მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ყველაზე დაბალი რეიტინგი რუსეთს აქვს

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ყველაზე დაბალი რეიტინგი რუსეთს აქვს. როგორც ფიფაში საუბრობენ, პრეტენდენტთა შორის ჩვენი მეზობლების განაცხადს ყველაზე მეტი ხარვეზი აქვს, მაშინ როცა მუნდიალის ინგლისში ჩატარება ყველაზე რეალური ჩანს.

ასეთია საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის გამოკვლევის შედეგები, რომელსაც ფიფამ ყველა განაცხადის გაანალიზება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით სთხოვა: სპონსორული კონტრაქტები, ბილეთების გაყიდვა, სასტუმროების ბიზნესი, ლიცენზირება და მედიაუფლებები.

სააგენტო Reuter-ის მიხედვით, ხსენებული კვლევის შედეგები აღმასრულებებლი კომიტეტის 22 წევრს გაეგზავნა, რომლებიც 2 დეკემბერს, ციურიხში მსოფლიოს ორი ჩემპიონატის დედაქალაქებს აირჩევენ. 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების პრეტენდენტები ინგლისი, რუსეთი, ბელგია-ჰოლანდია და ესპანეთი-პორტუგალია არიან, 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე კი აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ყატარი და ავსტრალია აცხადებენ პრეტენზიას.

კვლევის თანახმად, ინგლისმა საერთო რეიტინგის 100% დაიმსახურა, ესპანეთმა და პორტუგალიამ - 91%, ჰოლანდია-ბელგიამ - 87%, რუსეთმა - 86%. რაც შეეხება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, აქ ამერიკელები ლიდერობენ (100%), შემდეგ მოდიან იაპონია (73%), სამხრეთ კორეა (71%), ყატარი (70%) და ავსტრალია (68%).

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების კანდიდატმა ყველა ევროპულმა ქვეყანამ ”მედიაუფლებების” კატეგორიაში 100% დაიმსახურა, რადგან McKinsey ტელეტრანსლიაციების რომელიმე მათგანისადმი მიყიდვაში განსხვავებას ვერ ხედავს: ყველა ქვეყანა ერთ საათობრივ სარტყელში მდებარეობს. დიდი განსხვავება სტუმართმოყვარეობაში დაფიქსირდა: ინგლისი ამ მაჩვენებელში კვლავ 100%-ით შეფასდა, რუსეთი კი 56%-ით.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა