Goal.com-ის მიხაელ იოხინმა ორშაბათის "ელ კლასიკოს" ირონიული სვეტი მიუძღვნა

Goal.com-ის მიხაელ იოხინმა ირონიული სვეტი მიუძღვნა ორშაბათის "ელ კლასიკოს". მაშ ასე, თქვენ წინაშეა "ტოპ-11: რეალის" ფეხბურთელთა მიღწევები "ბარსელონასთან" მატჩში".

მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ წუხელ მადრიდის "რეალს" ქარიშხალივით გადაუარეს "კამპ ნოუზე"? მოდი, დაფიქრდით ჯერ, სანამ ასეთ დასკვნას გამოიტანთ. ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა თავიანთი კვალი დატოვეს "ელ კლასიკოზე" და ეს მათ არ უნდა დავუვიწყოთ. მოდი, ვნახოთ რა გააკეთეს მათ... მათი ღვაწლი უბრალოდ ფანტასტიკურია!

იკერ კასილიასი: საოცრად ფოტოგენიურია, როცა თავს უკან ხელებს შემოიწყობს და თანაგუნდელებს გასცქერის. ეჭვსგარეშეა, სარა კარბონერომ, მისმა გერლფრენდმა ურჩია ეს იკერს. შემდეგ კი ოჯახთან ერთად (რომელიც სრული შემადგენლობით "ატლეტიკოს" გიჟი ფანია) "ბარსელონას" წარმატება იზეიმა.

სერხიო რამოსი: "ბლანკოს" პირველი ფეხბურთელი, რომელიც ერთ კვირაში ორჯერ გააძევეს მატჩისთვის დამატებულ დროში. ამჯერად, სერხიოს არ დასჭირვებია დუდეკის დახმარება, თავადაც კარგად უწყოდა, თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო... ისტორიაში ჩასაწერად.

რიკარდო კარვალიო: დიდებულად მიაღებინა ლეო მესის ყვითელი ბარათი. იდაყვი ისე ოსტატურად გამოსდო მესის, რომ თავად არც დაზარალებულა და არც დასჯილა, სამაგიეროდ არგენტინელი წაიქცა, მერე კი დაისაჯა. ზოგი იტყვის, რომ კარვალიოს სიმაღლე დაეხმარა ამ დიდებული დარტყმის განხორციელებაში, შურიან ხალხს რა გამოლევს...

პეპე: ყველაზე საუკეთესო პორტუგალიელი შოუში, სათადარიგოთა სკამის ჩათვლით. შარშან ის იყო დამნაშავე ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამარჯვების გოლში, მაგრამ პეპემ ჭკუა ისწავლა - ახლოს არ გაჰკარებია მასპინძელთა ფორვარდებს. თან შვედიც არსად ჩანდა ამ ჯერზე...

მარსელო: "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა... აბა, ჩავის პასი ვინ მისცა? ის ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, მაგრამ პედრომ დაასწრო.

სამი ხედირა: მეორე ტაიმში "ადიდასის" დიზაინერებს ახალი იდეა ჩააწოდა, სანახევროდ წითელი ფორმით ითამაშა. ეჭვიც არაა, ისინი გერმანელის ნოუჰაუს გაითვალისწინებენ.

ჩაბი ალონსო: საუკეთესო მე-14 ნომერი მოედანზე, აჯობა ყოფილ თანაგუნდელს "ლივერპულში" ხავიერ მასკერანოს. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "კამპ ნოუზე" 14 ნომრიანი მაისურით თამაში.

მესუთ იოზილი: ძალიან კარგად აკვირდებოდა ჩავის და ინიესტას თამაშს, იმდენად მოწადინებული იყო, რომ მოურინიომ მეორე ტაიმში სკამზე დასვა, რათა უკეთ ეცქირა, თან თავისი ნოუთბუქი ათხოვა.

ანხელ დი მარია: რა კარგი ბიჭია ანხელი! მისმა ყოფილმა კლუბმა "ბენფიკამ" პორტუგალიურ "კლასიკოში" 0:5 წააგო "პორტუსთან" და სოლიდარობის ნიშნად, მანაც ამავე ანგარიშით წააგო - ძველი მეგობრები გასაჭირში არ მიატოვა.

კრიშტიანო რონალდო: როცა გვარდიოლას ხელი ჰკრა, მისი საფეხბურთო გენია სრულად წარმოჩინდა. მისმა მოქმედებამ წამში შეცვალა თამაში. მეტოქე დააბნია, გააცოფა, ყველა მუშტებზე იყურებოდა და კარგა ხანი ვერ გააკეთა ზუსტი პასი.

ქარიმ ბენზემა: იმდენად კარგად ითამაშა, რომ მოურინიომ სეზონში პირველად ათამაშა 90 წუთი. ის კი არადა, ორჯერ ტელეეკრანზეც გამოჩნდა (თითოჯერ ტაიმში). საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალზე დიდი ძალა დაკარგა.

REZO NASIDZE
ra abuqeebs bichoo .... reals : )))))) rac ar unda qnas realmaa ese verasdros ver mougeebs
deqstera
მანჩესტერის გულშემატკივარ და რეალი მაინცდამაინც არ მევასება მაგრამ ამ სტატიას ეტყობა რომ ბარსას გიჟი ფანის დაწერილია რომელიც ზედმეტად აბუქებს მოვლენებს...
madridista
ხო, ხო, წააგო და შეჯექით ეხლა რეალს!! არა უშავს, მალე დადგება ბლანკოსი ისევ თავის სიმაღლეზე და ბევრი დღეს რო ბარსას იძახის რეალს დაიძახებს!! ხასიათია ადამიანის ეგ!! ჰალამადრიიიიდ!! ჰალაააა!!!! პ.ს. 9 ჩემპიონთა ლიგა!!!
bod
არც ჩვენი კომენტატორები ჩამოუვარდებოდნენ იოხინს ირონიულობაში. "ბურთიანად გადავიდა აუტში" "რელის გულშემატკივრები გაშორდით ეკრანებს" :DD
irakli
წაგებაცაა და წაგებაც რა, არაკაცულად თამაში ხო საერთოდ რა,მართლაც რომ უღირსად წააგეს. ბარსა კი ძალიან მაგარია რა, აწყობილი გუნდი ყველამ იცის თავისი საქმე და რაც მთავარია თამაშებენ და არა მარიაჟობენ, რონალდო პიჟონივით. ბარსააააააააააააააააააააააააააა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა