ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გრეგ მოულდინს საკუთარი პროგრესი თავადაც უკვირს

გრეგ მოულდინს საკუთარი პროგრესი თავადაც უკვირს

NHL: ყველაზე ხანგრძივი მოგებათა სერია მოკრძალებულ "პიტსბურგსა" და "ატლანტას" აქვთ

კვირის გუნდი. დღეისთვის ორ გუნდს აქვს ხანგრძლივი მოგებათა სერია - "პიტსბურგს" შვიდი გამარჯვება და "ატლანტას" - ხუთი. მაგრამ ეს მოგებები ამ უკანასკნელისთვის უფრო ბევრი ნიშნავს, რადგან "ტრეშერზი" ძლიერი შემადგენლობით არ გამოირჩევა და სახელფასო ბიუჯეტიც დაბალი აქვს. ამიტომაც არის გასაკვირი კლუბის წარმატება. თანაც ყველა გამარჯვება დამაჯერებელი იყო - ხუთ-ხუთი შაიბა გაუტანეს "ვაშინგტონსა" და "დეტროიტს", ოთხი - "მონრეალს".

ზაფხულში სპეციალისტები სკეპტიკულად აფასებდნენ "ჩიკაგოდან" ოთხი ჰოკეისტის შეძენას, რომლებიც ყოფილი კლუბის სახელფასო ბიუჯეტის მსხვერპლნი გახდნენ, მაგრამ ამ ტრანსფერებმა 100 პროცენტით გაამართლეს. დასტინ ბიფულინი თავდასხმიდან დაცვაში გადაიყვანეს და დღეს მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირი და გუნდის ნამდვილი ლიდერია, ენდრიუ ლედი კაპიტნად დანიშნეს, არც ბენ იგერი და ბრენტ სოპელი აფუჭებენ საერთო სურათს. თუ გუნდი ასეთ განწყობას შეინარჩუნებს, მას თავისუფლად შეეძლება პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა და არსებობის ისტორიაში მეორედ სტენლის თასზე გასვლა.

ალექსეი კოვალიოვის 1000 ქულა. "ოტავას" 37 წლის რუსმა ფორვარდმა "ლოს ანჯელესთან" მატჩში მიაღწია დიდოსტატურ ზღვარს და მეცხრე ჰოკეისტი გახდა ევროპიდან, ვინც მსგავსი შედეგის დაფიქსირება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ოტავას" კიდევ ერთმა ჰოკეისტმა - დანიელ ალფრედსონმა შეძლო კარიერაში 1000 ქულის დაგროვება.

კოვალიოვი მესამე რუსია, ვინც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა. მანამდე ეს გააკეთეს სერგეი ფიოდოროვმა (1179 ქულა) და ალექსანდრ მოგილნიმ (1032).

უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს სეზონებში ევროპელთაგან მსგავს წარმატებას არ უნდა ველოდოთ, რადგან კანდიდატებს ჯერ ბევრი უკლიათ სანუკვარ რიცხვამლე, თუმცა ასაკმა ხელი უნდა შეუწყოს ამ სიაში მოსახვედრად. აი მთავარი პრეტენდენტები: მარიან ჰოსა (31 წლის, 788 ქულა), ილია კოვალჩუკი (27 წლის, 652 ქულა), ალექსანდრ ოვეჩკინი (25 წლის, 561 ქულა), ჰენრიკ სედინი (30 წლის, 599 ქულა).

მარკ რეკის 1500 ქულა. კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია "ბოსტონის" ფორვარდმა მარკ რეკიმ. 42 წლის ფორვარდმა კარიერაში 1500 ქულას მოუყარა თავი და ამაზე შეჩერებას არ აპირებს. რეკი "დათვებში" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას 22 მატჩში 15 ქულა აქვს დაგროვილი, რაც ბრწყინვალე შედეგია ამ სეზონში ლიგის ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტისთვის! უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეკი კიდევ ერთი წლით აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას.

მარკიი, რომელსაც თებერვალში 43 წელი უსრულდება, თითქმის ყოველ მატჩში აგროვებს ქულას - ლიგაში მას 1593 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლიდერის შეცვლა. სტივენ სტემკოსმა და მთლიანად "ტამპა ბეიმ" ცუდი კვირა ჩაატარეს, რითაც კარგად ისარგებლა პიტსბურგელმა სიდნი კროსბიმ და პირველ ადგილზე გადავიდა ბომბარდირთა დავაში. სტემკოსი 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერია, მაგრამ კროსბიმ 18 გოლს 23 პასი დაუმატა და 41 ქულით სიის სათავეში მოექცა.

თუმცა, როგორც უკვე ვწერდით, ლეგენდარული უეინ გრეტცკი დარწმუნებულია, რომ სტემკოსს შეუძლია 50 მატჩში 50 გოლის გატანა, რითაც მეექვსე მოთამაშე იქნება ლიგის ისტორიაში, ვინც ამ შედეგს მიაღწევს.

კვირის რეგრესი. "ლოს ანჯელეს კინზმა" ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და დიდი ხანი ლიდერობდა კონფერენციას, მაგრამ ბოლო მატჩებში გაანიავა უპირატესობა, პირველი პოზიცია დაკარგა დივიზიონში და პლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდა. "მეფეებმა" ბოლო შვიდ მატჩში ექვსი წააგეს, ხოლო ამ სერიაში ერთადერთ გამარჯვებას მატჩისშემდგომი ბულიტებით მიაღწიეს.

კვირის პროგრესი. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა გუნდზე, არამედ ჰოკეისტზე. "კოლორადოს" ფორვარდმა გრეგ მოულდინმა მოულოდნელად 4 ქულა (2+2) დააგროვა "მინესოტასთან" მატჩში, რითაც, პირველ რიგში, საკუთარი თავი გააკვირვა. 28 წლის თავდამსხმელი 1999 წლის დრაფტის მეშვიდე რაუნდში აირჩია "კოლამბუსმა" და იქედან მოყოლებული წლევანდელ სეზონამდე NHL-ში სულ რაღაც რვა მატჩი ჩაატარა და ერთი ქულაც არ მოუპოვებია.

საკუთარი ფორვარდების მუდმივი ტრავმიანობის გამო, "კოლორადოს" დამრიგებელმა ჯო საკომ პირველ გუნდში მიიწვია გრეგი, რომელსაც ამ სეზონის ცხრა მატჩში 7 ქულა აქვს და კარგად ართმევს თავს მესამე შემტევი სამეულის ფორვარდის როლს.

კვირის სამი ვარსკვლავი. ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ატლანტა ტრეშერზის" მეკარე ონდრეი პაველეცი დაასახელა. ამ გოლკიპერმა თავის კლუბს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ 0.66 გაშვებულ შაიბასა და მოგერიების 95.6 პროცენტს უდრიდა. გარდა ამისა, პაველეცმა "მონრეალის" წინააღმდეგ "შათაუტი" (კარიერაში - მეოთხე) შეასრულა.

მეორე ვარსკვლავიც "ატლანტას ტრეშერზის" წევრია. დასტინ ბიფულინი მცველებს შორის ექვსი ქულით (2 გოლი+4 პასი) საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის აგრეთვე ლიგის ლიდერია გამარჯვების შაიბების რაოდენობით (5) და 24 მატჩგში 34 ქულით მხველებში ბომბარდირთა დავას უდგას სათევეში.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდ სიდნი კროსბის. "პინგვინების" კაპიტანმა ოთხ მატჩში (ოთხივე მოიგო) მიიღო მონაწილეობა და 7 ქულა (4+3) მოდის. ამით კროსბი რეგალური ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა - 41 ქულა (18+23).

კაროლინა-დალასი 1:4

0:1, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 ნილი-9 (ლ. ერიქსონი-15, ვოივიტკა-2), 0:2 ოტი-5 (ბენი-9, დელეი-6), 0:3 ნილი-10 (გროსმანი-3), 1:3 ე. სტაალი-12, 1:4 ბენი-6 (მოროუ-6, რიბეირო-18).

რეინჯერსი-პიტსბურგი 1:3

0:1, 1:2, 0:0

გოლები: 0:1 ტელბოტი-5 (დუპუი-5), 0:2 ლეტანგი-5 (კროსბი-23, დუპუი-6), 0:3 კონერი-2 (ტაილერ კენედი-6, გოლიგოსკი-8), 1:3 გაბორიკი-5 (როჟსივალი-7).

ოტავა-ედმონტონი 1:4

1:0, 0:1, 0:3

გოლები: 1:0 ფოლინო-1 (კ. ნილი-4), 1:1 გილბერტი-4 (სემ განიე-7), 1:2 კოლიანო-3 (ბრული-2, პენერი-7), 1:3 ბრული-4 (კოლიანო-4, პენერი-8), 1:4 ჰოლი-6 (ჰორკოფი-7, ებერლე-11).

კალგარი-მინესოტა 3:0

0:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 ბოუმისტერი-3 (იგინლა-10, ტანგეი-14), 2:0 იგინლა-10 (ტანგეი-15, ჯორდანო-8), 3:0 ჰაგმანი-7 (ო. იოკინენი-7, ბურკი-7).

ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 2:0

0:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ფაულერი-2 (ვიშნოვსკი-16, სელიანე-15), 2:0 ჯ. ბლეიკი-5 (სელიანე-16, ვიშნოვსკი-17).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ვაშინგტონი* 25 17 6 2 36

2. ფილადელფია* 25 15 6 4 34

3. მონრეალი* 24 15 8 1 31

4. პიტსბურგი 26 16 8 2 34

5. ტამპა ბეი 24 13 8 3 29

6. რეინჯერსი 26 14 11 1 29

7. ატლანტა 24 12 9 3 27

8. ბოსტონი 22 12 8 2 26

9. კაროლინა 24 10 11 3 23

10. ოტავა 25 11 13 1 23

11. ბაფალო 25 9 13 3 21

12. ფლორიდა 22 10 12 0 20

13. ტორონტო 22 8 11 3 19

14. ნიუ ჯერსი 24 8 14 2 18

15. აილენდერსი 22 5 12 5 15

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. დეტროიტი* 21 15 4 2 32

2. დალასი* 23 14 8 1 29

3. ვანკუვერი* 22 12 7 3 27

4. კოლამბუსი 22 14 8 0 28

5. ჩიკაგო 26 13 11 2 28

6. ფინიქსი 22 11 6 5 27

7. სტ. ლუისი 22 12 7 3 27

8. კოლორადო 23 13 9 1 27

9. ანაჰაიმი 26 12 11 3 27

10. სან ხოსე 22 11 7 4 26

11. ლოს ანჯელესი 23 13 10 0 26

12. მინესოტა 23 11 10 2 24

13. ნეშვილი 22 9 8 5 23

14. კალგარი 24 10 12 2 22

15. ედმონტონი 23 7 12 4 18

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

სიდნი კროსბი (პიტ) 41 (18+23)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 39 (21+18)

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 32 (10+22)

ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 30 (18+12)

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 29 (8+21)

ერიკ სტაალი (კარ) 28 (12+16)

ბრედ რიჩარდსი (დალ) 28 (11+17)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 21

სიდნი კროსბი (პიტ) 18

ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 18

პატრიკ შარპი (ჩიკ) 15

რიკ ნეში (კოლამ) 13

დანიელ სედინი (ვან) 13

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 25

სიდნი კროსბი (პიტ) 23

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 22

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 21

ჯონ-მაიკლ ლაილსი (კოლორ) 19

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე