საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ საქარიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ საქარიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ქართველების პირველი მეტოქე შვედეთი გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 16 ქულის სხვაობით - 51:67 წააგეს.

საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი სახარბიელოდ ვერ წარიმართა. ბევრი შეცდომისა და აცილებული ბურთების ფონზე, შვედებს თამაში არ უჭირდათ და საწყისი მეოთხედი ხომ იოლად მოიგეს, დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს აჯობეს. აქცენტი დაცვაზე გააკეთეს და შვედებს შეტევის ორგანიზებას, ანაც შედეგიანად დაგვირგვინებას იოლად არ ანებებდნენ. საპასუხოდ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და ბოლო მეოთხედის წინ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს - 37:45.

ქართველებს წარმატების მცირე შანსი კი გააჩნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შვედებმა შორიდანაც ჩააგდეს, სწრაფი შეტევებითაც და ჩამორჩენილმა ქართველებმა შეცდომებს უხშირეს. საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდმა 16-ქულიანი მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებში დავით აფხაზავა გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი მოაგროვა. 7 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ქუთაისელ ლადო ფურცხვანიძეს. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში გერმანიამ 83:55 გაანადგურა სლოვენია.

4 თებერვალს საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

საქარია, თურქეთი. 2 თებერვალი

შვედეთი-საქართველო 67:51

18:11, 17:10, 10:16, 22:14

საქართველო: დარბაიძე (2ქ, 4მ), ლოლიშვილი (2), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (7ქ, 12მ), აკობია, ლეონიძე (5), დოლიძე, გვიანიძე (4), თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (5), აფხაზავა (17ქ, 6პ, 3მ, 2ჩ), ბაბილოძე (7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა