”მსურს კარიერა "იუვენტუსში" დავასრულო და გუნდთან ერთად არაერთი ტროფეი მოვიგო"

უკვე კარგა ხანია, რაც ჯანლუიჯი ბუფონი ლაზარეთშია და მკურნალობის პროცესს გადის. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში, იტალია-პარაგვაის პაექრობისას დაშავდა და მას შემდეგ, მოედანზე აღარც გამოჩენილა. ზაფხულშივე გაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერს მინიმუმ ხუთი-ექვსი თვით მუწევდა უქმობა და "იუვენტუსის" მესვეურები იძულებულნი გახდნენ მეკარის გადაბირებაზე ეფიქრათ. არჩევანი მარკო სტორარიზე შეაჩერეს, რომელიც ჯერჯერობით ერთობ კარგად გამოიყურება და თვით ჯიჯის ქებას იმსახურებს. სწორედ ამ თემას შეეხო "კორიერესთან" საუბარში ბუფონი:

"სტორარი შესანიშნავად ირჯება და ეს პირად საუბარშიც არაერთხელ ვუთხარი. მინდა საჯაროდაც გადავუხადო მადლობა, რადგან მისი თამაშის შემხედვარე, უფრო ნაკლებად განვიცდი იმას, რომ გუნდს ვერაფრით ვეხმარები. მარკოს მისამართით საქებარი სიტყვების გარდა, არაფერი მეთქმის. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ და როგორც ექიმები მეუბნებიან, მოედანს იანვრის მეორე ნახევარში დავუბრუნდები. უკვე დიდი დატვირთვებით ვვარჯიშობ და შემიძლია მოედანზეც გავიდე, მაგრამ კიდევ ერთხელ გარისკვა შეიძლება კარიერის დასრულებად დამიჯდეს. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშუშო წელის ტრავმა და მოედანს მშვიდად დავუბრუნდე".

ბუფონს ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე დაეკითხნენ და შემდეგი პასუხი მიიღეს: "ძალიან დაძაბული პირველობაა და ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები ბატალიებში. ვინ არის ფავორიტი? - თუ სკუდეტოსთვის ბრძოლას გულისხმობთ, ვფიქრობ, რომ "მილანი". ამ გუნდში შესანიშნავმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, ამასთან კარგა ხანია ჩემპიონატი არ მოუგიათ და უდიდესი მოტივაცია ამოძრავებთ. არც "ინტერის" და "რომას" ჩამოწერა შეიძლება, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოუმატონ და წაუგებელი თამაშების სერია გამოაცხონ. მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს "ლაციოც", თუმცა მეეჭვება, რომ ედუარდო რეიას გუნდმა სკუდეტოსთვის იბრძოლოს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა აუცილებელი ამოცანაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს - გამორიცხული არაფერია".

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბუფონმა შესაძლოა დატოვოს "იუვენტუსი" და პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადაბარგდეს. ასეთი ხმები ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მუსირებდა და თითქოს, მძიმე ტრავმამ ჯიჯის "იუვეში" დარჩენა განაპირობა. თავად ბუფონი ამ ინფორმაციას უარყოფს: "არც ზაფხულში ვაპირებდი სხვაგან გადასვლას და არც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვგეგმავ ტურინის დატოვებას. "იუვენტუსის" მესვეურებმა ამბიციური პროექტი შეიმუშავეს და მითხრეს, რომ ამ დიდი გეგმის ნაწილი ვარ. ბუნებრივია, ასეთი სიტყვების შემდეგ გუნდში დარჩენის სურვილი გამიღრმავდა და არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, მსურს კარიერა "იუვენტუსში" დავასრულო და ამ გუნდთან ერთად არაერთი ტროფეი მოვიგო".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა