"ინტერის" ფეხბურთელთა 89% ლეგიონერია, "ბარსა" ყველაზე ტანდაბალია, "აიაქსის" სკოლა - საუკეთესო
შვეიცარიულმა "CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ", რომელსაც სტატისტიკური ანალიტიკის კვლევის დარგში მსოფლიო ფეხბურთში ანალოგი არ ჰყავს, 21 იანვარს ყოველწლიური დემოგრაფიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 96-გვერდიანია და ევროპის 31 მოწინავე საფეხბურთო ჩემპიონატს მოიცავს.

ჩემპიონატები სამ დონედ არის დაყოფილი: 1-ელ დონეში ტოპ-5 ლიგა შედის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი). მე-2 დონეში მოხვედრილია 11 ჩემპიონატი, მესამეში კი - 15. სამწუხაროდ, კვლევა ჯერ ისევ გვერდს უვლის საქართველოს ჩემპიონატსა და ქართულ ფეხბურთს, ისევე, როგორც ევროპის 20-ზე მეტ სუსტ პირველობას.

მოკლედ, სულ შესწავლილია 31 ჩემპიონატი, 472 კლუბი და 11 653 ფეხბურთელი. გამოკვლევა 5 თავად არის დაყოფილი: "საკლუბო რეკორდები", "ლიგების შედარება", "ლიგების პროფილი", "საერთაშორისო მიგრაცია" და "ახალგაზრდა ტალანტები". გამოკვლევამ აჩვენა, რომ ევროპული ფეხბურთი ზოგიერთი მიმართულებით ისე არ ვითარდება, როგორც ეს ფეხბურთის მომავლისთვის არის კარგი.

ძალიან ბევრ ლიგასა და კლუბში ეკონომიკური სიძნელეები დაღს ასვამს საფეხბურთო ინდუსტრიას და მიუხედავად ამისა, ამ სატრანსფერო სეზონში განხორციელებული ტრანსფერები რეკორდულია ფეხბურთის ისტორიისთვის. 2009 წლის მერე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა საფეხბურთო კლუბებში მათ მიერვე აღზრდილ ფეხბურთელთა პროცენტული მაჩვენებელი. რეკორდულად გაიზარდა ექსპატრიატ ფეხბურთელთა რიცხვიც.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ფინანსური უფსკრული მდიდარ და ღარიბ კლუბებს შორის სულ უფრო ღრმა ხდება...

მთავარი ციფრები

* მიუხედავად იმისა, რომ უეფას საკლუბო ფორმატის რეგულაციები, ასევე რეგულაციები ცალკეულ ქვეყნებში, ხელს უწყობს ახალგაზრდა ტალანტების წამოწევას კლუბებში, კლუბში აღზრდილ ფეხბურთელთა წილი პროფესიულ დონეზე რეკორდულად მცირეა - 21,2%.

* კლუბებში რეკორდულად მაღალია ლეგიონერთა რიცხვი - 36,8%. ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პროფესიონალ ფეხბურთელთა შორის - ფეხბურთელთა 49,3%, ანუ თითქმის ნახევარი კარიერის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ლეგიონერი.

* ინგლისური პრემიერლიგა მეორე ადგილზეა ლეგიონერთა წილით ჩემპიონატში - 60,4% ფეხბურთელებისა ლეგიონერია. პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით კვიპროსის ჩემპიონატია. კიდევ 4 ჩემპიონატში ლეგიონერთა რიცხვი ადგილობრივებზე მეტია: იტალიაში, თურქეთში, პორტუგალიასა და ბელგიაში.

* ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავს მილანის "ინტერს", რომელზეც იტალიური კლუბი უკვე აღარც ითქმის - ფეხბურთელთა 89% (!) ლეგიონერია.

* საპირისპიროდ, ყველაზე მეტი საკუთარი აღზრდილი ჰყავს უნგრულ "სომბატჰეის" - 85,7%. შემადგენლობაში 3/4-ზე მეტი საკუთარი აღზრდილი ჰყავს კიდევ ორ კლუბს - "ოსიეკს" და "ჰარტსს".

* ტოპ-5 ჩემპიონატში მხოლოდ 4 კლუბშია საკუთარ აღზრდილთა რიცხვი მეტი შეძენილ ფეხბურთელებზე. ესენია: "ბარსელონა" (64%), "ბილბაო", "რეალ სოსიედადი" და "ლიონი".

* ევროპის 31 ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბრაზილიელი ლეგიონერია. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელთა რიცხვი, 2009 წელთან შედარებით, 67-ით შემცირდა. ამჟამად 31 ჩემპიონატში 471 ბრაზილიელი თამაშობს. საფრანგეთი მეორე ადგილზეა. ფრანგი ლეგიონერების რიცხვი 30 ჩემპიონატში (ბუნებრივია, საფრანგეთი აღარ ითვლება) 306-ია (+59 2009 წელთან შედარებით).

* სატრანსფერო აქტიურობა გაცილებით მაღალია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ვიდრე ჩრდილოეთში. 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული, კვიპროსულმა კლუბებმა ყველაზე მეტი შენაძენი გააკეთეს - კლუბზე 14,1 ფეხბურთელი - ეს მაჩვენებელი შვედეთში სულ რაღაც 5,3 ფეხბურთელია კლუბზე საშუალოდ.

* ყველაზე მეტი ფეხბურთელი განაცხადში იტალიასა და ინგლისში ჰყავთ - საშუალოდ 26,8 კლუბზე. იტალიის სერია A კიდევ ორი მაჩვენებლით ლიდერობს - ლიგა ყველაზე ხანდაზმულია ევროპაში - ფეხბურთელთა ასაკი საშუალოდ 27,3 წელია. ასევე, იტალიურ კლუბებს ყველაზე ცოტა საკუთარი აღზრდილი ჰყავთ შენარჩუნებული - 8,4%.

* ყველაზე ტანმაღალი ლიგა გერმანული ბუნდესლიგაა - საშუალოდ, 183,3 სმ, ყველაზე ტანდაბალი კი ესპანური ლა ლიგაა - საშუალოდ, 180,1 სმ. "ბარსელონა" თითქმის ყველაზე ტანდაბალი კლუბია ევროპაში (საშ. 177,4 სმ). მასზე ტანდაბალი მხოლოდ ებრაული "ბნეი სახინია".

* ინგლისურ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც რომელიმე ეროვნული ნაკრების წევრია - 44,3%. საკლუბო დონეზე ამაში ჩემპიონი ლონდონის "ჩელსია" - 80%, "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" და "ფენერბაჰჩეს" უსწრებს.

* ევროპის კლუბებში ყველაზე სტაბილური "ბარსელონაა". ფეხბურთელი "ბარსელონაში" საშუალოდ 5,5 წელს ატარებს. 5 წელზე მეტი მაჩვენებელი კიდევ ერთ კლუბს აქვს მხოლოდ - "მანჩესტერ იუნაიტედს".

* დაბოლოს, გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამსტერდამის "აიაქსის" სკოლა ბრწყინვალედ მუშაობს. ევროპაში ამჟამად "აიაქსის" 69 აღზრდილი თამაშობს. მეორე ადგილზე ბელგრადის "პარტიზანის" აკადემიაა (66). შემდეგ მოდიან: "ბარსელონა", "ჰაიდუკი" და ლისაბონის "სპორტინგი". "ბარსელონამ" 61 ასეთი ფეხბურთელი აღზარდა, მათგან 16 ისევ კლუბშია.

რა ღირს პრემიერლიგა, ლა ლიგა...

"საფეხბურთო ლაბორატორიამ" გამოაქვეყნა კვლევის საინტერესო შედეგი სატრანსფერო ფინანსებთან დაკავშირებით: ტოპ-5 ჩემპიონატში რომელ კლუბს რამდენი დაუჯდა დღევანდელი შემადგენლობების შესაკოწიწებლად.

* ინგლისური პრემიერლიგა ლიდერია - ლიგის 20-ივე კლუბმა, ჯამში, დღევანდელ შემადგენლობაში 2,7 მილიარდი ევრო გადაიხადა! მეორე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატი - 1,2 მილიარდი ევრო და მხოლოდ მესამე ადგილზეა ესპანური ლა ლიგა - 1,1 მილიარდი ევრო, სადაც თამაშობენ კიდევაც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები: გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო. ფრანგული ლიგა 1-ის ყველა ფეხბურთელი ერთად 951 მილიონი ევრო დაჯდა, მთელი ბუნდესლიგა კი მხოლოდ 849 მილიონი ევრო "ღირს". გარეთ ბეილის ფასად, ბუნდესლიგელები 11-კაციან გუნდსაც ვერ ააწყობდნენ!

* გადავიდეთ კლუბებზე: ჩემპიონი "რეალია", - "სამეფო კლუბს" დღევანდელი შემადგენლობა, ჯამში, 536 მილიონი ევრო დაუჯდა. მეორე ადგილზეა "მანჩესტერ სიტი" - 435 მილიონი ევრო, მესამეზე - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 395 მილიონი.

არა გვგონია, უინტერესო იყოს ათეულის მთლიანი ჩამონათვალიც: 4. "ჩელსი" - 376 მლნ; 5. პსჟ - 366; 6. "ტოტენჰემი" - 250; 7. "ბარსელონა" - 237; 8. "ბაიერნი" - 233; 9. "არსენალი" - 215; 10. "იუვენტუსი" - 214.

* ახლა ღარიბებზე ვთქვათ: ტოპ-5 ჩემპიონატებში ათი ისეთი კლუბია, რომელთა ფეხბურთელების ყიდვა გუნდს 3 მილიონ ევროზე ნაკლები (!) დაუჯდა. ეს გმირი კლუბები აუცილებლად უნდა ჩამოვთვალოთ: "რაიო ვალეკანო", "ელჩე", "ალმერია", "ლევანტე", "გენგამი", "ბასტია", "აიაჩო", "ბრაუნშვაიგი", "ვერონა" და "ლივორნო". მათი ერთობლივი ფინანსებით ინგლისის ყველაზე ღარიბი გუნდის, "კრისტალ პალასის" შემადგენლობა ძლივს მოვიდოდა! აი, ამხელა უფსკრულია კლუბებს შორის ფინანსურად, თუნდაც ტოპ-5-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს