მწვრთნელ-კალათბურთელებთან ერთად ავსტრიაშია ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. გუშინ მას შტაინბურნში დავუკავშირდით და ზოგადი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ...

მწვრთნელ-კალათბურთელებთან ერთად ავსტრიაშია ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. გუშინ მას შტაინბურნში დავუკავშირდით და ზოგადი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ.

- შეკრება ნორმალურად დაიწყო. რაც მთავარია, ყველა კალათბურთელი გუნდთანაა. არის მცირე ტრავმები, თუმცა საგანგაშო არაფერია.

ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც ნაკრების მზადებით, ასევე ახალწვეულებით - ტორინ გრინითა და ქუინტონ ჰოსლით.

ზოგადი საუბრის შემდეგ მან გვითხრა, რომ გვერდში ნაკრების მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი ჰყავდა. მზადებასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვებით სწორედ იგორ კოკოშკოვის ქართველ ასისტენტს მივმართეთ.

საუბარი საწვრთნელი პროცესით დავიწყეთ.

- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. გუნდი ნელ-ნელა ფორმას კრეფს, თუმცა სათანადო კონდიციებამდე ჯერ ბევრი უკლია. არც არის აუცილებელი დღესვე ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა - ჩვენი გათვლებით, ნაკრები სათანადო კონდიციებში 2 აგვისტოსთვის უნდა იყოს, - გვითხრა დავით უსტიაშვილმა.

2 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრაა - სპორტის სასახლეში ქართველები პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ამავე გვერდზე ანატოლი ბოისას ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ, რომელშიც იგი ამბობს, რომ გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, სერიოზული ტრავმა არავის აქვს. წვრილ-წვრილი ტრავმები სპორტის თანამდევი ამბავია და ამისგან არც ჩვენი გუნდის კალათბურთელები არიან დაზღვეულნი.

- ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს მცირე ტრავმები აქვთ. მანუ აღდგენის პროცესშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. საწვრთნელ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული ვიქტორ სანიკიძე, თუმცა მას კუნთი დაეჭიმა და ერთი-ორი დღე დაისვენებს. ყველა სხვა კალათბურთელი მწყობრშია. 5 ივლისს შემოგვიერთდა ზაზა ფაჩულია, ხოლო 6-დან ნიკა ცქიტიშვილი დაგვემატა და მას მერე სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ.

საინტერესოა დავით უსტიაშვილის მოსაზრება ნაკრების ახალწვეულებზე, ტორინ გრინსა და ქუინტონ ჰოსლიზე.

- ნორმალური მოთამაშეები არიან. მათი პლუს-მინუსები ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება. რაც შეეხება პიროვნულ მხარეს, ქართველ კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა.

დავით უსტიაშვილს ვკითხეთ, ხომ არ გარკვეულა, რომელი ამერიკელი რომელ თამაშს ითამაშებს (შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს წესების მიხედვით, კონკრეტული მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანაა დასაშვები). მწვრთნელმა აღნიშნა - ორივე გვჭირდება, კარგი იქნებოდა, თამაშის უფლება ორივეს ჰქონდესო...

- ვინ რომელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ამის გარკვევა ჯერ ადრეა. ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობ, თორემ ამხანაგურებში თითო მატჩში ორივე კალათბურთელს გამოვცდით.

შტაინბურნში შეკრებას ავსტრიის ნაკრები 14 ივლისს იწყებს. ქართველები უნგრეთში სათამაშოდ 16-ში მიდიან. ორი დღის ნავარჯიშები ავსტრიელები ჩვენთან საკონტროლო შეხვედრას ნამდვილად არ ჩაატარებენო, - გვითხრა იგორ კოკოშკოვის პირველმა ასისტენტმა.

მასთან ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას საკითხიც გავარკვიეთ...

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს B დივიზიონის მატჩები ავსტრიაში ელის. თორნიკე შენგელია ახალგაზრდულ გუნდს 13 ივლისს შეუერთდება და ჯგუფური ტურნირის სამივე შეხვედრაში დაეხმარება. შემდეგ ისევ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება და თბილისში ჩვენთან ერთად გამოემგზავრება.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა