გრიგოლ დოლიძე:

პერსონალური მაისურების (სხვათა შორის, სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონი" "პუმას" განახლებული დიზაინის ეკიპირებით შეიმოსება) გადაცემის საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალწვეულები გულშემატკივართა წინაშე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მოედანზე გამოჩნდნენ. "ლელო" რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

გრიგოლ დოლიძე:

"მიხარია, რომ "ზესტაფონმა" ნდობა გამომიცხადა და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ გუნდში ჩავირიცხე. ვეცდები, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო".

დიმიტრი ტატანაშვილი:

"უკვე 20 დღეა, ამ გუნდის წევრი ვარ. ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, კარგი მწვრთნელებიც გვყავს და ძალიან სასიამოვნოა ამ გუნდში თამაში. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო "ზესტაფონის" წარმატებაში.

ამბიციური გუნდი იქმნება და ამიტომაც ვამჯობინე აქ გადმოსვლა. რაც შეეხება ბომბარდირობას, რა თქმა უნდა, ეს თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, გუნდმა მიაღწიოს წარმატებებს. მე კი ვეცდები, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო".

გიორგი კუხიანიძე:

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვგრძნობდი, თუმცა, ვფიქრობ, "ზესტაფონში" გადმოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება მიზნებს, წლეულს ევროპალიგის საგზური "ზესტაფონისთვის" წარმატება იქნება, მომავალი სეზონისთვის კი აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ".

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა