიძემ "ლელოსთან" საუბარში არცთუ დალხენილ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა, ბოლოს მაინც იმედი გამოთქვა, რომ გუნდს ახალწვეულებიც ეყოლებოდა და მეორე ეტაპისათვის მოსამზადებლად უცხოური შეკრების მოწყობაც მოხერხდებოდა.

ასეც მოხდა და თურქეთში გამგზავრებამდე "მეტალურგი" რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე აგრძელებს მზადებას. შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიას "ლელოს" 30 იანვრის ნომერში გაეცნობით, მანამდე კი "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელთან, ვარლამ კილასონიასთან ინტერვიუ გვინდა შემოგთავაზოთ:

- სრულფასოვანი მზადება "მეტალურგმა" 10 იანვრიდან დაიწყო, თუმცა პირველი ეტაპის მერე გუნდში დარჩენილი რვა ფეხბურთელი მანამდე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.

- პირველ ეტაპთან შედარებით, "მეტალურგი" აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი იქნება - ბოლოს და ბოლოს, 15-მა ფეხბურთელმა სხვაგან გადასვლა ამჯობინა...

- ფაქტია, რომ ბიუჯეტის შემცირების გამო მოხდა ასე; კი ბატონო, ვინც წავიდა, შესაძლოა, ოთხ-ხუთ ფეხბურთელთან გარკვეული პრეტენზია გვქონოდა, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებდი.

- ახალ წლამდე გუნდს მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავდა დამატებული - ვარლამ კილასონია-უმცროსი...

- საბედნიეროდ, გუნდი ნელ-ნელა ყალიბდება და რამდენიმე ახალწვეულიც დავიმატეთ. თანაც, არ არის უმნიშვნელო ის ფაქტი, რომ იმავე სეთურიძემ თუ მიქაბერიძემ თვითონ გამოხატეს სურვილი "მეტალურგში" თამაშის. ანუ იცოდნენ, რომ აქ მაღალი ანაზღაურება არ ექნებოდათ, მაგრამ ალბათ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც გაითვალისწინეს - ორივეს ხომ ადრეც უთამაშია რუსთავში ჩემი ხელმძღვანელობით. ან, თუნდაც, ქავთარაძისა და დობროვოლსკის მაგალითი ავიღოთ - შეეძლოთ სხვა გუნდში გადასვლა, მაგრამ აქ დარჩენა ამჯობინეს.

მოკლედ, გპირდებით, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვიქნებით.

- "მეტალურგმა" ამ ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა...

- არჩილ ტვილდიანი ("დინამოდან") და მერაბ გიგაური ("ტორპედოდან") სულ ახლახან შემოგვიერთდნენ, მანამდე კი აკაკი კაკაშვილი ("სპარტაკიდან"), მამუკა ტორონჯაძე ("გურიადან") და ბესიკ ჩიმაკაძე (ბათუმის "დინამოდან") დავიმატეთ.

ამათ გარდა, 10 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან არაერთი ფეხბურთელი იყო თუ არის სინჯებზე და არ არის გამორიცხული, კიდევ ვინმე დავიმატოთ. მართალია, უცხოურ შეკრებაზე ვერ წამოვლენ, მაგრამ რუსთავში მოემზადებიან და მეორე ეტაპის დაწყებასაც მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან.

კონკრეტული ფეხბურთელის დასახელებაც შემიძლია - ნარიმანიძე ("სპარტაკიდან") უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენთან ვარჯიშობს.

- ვარლამ კილასონია (უმცროსი), აკაკი კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, პლუს გრიგოლ ბედიაშვილი და გიორგი ქავთარაძე, - ამდენი ადგილობრივი ფეხბურთელი, თუ არ ვცდებით, "მეტალურგის" ("ოლიმპის") ისტორიაში გუნდში არასდროს ყოფილა...

- გეთანხმებით და ვფიქრობ, ეს ფაქტი რუსთაველი ქომაგისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს. თანაც, ისიც კარგად მესმის, რომ დღესდღეობით მხოლოდ ადგილობრივ აღზრდილებზე დაყრდნობით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ; თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ გუნდში რუსთაველი ფეხბურთელების სიმრავლემ, გარკვეულწილად, გულშემატკივართა უფრო დიდი დაინტერესება უნდა გამოიწვიოს.

- "მეტალურგის" ძირითად გუნდს ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაუბრუნდით. არა გვგონია, რომ მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდეთ.

- არც არასდროს მქონია მოტივაციის ნაკლებობა, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდზე. თუმცა არც იმას დავმალავ, რომ რაღაც "დოზით", მაინც მაქვს გარკვეული მოტივაცია: მსურს დავამტკიცო, რომ ადგილობრივ კადრებს (მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც) შეგვიძლია გარკვეული წარმატებების მიღწევა.

- ვიდრე "მეტალურგის" მთავარ გუნდში მოხვიდოდით, წარმატებულად მუშაობდით დუბლშემადგენლობასა თუ ჭაბუკთა ლიგაში. აქედანაც უნდა ველოდოთ შევსებას?

- დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი უკვე ძირითად გუნდშია - ექვთიმიშვილი, ხაბელაშვილი, გოგინაშვილი, პლუს "ლოკომოტივიდან" დაბრუნებული ცნობილაძე; ამას გარდა, ორი ფეხბურთელი სულაც ჭაბუკთა ლიგიდან დავაწინაურეთ - ოთარ კიტეიშვილი და გიორგი კილასონია.

- ამდენი გაურკვევლობისა თუ საკადრო ცვლილებების გამო გუნდის მიზნები ხომ არ შეცვლილა?

- მთავარი მიზანია, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედა ექვსეულში მოხვედრისათვის არ ვიბრძოლებთ. მით უფრო, რომ დარჩენილი ოთხი მატჩიდან ორი შეხვედრა უშუალო კონკურენტთან გვაქვს და "სიონსაც" და "ვიტ ჯორჯიასაც" რუსთავში უნდა ვუმასპინძლოთ.

- "მეტალურგი" თასის მეოთხედფინალშიც არის გასული, თუმცა ... "დინამოს" ხვდება! ანუ გარკვეული პრიორიტეტების არჩევა ხომ არ მოხდება?

- ისე, ბედიც უნდა ყველაფერს: შარშანდელის მსგავსად, ახლაც "დინამო" გვარგუნა წილისყრამ მეტოქედ. თუმცა არავითარ პრიორიტეტის არჩევაზე ლაპარაკი არც ყოფილა და არც იქნება; პირიქით - ჩვენც ახალი გუნდი გვეყოლება - ისე, როგორც "დინამოს" და ასეთ მეტოქესთან მატჩში "მეტალურგის" ნებისმიერ ფეხბურთელს მოტივაციის პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.

- დაბოლოს, მოახლოებულ თურქულ შეკრებაზეც: სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა თუ არის ცნობილი?

- მხოლოდ ის ვიცით, რომ 6 თებერვალს რუმინულ "ტარგუ მურეშს", 9 თებერვალს კი - თურქმენეთის ნაკრებს უნდა შევხვდეთ. დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა კი ადგილზე გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shalva
მაგარი მწვრთნელიია ვარლამი და რუსთაველებსაც იმედი გვაქ რომ ამ სიტუაციიდან წარმატებულები გამოვალთ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]